NASA-ს მარსზე მავალმა "პერსევერანსმა“ წითელი პლანეტის ჰორიზონტზე "ლურჯი მზის ჩასვლა" დააფიქსირა. ფოტოებში გარკვევით ჩანს, რომ მზის ჩასვლის მომენტში პლანეტის ჰორიზონტი ცივი ლურჯ-მწვანე ფერებით იღებება.
ეს ფოტოები არა მხოლოდ საოცარ და ულამაზეს სანახაობას ასახავს, არამედ მეცნიერებს მარსის ატმოსფეროს შემადგენლობის შესწავლაშიც ეხმარება.
"მარსზე ამ ფერებს განაპირობებს ის ფაქტი, რომ ძალიან წვრილი მტვერი ლურჯ სინათლეს საშუალებას აძლევს ატმოსფეროში უფრო ეფექტიანად შეაღწიოს. როდესაც ლურჯი სინათლე მტვრიდან იფანტება, მზის მიმართულებასთან უფრო ახლოს რჩება, ვიდრე სხვა ფერები. დანარჩენი ცა მოყვითალო-ნარინჯისფერია, რადგან შთანთქმის ან მზესთან ახლოს დარჩენის ნაცვლად, ყვითელი და წითელი სინათლე ცაში მიმოიფანტება“, - განმარტავს ტეხასის უნივერსიტეტის ატმოსფერული მეცნიერი მარკ ლემონი.
საინტერესოა, რომ როდესაც მზის სინათლე დედამიწის ატმოსფეროში შემოდის, ის ურთიერთქმედებს ჟანგბადთან, აზოტთან და ა.შ., რის შედეგადაც, ცისფერი სინათლე იფანტება და რჩება მხოლოდ ნარინჯისფერი და წითელი.

#PerseveranceRover image taken on #Sol842 at 5:04:58.610 PM with #Navcam #Mars #NASA #Space pic.twitter.com/G1ISGYwbLG
— Mars Mission Images Bot 🤖 (@MarsMissionImgs) September 26, 2023

მარსის ატმოსფეროში კი დიდი ზომის მტვრის ნაწილაკებს ვხვდებით, რომლებიც მზის სხივების წითელ შუქს ფილტრავენ. შესაბამისად, შებინდების პერიოდში ცა ლურჯად ანათებს.