საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როცა ამერიკაში ჩამოვიდა, უსახლკარო იყო და მეტროში ცხოვრობდა - რას ჰყვება ნინი ბრეგვაძე და რას წერს NBC ამერიკის "ვოისის" ქართველ მონაწილეზე
როცა ამერიკაში ჩამოვიდა, უსახლკარო იყო და მეტროში ცხოვრობდა - რას ჰყვება ნინი ბრეგვაძე და რას წერს NBC ამერიკის "ვოისის" ქართველ მონაწილეზე

ქარ­თუ­ლი "X ფაქ­ტო­რის" მო­ნა­წი­ლე, ნინი ბრეგ­ვა­ძე, რო­მე­ლიც ბოლო წლე­ბია, აშშ-ში ცხოვ­რობს, ამე­რი­კუ­ლი "ვო­ი­სის" მო­ნა­წი­ლეა. სა­ო­ცა­რი შოუ, რო­მე­ლიც ქარ­თველ­მა დად­გა, NBC-ის ეთე­რი­დან მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ნახა.

ნი­ნიმ "ვო­ის­ში" შთამ­ბეჭ­და­ვად იმ­ღე­რა და ჟი­უ­რის ოთხი­ვე წევ­რი შე­მო­აბ­რუ­ნა. ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლის შე­სა­ხებ უცხო­უ­რი მე­დია აქ­ტი­უ­რად წერს და მას პრო­ექ­ტის გა­მარ­ჯვე­ბის ერთ-ერთ კან­დი­და­ტად მო­იხ­სე­ნი­ებს. 27 წლის ნინი ბრეგ­ვა­ძე ბოლო 7 წე­ლია ნიუ-იორკში ცხოვ­რობს.

"უბ­რა­ლოდ, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, თით­ქოს ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბა სახ­ლი. მინ­და, დე­და­ჩემ­მა თქვას - მას მი­ზე­ზი ჰქონ­და წას­ვლის­თვის... მინ­და ვაჩ­ვე­ნო მსოფ­ლი­ოს, რომ ვიმ­სა­ხუ­რებ აქ ყოფ­ნას", - ამ­ბობს ნინი, რო­მე­ლიც კონ­კურ­სზე ნინი აი­რი­სის სა­ხე­ლით გა­მო­დის.

NBC სა­ზო­გა­დო­ე­ბას ნი­ნის შე­სა­ხებ უყ­ვე­ბა და წერს, რომ გო­გო­ნა 2016 წელს გა­და­ვი­და ნიუ-იორკში სა­ცხოვ­რებ­ლად და "სა­ქარ­თვე­ლო­ში მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უკან მო­ი­ტო­ვა, რათა მუ­სი­კა­ლუ­რი კა­რი­ე­რა შტა­ტებ­ში გა­ეგ­რძე­ლე­ბი­ნა".

”ეს იყო რთუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა”, - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი.

"ნინი იხ­სე­ნებს, რომ როცა ამე­რი­კა­ში ჩა­მო­ვი­და, რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში უსახ­ლკა­რო იყო და მეტ­რო­ში ცხოვ­რობ­და", - წერს NBC.

"მე უნდა და­მე­წყო ახა­ლი ცხოვ­რე­ბა. უნდა მე­პო­ვა ად­გი­ლი, სამ­სა­ხუ­რი და და­მე­წყო ჩემი მიზ­ნის­კენ სვლა, რის­თვი­საც აქ ჩა­მო­ვე­დი", - ამ­ბობს ნინი.

რთუ­ლი და­სა­წყი­სის შემ­დეგ, ის ახლა სრუ­ლი დატ­ვირ­თვით მღე­რის ად­გი­ლობ­რივ რეს­ტორ­ნებ­ში, ბა­რებ­სა და ქორ­წი­ლებ­ში.

თუმ­ცა, მისი სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი იყო ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბა და The Voice-ის ამე­რი­კულ შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ოც­ნე­ბა აუხ­და, რო­დე­საც მწვრთნე­ლებ­მა ჯონ ლე­ჯენდმა, გვენ სტე­ფა­ნიმ და ნაილ ჰო­რან­მა სკა­მე­ბი ზუს­ტად ერ­თსა და იმა­ვე დროს შე­ატ­რი­ა­ლეს. რამ­დე­ნი­მე წა­მის შემ­დეგ მათ ჟი­უ­რის მე­ო­თხე წევ­რი რება მა­კენ­ტა­ი­რი შე­უ­ერ­თდა.

"ეს იყო დღის სა­უ­კე­თე­სო ვო­კა­ლი", - თქვა აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულ­მა ჰო­რან­მა, რო­მე­ლიც ამა­ვე პრო­ექ­ტის 23-ე სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის მენ­ტო­რია. "ჩვენ აქ პო­ტენ­ცი­ურ გა­მარ­ჯვე­ბულს ვხე­დავთ", - თქვა ნი­ნის შე­სა­ხებ მუ­სი­კოს­მა.

"აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ვუ­ყუ­რე შენს შეს­რუ­ლე­ბას. შენი სიმ­ღე­რა აბ­სო­ლუ­ტუ­რად სა­ნა­ხა­ობ­რი­ვია, შე­გიძ­ლია იმ­ღე­რო ნე­ბის­მი­ე­რი რამ", - თქვა ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის შე­სა­ხებ ჟი­უ­რის კი­დევ ერ­თმა წევ­რმა, მა­კენ­ტა­ირ­მა. ნი­ნის მი­მართ ქება არ და­ი­შუ­რა ჯონ ლე­ჯენდმაც:

"თქვე­ნი ხმა, მარ­თლაც მა­გა­რია, ეს ერ­თგვა­რი როკ შეს­რუ­ლე­ბა იყო", - თქვა მან.

გვენ სტე­ფა­ნის თქმით კი ნი­ნის შეს­რუ­ლე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლი იყო.

"ის ფაქ­ტი, რომ თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ასე მარ­ტი­ვად გა­დახ­ვი­დეთ სხვა­დას­ხვა სტილ­ზე, ძა­ლი­ან ამა­ღელ­ვე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნა გვენ სტე­ფა­ნიმ.

მკითხველის კომენტარები / 47 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
.........
0

თუ კარგი აღარ გემეტება,ნურც ცუდს დაწერთ ვინცა ხართ.რას ერჩით ,გოგო ინდომებს და ცდილობს...ვინც მუშაობს გამოუვა კიდეც...ღმერთი შენსკენ ნინი.წინსვლა ნინიკოს.

შედი შვილო კუხნაში
13

ახალგაზრდა გოგო და მეტროში ცხოვრება არ გამიგია მე წადი რა ლობიო მოხარშე და ქვაბები არახუნე

ავტორი:

როცა ამერიკაში ჩამოვიდა, უსახლკარო იყო და მეტროში ცხოვრობდა - რას ჰყვება ნინი ბრეგვაძე და რას წერს NBC ამერიკის "ვოისის" ქართველ მონაწილეზე

როცა ამერიკაში ჩამოვიდა, უსახლკარო იყო და მეტროში ცხოვრობდა - რას ჰყვება ნინი ბრეგვაძე და რას წერს NBC ამერიკის "ვოისის" ქართველ მონაწილეზე

ქართული "X ფაქტორის" მონაწილე, ნინი ბრეგვაძე, რომელიც ბოლო წლებია, აშშ-ში ცხოვრობს, ამერიკული "ვოისის" მონაწილეა. საოცარი შოუ, რომელიც ქართველმა დადგა, NBC-ის ეთერიდან მსოფლიოს მასშტაბით უამრავმა ადამიანმა ნახა.

ნინიმ "ვოისში" შთამბეჭდავად იმღერა და ჟიურის ოთხივე წევრი შემოაბრუნა. ქართველი შემსრულებლის შესახებ უცხოური მედია აქტიურად წერს და მას პროექტის გამარჯვების ერთ-ერთ კანდიდატად მოიხსენიებს. 27 წლის ნინი ბრეგვაძე ბოლო 7 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს.

"უბრალოდ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძალიან მენატრება სახლი. მინდა, დედაჩემმა თქვას - მას მიზეზი ჰქონდა წასვლისთვის... მინდა ვაჩვენო მსოფლიოს, რომ ვიმსახურებ აქ ყოფნას", - ამბობს ნინი, რომელიც კონკურსზე ნინი აირისის სახელით გამოდის.

NBC საზოგადოებას ნინის შესახებ უყვება და წერს, რომ გოგონა 2016 წელს გადავიდა ნიუ-იორკში საცხოვრებლად და "საქართველოში მთელი ცხოვრება უკან მოიტოვა, რათა მუსიკალური კარიერა შტატებში გაეგრძელებინა".

”ეს იყო რთული მოგზაურობა”, - ამბობს მომღერალი.

"ნინი იხსენებს, რომ როცა ამერიკაში ჩამოვიდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში უსახლკარო იყო და მეტროში ცხოვრობდა", - წერს NBC.

"მე უნდა დამეწყო ახალი ცხოვრება. უნდა მეპოვა ადგილი, სამსახური და დამეწყო ჩემი მიზნისკენ სვლა, რისთვისაც აქ ჩამოვედი", - ამბობს ნინი.

რთული დასაწყისის შემდეგ, ის ახლა სრული დატვირთვით მღერის ადგილობრივ რესტორნებში, ბარებსა და ქორწილებში.

თუმცა, მისი საბოლოო მიზანი იყო ადგილის დამკვიდრება და The Voice-ის ამერიკულ შოუში მონაწილეობა. ოცნება აუხდა, როდესაც მწვრთნელებმა ჯონ ლეჯენდმა, გვენ სტეფანიმ და ნაილ ჰორანმა სკამები ზუსტად ერთსა და იმავე დროს შეატრიალეს. რამდენიმე წამის შემდეგ მათ ჟიურის მეოთხე წევრი რება მაკენტაირი შეუერთდა.

"ეს იყო დღის საუკეთესო ვოკალი", - თქვა აღფრთოვანებულმა ჰორანმა, რომელიც ამავე პროექტის 23-ე სეზონის გამარჯვებულის მენტორია. "ჩვენ აქ პოტენციურ გამარჯვებულს ვხედავთ", - თქვა ნინის შესახებ მუსიკოსმა.

"აღფრთოვანებული ვარ, რომ ვუყურე შენს შესრულებას. შენი სიმღერა აბსოლუტურად სანახაობრივია, შეგიძლია იმღერო ნებისმიერი რამ", - თქვა ქართველი მომღერლის შესახებ ჟიურის კიდევ ერთმა წევრმა, მაკენტაირმა. ნინის მიმართ ქება არ დაიშურა ჯონ ლეჯენდმაც:

"თქვენი ხმა, მართლაც მაგარია, ეს ერთგვარი როკ შესრულება იყო", - თქვა მან.

გვენ სტეფანის თქმით კი ნინის შესრულება წარმოუდგენლი იყო.

"ის ფაქტი, რომ თქვენ შეგიძლიათ ასე მარტივად გადახვიდეთ სხვადასხვა სტილზე, ძალიან ამაღელვებელია", - აღნიშნა გვენ სტეფანიმ.