მსოფლიო
სამხედრო

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსად მივდივართ, მე და ალა, ბავშვებთან ერთად, ისრაელში ვრჩებით" - მაქსიმ გალკინი
"არსად მივდივართ, მე და ალა, ბავშვებთან ერთად, ისრაელში ვრჩებით" - მაქსიმ გალკინი

ტე­ლე­წამ­ყვან­მა მაქ­სიმ გალ­კინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ის, მისი მე­უღ­ლე ალა პუ­გა­ჩო­ვა შვი­ლებ­თან ერ­თად ის­რა­ელ­ში რჩე­ბი­ან, მი­უ­ხე­და­ვად ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ბრძო­ლე­ბი­სა. შო­უ­მენ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ვი­დეო, რო­მელ­შიც მან უარ­ყო ჭორი, რომ ის და მისი ოჯა­ხი "გა­იქ­ცნენ" ის­რა­ე­ლი­დან "ჰა­მა­სის" თავ­დას­ხმის შემ­დეგ.

გალ­კინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ის­რა­ე­ლი იყო მათი "შეგ­ნე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი", რო­დე­საც მათ და­ტო­ვეს რუ­სე­თი მას შემ­დეგ, რაც რუ­სუ­ლი ჯა­რე­ბი შე­იჭრ­ნენ უკ­რა­ი­ნა­ში.

"ჩვენ მრა­ვა­ლი წე­ლია ევ­რო­კავ­ში­რის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ, 27 ლა­მა­ზი ქვეყ­ნი­დან ერთ-ერ­თში შეგ­ვიძ­ლია ვი­ცხოვ­როთ ნე­ბის­მი­ერ დროს, უპ­რობ­ლე­მოდ, ხვა­ლაც კი. მაგ­რამ ის­რა­ე­ლი ავირ­ჩი­ეთ იმი­ტომ, რომ აქ მე და ალა თავს მშვი­დად ვგრძნობთ", - გან­მარ­ტა გალ­კინ­მა.

ტე­ლე­წამ­ყვან­მა გა­იხ­სე­ნა, რომ ის დე­დის მხრი­დან ებ­რა­ე­ლია და სურს მხა­რი და­უ­ჭი­როს ის­რა­ელს "ამ მარ­თლაც რთულ, რთულ მო­მენ­ტში".

"ჩვენ ვა­მა­ყობთ, რომ ახლა ჩვე­ნი სა­ხე­ლი ასო­ცირ­დე­ბა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ერ­თან, სა­ხელ­მწი­ფოს­თან, სა­დაც პატ­რი­ო­ტიზ­მი არ არის ხე­ლოვ­ნუ­რი და ზე­მო­დან და­წე­სე­ბუ­ლი. ის მო­დის მი­ლი­ო­ნო­ბით ის­რა­ე­ლის გუ­ლის სიღ­რმი­დან", - თქვა ხე­ლო­ვან­მა და დას­ძი­ნა, რომ დაჭ­რილ ებ­რა­ელ სამ­ხედ­რო­ებს სა­კუ­თარ სის­ხლს გა­და­უს­ხამს.

მაქ­სიმ გალ­კი­ნი და ალა პუ­გა­ჩო­ვა ტყუპ ქალ-ვაჟ­თან ერ­თად კე­სა­რი­ა­ში ცხოვ­რო­ბენ, ქა­ლაქ თელ-ავი­ვი­დან 50 კი­ლო­მეტრში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ჰა­მა­სმა ის­რა­ელს 7 ოქ­ტომ­ბერს შე­უ­ტია და ქვეყ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით რამ­დე­ნი­მე ათა­სი რა­კე­ტა გა­ის­რო­ლეს. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი მებ­რძო­ლე­ბი შე­იჭრ­ნენ სა­სა­ზღვრო რა­ი­ო­ნებ­ში, მოკ­ლეს 900-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი და აიყ­ვა­ნეს მძევ­ლე­ბი. და­შა­ვე­ბუ­ლია ორი­ა­თას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
rusa
4

ვგიჟდები ამ უსაყვარლეს ოჯახზე:))

კაკო
73

დიდება დიდ წმინდა რუსეთს.დიდება პუტინს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"არსად მივდივართ, მე და ალა, ბავშვებთან ერთად, ისრაელში ვრჩებით" - მაქსიმ გალკინი

"არსად მივდივართ, მე და ალა, ბავშვებთან ერთად, ისრაელში ვრჩებით" - მაქსიმ გალკინი

ტელეწამყვანმა მაქსიმ გალკინმა განაცხადა, რომ ის, მისი მეუღლე ალა პუგაჩოვა შვილებთან ერთად ისრაელში რჩებიან, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე ბრძოლებისა. შოუმენმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მან უარყო ჭორი, რომ ის და მისი ოჯახი "გაიქცნენ" ისრაელიდან "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ.

გალკინმა აღნიშნა, რომ ისრაელი იყო მათი "შეგნებული არჩევანი", როდესაც მათ დატოვეს რუსეთი მას შემდეგ, რაც რუსული ჯარები შეიჭრნენ უკრაინაში.

"ჩვენ მრავალი წელია ევროკავშირის მოქალაქეები ვართ, 27 ლამაზი ქვეყნიდან ერთ-ერთში შეგვიძლია ვიცხოვროთ ნებისმიერ დროს, უპრობლემოდ, ხვალაც კი. მაგრამ ისრაელი ავირჩიეთ იმიტომ, რომ აქ მე და ალა თავს მშვიდად ვგრძნობთ", - განმარტა გალკინმა.

ტელეწამყვანმა გაიხსენა, რომ ის დედის მხრიდან ებრაელია და სურს მხარი დაუჭიროს ისრაელს "ამ მართლაც რთულ, რთულ მომენტში".

"ჩვენ ვამაყობთ, რომ ახლა ჩვენი სახელი ასოცირდება გაერთიანებულ ერთან, სახელმწიფოსთან, სადაც პატრიოტიზმი არ არის ხელოვნური და ზემოდან დაწესებული. ის მოდის მილიონობით ისრაელის გულის სიღრმიდან", - თქვა ხელოვანმა და დასძინა, რომ დაჭრილ ებრაელ სამხედროებს საკუთარ სისხლს გადაუსხამს.

მაქსიმ გალკინი და ალა პუგაჩოვა ტყუპ ქალ-ვაჟთან ერთად კესარიაში ცხოვრობენ, ქალაქ თელ-ავივიდან 50 კილომეტრში.

შეგახსენებთ, რომ ჰამასმა ისრაელს 7 ოქტომბერს შეუტია და ქვეყნის მიმართულებით რამდენიმე ათასი რაკეტა გაისროლეს. შეიარაღებული მებრძოლები შეიჭრნენ სასაზღვრო რაიონებში, მოკლეს 900-ზე მეტი ადამიანი და აიყვანეს მძევლები. დაშავებულია ორიათასზე მეტი ადამიანი.