ავტორი:

ისრაელში წარმოშობით ქართველი პოლიციის ოფიცერი, იცხაკ ბაზუკაშვილი დაიღუპა

ისრაელში წარმოშობით ქართველი პოლიციის ოფიცერი, იცხაკ ბაზუკაშვილი დაიღუპა

ისრაელში ქართული წარმომავლობის პოლიციის ოფიცერი, იცხაკ ბაზუკაშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებულია 32 ოფიცრის ვინაობა, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპნენ. მათ შორის არის ბაზუკაშვილიც.

პოლიციის მაღალჩინოსანი იცხაკ ბაზუკაშვილი, სეგევ შალომის სადგურის მეთაური იყო.

შაბათს, 7 ოქტომბერს, ისრაელზე "ჰამასმა“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა განახორციელა. მათ შორის ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით; ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 600-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 2000-ზე მეტი. "ჰამასმა“ მძევლად აიყვანა მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზაში 370 პალესტინელი დაიღუპა და 2 200 დაიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ "მტერი ისეთ საფასურს გადაიხდის, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს“. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად ომი ოფიციალურად გამოაცხადა.

ასევე იხილეთ: