ავტორი:

"ჩემი შვილი ნერვიული ბიჭი იყო, არ ვიცი გუშინ რა მოხდა... დანიშნულები იყვნენ, გოგოს მშობლებსაც თანხმობა ჰქონდათ ნათქვამი" - რას ჰყვება საგარეჯოს მკვლელობაში ბრალდებულის მამა?

"ჩემი შვილი ნერვიული ბიჭი იყო, არ ვიცი გუშინ რა მოხდა... დანიშნულები იყვნენ, გოგოს მშობლებსაც თანხმობა ჰქონდათ ნათქვამი" - რას ჰყვება საგარეჯოს მკვლელობაში ბრალდებულის მამა?

საზარელი დანაშაული მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, სადაც 14 წლის გოგონა, სავარაუდოდ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის ალიმ ასლანოვ- სადიგოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. მოკლული წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის. როგორც ირკვევა, გოგონა, დაახლოებით, 2 თვეა, რაც გაათხოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა. ქმარმა კი გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. ის ადგილზე დაიღუპა...

მკვლელობაში ბრალდებულის მამა ამბობს, რომ ქორწინება გოგონას მშობლების თანხმობით მოხდა.

"კარგად იყვნენ, რა ვიცი აქ იყვნენ. დანიშნულები იყვნენ, გოგოს მშობლებიც თანახმა იყვნენ. მაგარი გოგო იყო. იქ რა მოხდა არ ვიცი, არავინ არ იცის. ალბათ ახალი იარაღი იყიდა, არ ვიცი საიდან ჰქონდა. პოლიცია ეძებს, ჩვენც ვეძებთ, ნერვიული ბიჭი იყო" - ამბობს ბრალდებულის მამა "ტვ პირველთან" საუბრისას.

რას ამბობს ლამბალოში მერის წარმომადგენელი ალიხარ აბდულაევი მომხდარზე?

"როგორც ვიცი, დანიშნულები იყვნენ, მაგრამ 3 თვე არ იქნება, რაც გოგო მოიტაცა და ცოლად მოიყვანა, 15 დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდათ, გოგო დმანისელი იყო. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ამბობენ, 14 წლის არისო, სოფელში არავინ იცის, რატომ ჩაიდინა მან ეს მკვლელობა. სახლში იარაღით მოუკლავს. ვიყავი მათთან მისული, მაგრამ არავინ დამხვდა. ცხედარი საგარეჯოში ექსპერტიზაზეა გადასვენებულია. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით სოფლისთვის უცნობია. ძალიან მძიმე ფაქტია. ეს ბიჭი ალიმ ასლანოვ - სადიგოვი 27 წლის იყო. მწყემსია, არ იყო კომუნიკაბელური ადამიანი. თუმცა მასზე ცუდი არაფერი გამიგია. რატომ დაატრიალა ეს ამბავი, არ ვიცით. ამ სახლში, სადაც ტრაგედია მოხდა, ასევე ცხოვრობენ ბიჭის მშობლები და ძმა, არ ვიცი, ამ ტრაგედიის დროს იყვნენ თუ არა ისინი სახლში", - ამბობს მერის წარმომადგენელი.

წაიკითხეთ ასევე: