ავტორი:

"პეტრე ცისკარიშვილი მეგობარია კეზერაშვილის და გასაგებია, რომ კვიპროსში ჩავიდა, მაგრამ სხვები სად მირბოდნენ, ეგ ვერ გავიგე" - ბაჩო დოლიძე

"პეტრე ცისკარიშვილი მეგობარია კეზერაშვილის და გასაგებია, რომ კვიპროსში ჩავიდა, მაგრამ სხვები სად მირბოდნენ, ეგ ვერ გავიგე" - ბაჩო დოლიძე

ეს არის "ნაციონალური მოძრაობის“ დღევანდელი მენეჯმენტის არჩევანი, გზა. მე სულ სხვა არჩევანი და გზა მაქვს - პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებს, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ინდივიდუალურად გადავწყვეტთ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიას გუნდის წარმომადგენელმა ბაჩო დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის კვიპროსში გამგზავრებას, სადაც დავით კეზერაშვილს შეხვდება.

დოლიძის თქმით, რაც ახლა ხდება, ისაა, რაზეც აქამდეც საუბრობდნენ.

"პეტრე [ცისკარიშვილი] მეგობარია იმ ადამიანის და გასაგებია, ჩავიდა, სხვები სად მირბოდნენ, ეგ ვერ გავიგე. მაგაზეა საუბარი, ხომ არ დავიწყებთ, "ხომ ვამბობდით, ხომ ვამბობდით“, - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

ინფორმაციისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი თანაგუნდელებთან ერთად კვიპროსში გაემგზავრა. მან დაადასტურა, რომ დავით კეზერაშვილს შეხვდება.

"არა მარტო კეზერაშვილს, არამედ ძალიან ბევრ პატრიოტ ქართველს შევხვდები“,- განუცხადა ლევან ხაბეიშვილმა "რუსთავი 2“-ს.