ავტორი:

"თუ ისრაელიდან ჩარტერის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, დაინიშნება" - მიხეილ სარჯველაძე

"თუ ისრაელიდან ჩარტერის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, დაინიშნება" - მიხეილ სარჯველაძე

უნდა ვადროვოთ რელევანტურ სახელმწიფო დაწესებულებებს - თუ ისრაელიდან ჩარტერის საჭიროება იქნება, რა თქმა უნდა, დაინიშნება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პარტია "საქართველოსთვის" წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებას ისრაელიდან საქართველოში ჩარტერის დანიშვნის საჭიროებაზე.

სარჯველაძის განცხადებით, მოქალაქეები ბრუნდებიან საქართველოში და ეს პროცესი მიმდინარეა. მისივე თქმით, შესაბამისი უწყებები დაკვირვების შედეგად, რელევანტურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

"საქართველოს ელჩი, მთლიანად საქართველოს ხელისუფლება მოტივირებულია, რომ არ იყოს არავითარი დეტალი, რაც შეიძლება მხედველობიდან გამოგვრჩეს, მათ შორის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ყველა კონკრეტულ დეტალზე დაკვირვება ხორციელდება და ამის მიხედვით რელევანტური გადაწყვეტილებები მიიღება. მე რომ ახლა გიპასუხოთ, ჩარტერი უნდა დაინიშნოს თუ არა, რომელ საათზე და რომელი ქალაქიდან, ეს არ იქნება კორექტული, უნდა ვადროვოთ რელევანტურ სახელმწიფო დაწესებულებებს, რომლებიც ამაზე იმსჯელებენ და მიიღებენ ასეთ გადაწყვეტილებას, თუკი საფუძველი იქნება. მარტო იმიტომ დაინიშნოს, რომ მზრუნველობის აქტი გამოიხატოს, არ იქნება სწორი, თუკი იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, დაინიშნება,"- განაცხადა სარჯველაძემ.