ავტორი:

"ვინც მიცნობს, ცოტა არ იყოს გაუკვირდებოდა ბუნკერს დავშეფარებული რომ ვენახე... არა, ჩემო სიხარულებო, აქ ბუნკერში დასამალად არ ჩამოვსულვარ" - რას წერს ისრაელში მყოფი გია ნიკოლაძე

"ვინც მიცნობს, ცოტა არ იყოს გაუკვირდებოდა ბუნკერს დავშეფარებული რომ ვენახე... არა, ჩემო სიხარულებო, აქ ბუნკერში დასამალად არ ჩამოვსულვარ" - რას წერს ისრაელში მყოფი გია ნიკოლაძე

ისრაელში, საომარი ვითარება სულ უფრო იძაბება. ისრაელის მთავრობის ინფორმაციით, "ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, გატაცებულია 100-ზე მეტი პირი. ამის შესახებ ისრაელის მთავრობის პრესსამსახურის "ფეისბუქზე” გაკეთებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ისრაელის მთავრობის პრესსამსახური 2000-ზე მეტი დაშავებულის შესახებ იუწყება.

რაც შეეხება პალესტინას, ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად 370 დაიღუპა, დაშავებულია 2200-მდე ადამიანი.

ამ დროისთვის, ისრაელში საქართველოს არაერთი მოქალაქ იმყოფება, მათ შორის მუსიკალური ანსამბლები.

ისრაელშია მომღერალი გია ნიკოლაძე (ნიკოლ შუ) და ანსამბლი "გორდელა"

სოციალურ ქსელში "გორდელამ" გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანან ანსამბლის მომღერლები. "უსაფრთხო ბუნკერში ჩავდივართ" - წერია ვიდეოს სათაურად.

მომღერალმა გია ნიკოლაძემ სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გაავრცელა. როგორც ის აღნიშნავს, გავრცელდა ცრუ ინფორმაცია მის შესახებ, თითქოს იგი თავს "ბუნკერს" აფარებდა.

"მოგესალმებით, ჩემო ძმებო და დებო ჩემო უძვირფასესო მეგობრებო... ისეთ ემოციებში ვარ, საერთოდ არ ვაპირებდი ჩემი ისრაელში ვიზიტის გაშუქებას, მაგრამ იძულებული გავხდი ეს პოსტი დამედო, რადგან გულზე მომხვდა ბუნკერის ვიდეოს გამოწვეული კომენტარები.

ვინც მიცნობს კარგად იცის ჩემი დამოკიდებულება ქრისტეს სწავლებისადმი, მისი სიტყვისადმი, უფალი ალისადმი, მწყალობელი წყალისადმი და ასე შემდეგ... ასე რომ, როცა იერუსალიმში ვიზიტი შემომთავაზეს, კარგად მიხვდება ყველა ჩემი მეგობარი რა ემოციებიც დამეუფლებოდა... წმინდა მიწა, სადაც ის ალი გადმოდის, რომელიც შავ ზღვაში თითზე შემეხო და მის მერე სულ მის ძებნაში რომ ვარ წარმოიდგინე, იერუსალიმში რა განწყობით წამოვიდოდი...

ეს ხომ ღვთის ნებაა, რაც ჩემს თავს ხდება... ვინც მიცნობს იცის, რომ ამ საკითხს რაც ეხება, მზად ვარ თვალდახუჭული მივენდო უფალს თუ უნდა გარდამცვალოს კიდეც... უფალის ნდობით ქარბორბალასაც ავყვები ღრუბლებამდე და აზვირთებულ ზღვაშიც ბევრჯერ შემიცურია შუაღამეა თუ დღეა. ასე, რომ ვინც მიცნობს, ცოტა არ იყოს გაუკვირდებოდა ბუნკერს დავშეფარებული თქვენი მონა მორჩილი რომ ვენახე... თან ისრაელის წმინდა მიწაზე, სადაც რაკეტების წვიმა იშვიათი მოვლენა არ არის...

რა თქმა უნდა, ისიც ვიცი, რომ ბუნკერისთვის თავის შეფარება სირცხვილი არ არის, მაგრამ უბრალოდ ტყუილია და ამიტომ ვწერ ამხელა სტატუსს... კი ბატონო თუ საჭირო გახდა, მეც შევაფარებ თავს, მაგრამ ჯერ არ შემიფარებია და არ მინდა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ იმ ვიდეოს ავტორებმა, სადაც მეორე სართულის კიბეზე ვჩანვარ და სათაური კი ისეთი ადევს უამრავმა მეგობარმა მომწერა ისრაელში ბუნკერში გნახეთო... არა, ჩემო სიხარულებო, აქ ბუნკერში დასამალად არ ჩამოვსულვარ... პირველივე დღეს მოვილოცეთ წმინდა სალოცავები ...

ხომ ხვდებით, რასაც ჩავატარებდი დედამიწის დატკბობის ინიციატორი ჰოდა, კონცერტის დღეს ისრაელის ცა განგაშის სირენებმა მოიცვა... აი, ეს არის მოკლე შინაარსი ჩემი ისრაელში ვიზიტისა და არა ის, რაც ბუნკერის ვიდეოს ავტორებს გამოუვიდათ... დიდი მადლობა კონცერტის ორგანიზატორებს. მათ არც იციან რა საქმე გამაკეთებინეს... წარმოიდგინეთ, ჩემი ემოციები, როცა განგაშის ხმა გაისმა.., როგორც ამბობენ, მთავარი არის რწმენა ... ჰოდა, მეც მწამს, რომ მეორედ მოსვლა ქართულ ენაზე მოხდება და ტკბობა კი სიმწარეს გაანეიტრალებს, სიმწარე კი კუდს ბოლოჯერ მოიქნევს ...

ეხლაც სასტუმროს ნომერში ვარ და თუ გამოუვალ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდი, ბუნკერში ჩასვლას არ ვაპირებ, რადგან უფალს ბოლომდე ვენდობი... ეს ყველაფერი კი მხოლოდ უფალის ნებაა... მიყვარხართ, გკოცნით, გეხვევით და გაუმარჯოს წმინდა მიწას ,გაუმარჯოს მშვიდობას და უფალის ალის ამობრწყინებას ... ვუთანაგრძნობ ებრაელ ხალხს და გარდაცვლილთა ოჯახებს... დიდება ისრაელს და ებრაელ ხალხს! გაუმარჯოს ებრაელი და ქართველი ხალხის ძმობას" - წერს გია ნიკოლაძე.

ცნობისთვის, შაბათს, 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასმა“ ბოლო ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტო მასშტაბის თავდასხმა განახორციელა. მათ შორის ისრაელის მიმართულებით რაკეტების გასროლით; ასევე მებრძოლების შეტევით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო გზით. ბოლო მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია 600-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დაშავებულია 2000-ზე მეტი. „ჰამასმა“ მძევლად აიყვანა მშვიდობიანი მოქალაქეები და ჯარისკაცები. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ღაზაში 370 პალესტინელი დაიღუპა და 2 200 დაიჭრა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ „მტერი ისეთ საფასურს გადაიხდის, რომლის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს“. ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა ისრაელის ძირითადი კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად ომი გამოცხადა.

ასევე იხილეთ: