ისრაელში კიდევ ერთი, წარმოშობით ქართველი სამართალდაცავი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პოლიცია ავრცცელებს.
გარდაცვლილია პოლიციის 26 წლის ოფიცერი აშდოდიდან – ავრაამ ჰოვლაშვილი.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია კიდევ ერთ, წარმოშობით ქართველი სამართალდამცავის დაღუპვის თაობაზე. პოლიციის მაღალჩინოსანი იცხაკ ბაზუკაშვილი, რომელიც "ჰამასის" თვდასხმას ემსხვეპლა, სეგევ შალომის სადგურის მეთაური იყო.
შაბათს, 7 ოქტომბერს, ისრაელზე "ჰამასმა“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა განახორციელა. მათ შორის ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით; ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 600-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 2000-ზე მეტი. "ჰამასმა“ მძევლად აიყვანა მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზაში 370 პალესტინელი დაიღუპა და 2 200 დაიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ "მტერი ისეთ საფასურს გადაიხდის, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს“. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
ასევე იხილეთ: