ავტორი:

"დაპირისპირების შედეგად რაიონული საბჭოს პრეზიდენტი ოფირ ლიბშტეინი დაიღუპა" - ბოლო ცნობები ისრაელში დაღუპულებსა და დაჭრილებზე

"დაპირისპირების შედეგად რაიონული საბჭოს პრეზიდენტი ოფირ ლიბშტეინი დაიღუპა" - ბოლო ცნობები ისრაელში დაღუპულებსა და დაჭრილებზე

ისრაელის მედიის ცნობით, ჰამასის მიმდინარე თავდასხმის შედეგად დაჭრილთა რიცხი 200-მდე გაიზარდა. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი.

გარდაცვლილთა შორის არის, ღაზას სექტორის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ისრაელის სასაზღვრო ტერიტორიების რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი, ოფირ ლიბშტეინიც.

"სამხედრო დაპირისპირების შედეგად, რაიონული საბჭოს პრეზიდენტი ოფირ ლიბშტეინი დაიღუპა", - ნათქვამია შაარ ნეგევის საოლქო საბჭოს განცხადებაში.

დღეს, გამთენიისას ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით "ჰამასმა“ რაკეტები გაუშვა და განაცხადა, რომ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყეს.

ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მათ შორის თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტი დაკეტილია, საჰაერო თავდასხმის სირენები ისმის ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის აეროპორტებში პანიკაა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჰამასმა ომი გამოუცხადა ქვეყანას. ამის საპასუხოდ, ჰამასის სარდლობამ ისრაელი დაადანაშაულა ესკალაციასა და „ალ-აქსას მეჩეთის შეურაცხყოფაში.“

"ისრაელი ამ ომში გაიმარჯვებს" - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი აცხადბს, რომლის კომენტარსაც ისრაელის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა, რომ ჰამასის ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო თავდასხმით და ღაზას სექტორის საზღვართან მდებარე ქალაქებში შეჭრით "მძიმე შეცდომა" დაუშვა.