პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვები და პედაგოგები, რომლებიც ფესტივალზე იმყოფებოდნენ ისრაელში, უსაფრთხოდ არიან" - რას აცხადებს საქართველოს ელჩი ისრაელში
"ბავშვები და პედაგოგები, რომლებიც ფესტივალზე იმყოფებოდნენ ისრაელში, უსაფრთხოდ არიან" - რას აცხადებს საქართველოს ელჩი ისრაელში

ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის, ლაშა ჟვა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ სა­ელ­ჩო­ში ინ­ფორ­მა­ცია არ შე­სუ­ლა.

ელ­ჩის თქმით, ამ დრო­ის­თვის, ის­რა­ე­ლის აე­რო­პორ­ტი და­კე­ტი­ლი არ არის და გუ­შინ სა­ღა­მოს სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქე სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­და.

ამას­თან ელჩი აცხა­დებს, რომ ბავ­შვე­ბი და პე­და­გო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც ფეს­ტი­ვალ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ ის­რა­ელ­ში, უსაფრ­თხოდ არი­ან.

რო­გორც ლაშა ჟვა­ნი­ამ გან­მარ­ტა, ამ მას­შტა­ბის ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი, რაც ახლა ის­რა­ელ­ში ხდე­ბა, მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე არ ყო­ფი­ლა.

მისი თქმით, თუ ვინ­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე მო­ქა­ლა­ქე­ზე, სა­ელ­ჩოს შე­ა­ტყო­ბი­ნოს.

"ამ მას­შტა­ბის ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი ქვე­ყა­ნა­ში მრა­ვა­ლი წლის მან­ძილ­ზე არ ყო­ფი­ლა. პრაქ­ტი­კუ­ლად, ის­რა­ე­ლის ის­ტო­რი­ა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­ვიხ­სე­ნოთ რო­მე­ლი­მე ფაქ­ტი, რო­მელ­საც ამ­დე­ნი მსხვერ­პლი მოჰ­ყვა. ამ დი­ლით, ის­რა­ე­ლის არ­მი­ამ პირ­და­პირ გა­მო­ა­ცხა­და 25 გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდის სია, რო­მელ­თა სა­შუ­ა­ლო ასა­კი 20 წე­ლია. ეს ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს ის­ტო­რი­ა­ში და მთლი­ა­ნად ებ­რა­ე­ლი ერის ცხოვ­რე­ბა­ში უმ­ძი­მე­სი წე­ლია.

არ ჰგავს არა­ფერს სხვას, რაც იყო. ამ წუ­თის­თვის 250-ზე მეტი და­ღუ­პუ­ლი ცხად­დე­ბა. ჯერ კი­დევ არ არის ყვე­ლა ად­გილ­ზე, ყვე­ლა და­სახ­ლე­ბა­ზე ის­რა­ე­ლის არ­მი­ის მიერ კონ­ტრო­ლი აღე­ბუ­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის და­შა­ვე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ შე­მო­სუ­ლა. მუდ­მივ კონ­ტაქ­ტზე ვართ, რო­გორც ის­რა­ე­ლის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­სა­ხურ­თან, ისე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან, ასე­ვე ის­რა­ე­ლის პო­ლი­ცი­ას­თან. გუ­შინ ჩვე­ნი რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქე უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ.

3 არის ნე­თა­ნი­ა­ში, ერთი არის თე­ლა­ვივ­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მერ­ცი­ულ­მა ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­მა ის­რა­ე­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ვი­ან­თი რე­ი­სე­ბი გა­უქ­მეს. დღე ის­რა­ე­ლის აე­რო­პორ­ტი და­კე­ტი­ლი არ არის, გუ­შინ რამ­დე­ნი­მე რე­ი­სი შეს­რულ­და. გუ­შინ სა­ღა­მოს სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქე დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ის­რა­ე­ლი­დან. ისი­ნი, ვინც ვერ დაბ­რუნ­დნენ, სა­ელ­ჩომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დახ­მა­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო სას­ტუმ­რო­თი. ბავ­შვე­ბი თა­ვი­ანთ პე­და­გო­გებ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც ფეს­ტი­ვალ­ზე იყ­ვნენ ჩა­მო­სუ­ლე­ბი, უსაფრ­თხოდ არი­ან, გვი­ა­ნო­ბამ­დე მათ­თან ერ­თად ვი­ყა­ვით, სა­ნამ ბავ­შვე­ბი ოთა­ხებ­ში და­სა­ძი­ნებ­ლად არ გან­ვა­თავ­სეთ. ცხე­ლი ხა­ზის ნო­მე­რი ყვე­ლამ იცის, 3 ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რია გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, რო­გორც სა­ელ­ჩოს, ასე­ვე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­საც შე­უძ­ლი­ათ და­უ­კავ­შირ­დნენ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი. თუ ვინ­მე ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობს სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე მო­ქა­ლა­ქე­ზე, ვთხოვთ, რომ შეგ­ვა­ტყო­ბი­ნოს“,-გა­ნა­ცხა­და ჟვა­ნი­ამ.

7 ოქ­ტომ­ბერს გამ­თე­ნი­ი­სას, პა­ლეს­ტი­ნის მოძ­რა­ო­ბა „ჰა­მა­სმა“ ის­რა­ელ­ზე ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. თა­ვის მხრივ, ის­რა­ელ­მა ღა­ზა­ზე სა­ჰა­ე­რო დარ­ტყმე­ბის სა­პა­სუ­ხო ტალ­ღა და­ი­წყო. ორი­ვე მხა­რე ასო­ბით და­შა­ვე­ბუ­ლი­სა და და­ღუ­პუ­ლის შე­სა­ხებ იუ­წყე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, "ჰა­მა­სმა" აიყ­ვა­ნა მძევ­ლე­ბი და ომის ტყე­ე­ბი. ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ გა­ნა­ცხა­და, რომ ქვე­ყა­ნა "გრძელ­ვა­დი­ან, რთულ ომში" შე­დის, რო­მე­ლიც "ჰა­მა­სის" თავ­დას­ხმით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი და გა­ი­მარ­ჯვებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაროდ.
3

იმიტომ რომ. როგორც ებრაელმა ხალხმა თქვა ისრაელი სამშობლო არაა, ისრაელი ოჯახიაო.

ჯუიშ პიპელ.
6

ვინც ისრაელშია ყველა მშვიდობითაა. იმიტომ რომ: ქვეყანას ჯარი ყავს და მოტივაცია იმაზე მეტი.. ხელისუფლებაში კი სისხლით და ჯიშით ებრაელები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"ბავშვები და პედაგოგები, რომლებიც ფესტივალზე იმყოფებოდნენ ისრაელში, უსაფრთხოდ არიან" - რას აცხადებს საქართველოს ელჩი ისრაელში

"ბავშვები და პედაგოგები, რომლებიც ფესტივალზე იმყოფებოდნენ ისრაელში, უსაფრთხოდ არიან" - რას აცხადებს საქართველოს ელჩი ისრაელში

ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შესულა.

ელჩის თქმით, ამ დროისთვის, ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის და გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა.

ამასთან ელჩი აცხადებს, რომ ბავშვები და პედაგოგები, რომლებიც ფესტივალზე იმყოფებოდნენ ისრაელში, უსაფრთხოდ არიან.

როგორც ლაშა ჟვანიამ განმარტა, ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი, რაც ახლა ისრაელში ხდება, მრავალი წლის მანძილზე არ ყოფილა.

მისი თქმით, თუ ვინმე ინფორმაციას ფლობს საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე, საელჩოს შეატყობინოს.

"ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი ქვეყანაში მრავალი წლის მანძილზე არ ყოფილა. პრაქტიკულად, ისრაელის ისტორიაში შეუძლებელია გავიხსენოთ რომელიმე ფაქტი, რომელსაც ამდენი მსხვერპლი მოჰყვა. ამ დილით, ისრაელის არმიამ პირდაპირ გამოაცხადა 25 გარდაცვლილი ახალგაზრდის სია, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია. ეს ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში და მთლიანად ებრაელი ერის ცხოვრებაში უმძიმესი წელია.

არ ჰგავს არაფერს სხვას, რაც იყო. ამ წუთისთვის 250-ზე მეტი დაღუპული ცხადდება. ჯერ კიდევ არ არის ყველა ადგილზე, ყველა დასახლებაზე ისრაელის არმიის მიერ კონტროლი აღებული. საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუდმივ კონტაქტზე ვართ, როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სამსახურთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ისრაელის პოლიციასთან. გუშინ ჩვენი რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოვიყვანეთ.

3 არის ნეთანიაში, ერთი არის თელავივში. საერთაშორისო კომერციულმა ავიაკომპანიებმა ისრაელის მიმართულებით თავიანთი რეისები გაუქმეს. დღე ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის, გუშინ რამდენიმე რეისი შესრულდა. გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საელჩომ საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყო სასტუმროთი. ბავშვები თავიანთ პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, უსაფრთხოდ არიან, გვიანობამდე მათთან ერთად ვიყავით, სანამ ბავშვები ოთახებში დასაძინებლად არ განვათავსეთ. ცხელი ხაზის ნომერი ყველამ იცის, 3 ტელეფონის ნომერია გამოცხადებული, როგორც საელჩოს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროსაც შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩვენი მოქალაქეები. თუ ვინმე ინფორმაციას ფლობს საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე, ვთხოვთ, რომ შეგვატყობინოს“,-განაცხადა ჟვანიამ.

7 ოქტომბერს გამთენიისას, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. თავის მხრივ, ისრაელმა ღაზაზე საჰაერო დარტყმების საპასუხო ტალღა დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. არსებული ცნობებით, "ჰამასმა" აიყვანა მძევლები და ომის ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ქვეყანა "გრძელვადიან, რთულ ომში" შედის, რომელიც "ჰამასის" თავდასხმით არის გამოწვეული და გაიმარჯვებს.