პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მადლობა პრემიერს, რომ გვთავაზობს ფასილიტატორის როლს, თუ სომხეთი დათანხმდება, დავიწყებთ შეხვედრებს საქართველოში" - რა თქვა ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ
"მადლობა პრემიერს, რომ გვთავაზობს ფასილიტატორის როლს, თუ სომხეთი დათანხმდება, დავიწყებთ შეხვედრებს საქართველოში" - რა თქვა ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

"თუ სომ­ხე­თი თან­ხმო­ბას გა­ნა­ცხა­დებს, ჩვენ მყი­სი­ე­რად და­ვი­წყებთ ორ­მხრივ და სამმხრივ შეხ­ვედ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში", - ამის შე­სა­ხებ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა ილ­ჰამ ალი­ევ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, ერ­თობ­ლივ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • ილ­ჰამ ალი­ე­ვის თქმით, სომ­ხეთ-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­კი­თხში სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თუ­ლო­ბა სა­ჭი­როა და მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს მზა­ო­ბის­თვის - დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნოს მათ და სა­ქარ­თვე­ლო იყოს ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი.

"სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ას სჭირ­დე­ბა მშვი­დო­ბა. ჩვენ ყო­ველ­თვის მხარს ვუ­ჭერთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს. ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო უჭერს მხარს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას და სუ­ვე­რე­ნი­ტეტს. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში ყო­ველ­თვის ვუ­ჭერთ მხარს ერ­თმა­ნეთს და ყვე­ლა სხვა სა­კი­თხზეც, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის, ჩვე­ნი ერე­ბის ინ­ტე­რე­სებ­შია და მხარ­დამ­ხარ ვუდ­გა­ვართ ერ­თმა­ნეთს. ეს ფუნ­და­მენ­ტუ­რი პრინ­ცი­პია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის დარ­ღვე­ვე­ბი და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია და ამა­ზე შე­თან­ხმე­ბა და სრუ­ლი თან­ხვედ­რა გვაქვს.

დღეს სა­უ­ბა­რი გვქონ­და სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის მდგო­მა­რე­ო­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის შე­სა­ხებ. მე­ო­რე ომმა, რო­მე­ლიც მთი­ან ყა­რა­ბაღ­ში მოხ­და, გა­მო­იწ­ვია ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა. გა­სულ თვეს აღ­ვად­გი­ნეთ სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი მთე­ლი ქვეყ­ნის და დღეს ჩვენ უნდა ვი­მუ­შა­ოთ აქ­ტი­უ­რად სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბა­ზე სომ­ხეთ­თან და იმე­დი მაქვს ამას მი­ვაღ­წევთ. ასე ჩვენ შევ­ქმნით პო­ლი­ტი­კურ გა­რე­მოს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში, სა­დაც სამმხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა წა­რი­მარ­თე­ბა - აზერ­ბა­ი­ჯანს-სომ­ხეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თუ­ლო­ბით. ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია და ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვაკ­ლდა მე­გობ­რე­ბო, რად­გან აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ეს სი­ტუ­ა­ცია არ გვაძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას გა­დაგ­ვედ­გა ნა­ბი­ჯე­ბი ნორ­მა­ლი­ზე­ბის­თვის, მაგ­რამ დად­გა დრო, მოგ­ვე­ცა მო­მენ­ტი, რომ არ დავ­კარ­გოთ ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ დღეს რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია არის ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის როლ­ში, ნორ­მა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში. სა­ქარ­თვე­ლოს და აზერ­ბა­ი­ჯანს აქვს მიმ­ღებ­ლო­ბის პო­ზი­ცია, ეს მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი პო­ზი­ცი­აა ჩვე­ნი ქვეყ­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მი­მარ­თე­ბით და ნე­ბის­მი­ერ დახ­მა­რე­ბას ვი­ღებთ, მაგ­რამ ჩემი იდეა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ყვე­ლა­ზე სწო­რი არ­ჩე­ვა­ნი, იქ­ნე­ბა ეს ის­ტო­რი­უ­ლი ას­პექ­ტე­ბი თუ სხვა - ჩვენ გვჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ჩარ­თუ­ლო­ბა ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში და მად­ლო­ბას ვუხ­დი პრე­მი­ერს, რომ მზად არის დახ­მა­რე­ბა აღ­მოგ­ვი­ჩი­ნოს და გვთა­ვა­ზობს ფა­სი­ლი­ტა­ტო­რის როლს. ეს არის ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც მზად არის და ჩვენ ვე­ლით იმა­ვეს სომ­ხე­თის­გა­ნაც და თუ სომ­ხე­თი თან­ხმო­ბას გა­ნა­ცხა­დებს, ჩვენ მყი­სი­ე­რად და­ვი­წყებთ ორ­მხრივ და სამმხრივ შეხ­ვედ­რებს აქ, სა­ქარ­თვე­ლო­ში“, - გა­ნა­ცხა­და ალი­ევ­მა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გეგი
0

და დავით გარეჯი?

ილჰაამ
4

სააკაშვილის ძმააჰ, რაქენი, იყავი ბიძოსთან_? აბა თაბორზე რა გასეირნებდათ ძმიავ :)))) ჰააა, დაგიბარა პატარა კროსწნი აწეცმა?: :) დაიწვი, ვსიო, ეგარის!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

"მადლობა პრემიერს, რომ გვთავაზობს ფასილიტატორის როლს, თუ სომხეთი დათანხმდება, დავიწყებთ შეხვედრებს საქართველოში" - რა თქვა ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

"მადლობა პრემიერს, რომ გვთავაზობს ფასილიტატორის როლს, თუ სომხეთი დათანხმდება, დავიწყებთ შეხვედრებს საქართველოში" - რა თქვა ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

"თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს საქართველოში", - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

  • ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთ-აზერბაიჯანის საკითხში საქართველოს ჩართულობა საჭიროა და მან მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს მზაობისთვის - დახმარება აღმოუჩინოს მათ და საქართველო იყოს ფასილიტატორი.

"სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ისევე, როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის ვუჭერთ მხარს ერთმანეთს და ყველა სხვა საკითხზეც, რომლებიც ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ერების ინტერესებშია და მხარდამხარ ვუდგავართ ერთმანეთს. ეს ფუნდამენტური პრინციპია საერთაშორისო სამართლის. საერთაშორისო სამართლის დარღვევები და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევები აბსოლუტურად მიუღებელია და ამაზე შეთანხმება და სრული თანხვედრა გვაქვს.

დღეს საუბარი გვქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზების შესახებ. მეორე ომმა, რომელიც მთიან ყარაბაღში მოხდა, გამოიწვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. გასულ თვეს აღვადგინეთ სუვერენიტეტი მთელი ქვეყნის და დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან და იმედი მაქვს ამას მივაღწევთ. ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება - აზერბაიჯანს-სომხეთსა და საქართველოს ჩართულობით. ეს შესაძლებელია და ეს შესაძლებლობა გვაკლდა მეგობრებო, რადგან აზერბაიჯანი ოკუპირებული იყო წლების განმავლობაში და ეს სიტუაცია არ გვაძლევდა საშუალებას გადაგვედგა ნაბიჯები ნორმალიზებისთვის, მაგრამ დადგა დრო, მოგვეცა მომენტი, რომ არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა.

როგორც მოგეხსენებათ დღეს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია არის ფასილიტატორის როლში, ნორმალიზაციის პროცესში. საქართველოს და აზერბაიჯანს აქვს მიმღებლობის პოზიცია, ეს მიუკერძოებელი პოზიციაა ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მიმართებით და ნებისმიერ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ ჩემი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, იქნება ეს ისტორიული ასპექტები თუ სხვა - ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში და მადლობას ვუხდი პრემიერს, რომ მზად არის დახმარება აღმოგვიჩინოს და გვთავაზობს ფასილიტატორის როლს. ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად არის და ჩვენ ველით იმავეს სომხეთისგანაც და თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში“, - განაცხადა ალიევმა.