გურჯაანის მუნიციპალიტეტში, პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვია 9 წლის ბიჭს მოხვდა და მისი მდგომარეობა მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, ფაქტი რამდენიმე საათის წინ იმ დროს მოხდა, როცა თანატოლები თამაშობდნენ.
ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთ მათგანს პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა და იქვე მყოფ ბავშვს მოხვდა.
მიღებული დაზიანებით სკოლის მოსწავლე ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
რა უნდოდა თუნდაც პნევმატური იარაღს მოზარდის ხელში,მშობელი უნდა დაისაჯოს,რატომ უნერგავთ თქვენს შვილებს იარაღის სიყვარულს,რატომ უწამლავთ სულს ნაადრევად,მეტი გასართობი ვერ ნახა მოზარდებმა😡😡😭
კიდევ კარგი,გადაიყვანეს თბილისში,ისედაც მძიმე ავადმყოფს ეგენი უარესს დამართებდნენ თავიანთი ჯოჯოხეთური შიდაგანაწესით და კაციჭამია პერსონალით....