პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არის აღმოჩენების ყუთი და რატომ არის ის პოპულარული მთელი მსოფლიოს მასშტაბით?
რა არის აღმოჩენების ყუთი და რატომ არის ის პოპულარული მთელი მსოფლიოს მასშტაბით?

ადა­მი­ა­ნის შე­უქ­ცე­ვა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბით, ახ­ლის აღ­მო­ჩე­ნის სურ­ვი­ლით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. სწო­რედ ეს ხდის ჩვენს ცხოვ­რე­ბას სა­ინ­ტე­რე­სოს, გვი­მაღ­ლებს მო­ტი­ვა­ცი­ას და გვაძ­ლევს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას.

აღ­მო­ჩე­ნე­ბის ყუ­თის პო­პუ­ლა­რო­ბის სა­ი­დუმ­ლოც სწო­რედ ეს არის: იმ­დე­ნად გვიყ­ვარს აღ­მო­ჩე­ნე­ბის გა­კე­თე­ბა, ისეთ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს ეს ჩვენ­ში, რომ მისი მუდ­მი­ვი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვხდე­ბით.

Blind Box - აღ­მო­ჩე­ნე­ბის მის­ტი­კუ­რი ყუ­თე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ამ სა­ხე­ლით არის ცნო­ბი­ლი. მას­ში ათავ­სე­ბენ სა­თა­მა­შო­ებს, კოს­მე­ტი­კას, წიგ­ნებს, თე­მა­ტურ პრო­დუქ­ტებს სე­ზო­ნე­ბის მი­ხედ­ვით - იქ­ნე­ბა ეს ტან­საც­მე­ლი, კოს­მე­ტი­კა, ვა­უ­ჩე­რე­ბი, საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი და სხვა. ყუ­თის გა­მომ­წე­რო­ბა ნიშ­ნავს, რომ გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით პირ­და­პირ სახ­ლში იღებ შენ­თვის უც­ნობ ნივ­თებს, რო­მელ­თა აღ­მო­ჩე­ნის პრო­ცე­სი სა­ოც­რად აზარ­ტუ­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნოა. ამას­თან, გა­მომ­წე­რო­ბის ერთ-ერთი უპი­რა­ტე­სო­ბა ხარჯთე­ფექ­ტუ­რო­ბაა - იხდი ფიქ­სი­რე­ბულ თან­ხას და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში იღებ უფრო მა­ღა­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ტებს.

აღ­მო­ჩე­ნე­ბის ყუ­თის შექ­მნის ის­ტო­რია 1980-იანი წლე­ბის ია­პო­ნი­ი­დან იღებს სა­თა­ვეს. პირ­ვე­ლი ასე­თი ყუთი სა­თა­მა­შო­ე­ბით იყო სავ­სე და მისი გახ­სნის პრო­ცე­სი ბავ­შვე­ბის­თვის ნამ­დვილ დღე­სას­წა­უ­ლად იქცა.

დღეს პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს რო­გორც სა­თა­მა­შო­ე­ბის, ისე კოს­მე­ტი­კი­სა თუ ლი­ტე­რა­ტუ­რის Blind box-ები, რო­მელ­თა შე­მად­გენ­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მწარ­მო­ებ­ლე­ბი ნელ-ნელა „გვაწ­ვე­თე­ბენ“ ე.წ Spoiler-ების სა­ხით. მა­გა­ლი­თად, კოს­მე­ტი­კის ყუ­თი­დან შე­იძ­ლე­ბა 2-3 სა­ვა­რა­უ­დო პრო­დუქ­ტის შე­სა­ხებ ვი­ცო­დეთ წი­ნას­წარ, წიგ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ჟან­რის შე­სა­ხებ გვქონ­დეს წი­ნას­წარ ინ­ფორ­მა­ცია და სხვა.

აღ­მო­ჩე­ნე­ბის ყუ­თე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. კოს­მე­ტი­კის უცხო­ურ და ქარ­თულ Blind box-ებს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ასო­ბით გა­მომ­წე­რი ჰყავს და მათი რა­ო­დე­ნო­ბა ზრდა­დია.

აღ­მო­ჩე­ნე­ბის ყუ­თებ­ზე არ­სე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნის შე­სა­ბა­მი­სად ვი­თარ­დე­ბა ბა­ზა­რიც. ევ­რო­პი­სა და აშშ-ის მსგავ­სად სა­ქარ­თვე­ლო­შიც გა­მოჩ­ნდა წიგ­ნე­ბის Blind box-ი, რო­მე­ლიც მკი­თხველს ლი­ტე­რა­ტუ­რის სამ­ყა­რო­ში და­უ­ვი­წყარ მოგ­ზა­უ­რო­ბას ჰპირ­დე­ბა. პირ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ყუთი - „ლიტ­ბოქ­სი“ მკი­თხველს გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-მა“ შეს­თა­ვა­ზა.

„ლიტ­ბოქ­სი“ უცხო­უ­რი Blind box-ების იდე­ას იმე­ო­რებს: მკი­თხვე­ლი თა­ვად ირ­ჩევს ჟანრს, რა­საც „ლიტ­ბოქ­სის“ შემ­ქმნე­ლე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ და ყო­ველ­თვი­უ­რად შე­სა­ბა­მის 2 წიგნ­სა და სა­ჩუქ­რებს უგ­ზავ­ნი­ან. გა­მო­წე­რის სა­ფა­სუ­რი 30 ლარს შე­ად­გენს, მი­ღე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა კი შე­იძ­ლე­ბა, აღ­ნიშ­ნულ თან­ხას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აჭარ­ბებ­დეს. ამას­თან, აღ­მო­ჩე­ნე­ბის ყუთ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი მკი­თხველს სრუ­ლი­ად უფა­სოდ გა­და­ე­ცე­მა.

„ლიტ­ბოქ­სის“ ნაკ­რე­ბე­ბი და­ყო­ფი­ლია რო­გორც ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ე­ბად, ისე ჟან­რე­ბად. გა­მომ­წერს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, შე­არ­ჩი­ოს სა­ბავ­შვო სე­რი­ე­ბი 0-დან 12 წლამ­დე, ისე მხატ­ვრუ­ლი ან პრო­ფე­სი­უ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა. შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის სა­ნა­ხა­ვად მიჰ­ყე­ვით ბმულს.

უცხო­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ყუ­თე­ბი პო­პუ­ლა­რუ­ლია სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­შიც. „ფე­ის­ბუქ­ზე“, „ინ­სტაგ­რამ­ზე“, „ტი­კტოკ­სა“ თუ „პინ­ტე­რეს­ზე“ შეხ­ვდე­ბით უამ­რავ ეს­თე­ტი­კურ ფო­ტო­სა და რე­ვი­უს, რო­მე­ლიც მის­ტი­კუ­რი ყუ­თის მი­ღე­ბის სა­სი­ა­მოვ­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე მოგ­ვი­თხრობს.

(უცხო­უ­რი აღ­მო­ჩე­ნე­ბის ყუ­თის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თი)

ამ სა­სი­ა­მოვ­ნო გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა კი უკვე ქარ­თველ მომ­ხმა­რე­ბელ­საც შე­უძ­ლია „ლიტ­ბოქ­სის“ სა­ხით. აღ­მო­ჩე­ნე­ბის ყუ­თის გა­მო­სა­წე­რად მიჰ­ყე­ვით ბმულს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

რა არის აღმოჩენების ყუთი და რატომ არის ის პოპულარული მთელი მსოფლიოს მასშტაბით?

რა არის აღმოჩენების ყუთი და რატომ არის ის პოპულარული მთელი მსოფლიოს მასშტაბით?

ადამიანის შეუქცევადი განვითარების პროცესი ცნობისმოყვარეობით, ახლის აღმოჩენის სურვილით არის განპირობებული. სწორედ ეს ხდის ჩვენს ცხოვრებას საინტერესოს, გვიმაღლებს მოტივაციას და გვაძლევს წარმატების მიღწევის საშუალებას.

აღმოჩენების ყუთის პოპულარობის საიდუმლოც სწორედ ეს არის: იმდენად გვიყვარს აღმოჩენების გაკეთება, ისეთ აღფრთოვანებას იწვევს ეს ჩვენში, რომ მისი მუდმივი მომხმარებლები ვხდებით.

Blind Box - აღმოჩენების მისტიკური ყუთები მსოფლიოს მასშტაბით ამ სახელით არის ცნობილი. მასში ათავსებენ სათამაშოებს, კოსმეტიკას, წიგნებს, თემატურ პროდუქტებს სეზონების მიხედვით - იქნება ეს ტანსაცმელი, კოსმეტიკა, ვაუჩერები, საკვები პროდუქტები და სხვა. ყუთის გამომწერობა ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდულობით პირდაპირ სახლში იღებ შენთვის უცნობ ნივთებს, რომელთა აღმოჩენის პროცესი საოცრად აზარტული და სასიამოვნოა. ამასთან, გამომწერობის ერთ-ერთი უპირატესობა ხარჯთეფექტურობაა - იხდი ფიქსირებულ თანხას და ხშირ შემთხვევაში იღებ უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტებს.

აღმოჩენების ყუთის შექმნის ისტორია 1980-იანი წლების იაპონიიდან იღებს სათავეს. პირველი ასეთი ყუთი სათამაშოებით იყო სავსე და მისი გახსნის პროცესი ბავშვებისთვის ნამდვილ დღესასწაულად იქცა.

დღეს პოპულარობით სარგებლობს როგორც სათამაშოების, ისე კოსმეტიკისა თუ ლიტერატურის Blind box-ები, რომელთა შემადგენლობის შესახებ ინფორმაციას მწარმოებლები ნელ-ნელა „გვაწვეთებენ“ ე.წ Spoiler-ების სახით. მაგალითად, კოსმეტიკის ყუთიდან შეიძლება 2-3 სავარაუდო პროდუქტის შესახებ ვიცოდეთ წინასწარ, წიგნების შემთხვევაში, ჟანრის შესახებ გვქონდეს წინასწარ ინფორმაცია და სხვა.

აღმოჩენების ყუთები საქართველოშიც პოპულარობით სარგებლობს. კოსმეტიკის უცხოურ და ქართულ Blind box-ებს ჩვენს ქვეყანაში ასობით გამომწერი ჰყავს და მათი რაოდენობა ზრდადია.

აღმოჩენების ყუთებზე არსებული მოთხოვნის შესაბამისად ვითარდება ბაზარიც. ევროპისა და აშშ-ის მსგავსად საქართველოშიც გამოჩნდა წიგნების Blind box-ი, რომელიც მკითხველს ლიტერატურის სამყაროში დაუვიწყარ მოგზაურობას ჰპირდება. პირველი ლიტერატურული ყუთი - „ლიტბოქსი“ მკითხველს გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ შესთავაზა.

„ლიტბოქსი“ უცხოური Blind box-ების იდეას იმეორებს: მკითხველი თავად ირჩევს ჟანრს, რასაც „ლიტბოქსის“ შემქმნელები ითვალისწინებენ და ყოველთვიურად შესაბამის 2 წიგნსა და საჩუქრებს უგზავნიან. გამოწერის საფასური 30 ლარს შეადგენს, მიღებული წიგნების ღირებულება კი შეიძლება, აღნიშნულ თანხას მნიშვნელოვნად აჭარბებდეს. ამასთან, აღმოჩენების ყუთში მოთავსებული საჩუქრები მკითხველს სრულიად უფასოდ გადაეცემა.

„ლიტბოქსის“ ნაკრებები დაყოფილია როგორც ასაკობრივ კატეგორიებად, ისე ჟანრებად. გამომწერს საშუალება აქვს, შეარჩიოს საბავშვო სერიები 0-დან 12 წლამდე, ისე მხატვრული ან პროფესიული ლიტერატურა. შეთავაზებების სანახავად მიჰყევით ბმულს.

უცხოური ლიტერატურული ყუთები პოპულარულია სოციალურ მედიაშიც. „ფეისბუქზე“, „ინსტაგრამზე“, „ტიკტოკსა“ თუ „პინტერესზე“ შეხვდებით უამრავ ესთეტიკურ ფოტოსა და რევიუს, რომელიც მისტიკური ყუთის მიღების სასიამოვნო გამოცდილებაზე მოგვითხრობს.

(უცხოური აღმოჩენების ყუთის ერთ-ერთი მაგალითი)

ამ სასიამოვნო გამოცდილების მიღება კი უკვე ქართველ მომხმარებელსაც შეუძლია „ლიტბოქსის“ სახით. აღმოჩენების ყუთის გამოსაწერად მიჰყევით ბმულს.

R