ავტორი:

"თუ იარაღი გაქვს, გამოდი... გამოდით სატვირთო მანქანებით, ცულებით" - "ჰამასის" სამხედრო მეთაური ისლამებსა და არაბებს აჯანყებისკენ მოუწოდებს

"თუ იარაღი გაქვს, გამოდი... გამოდით სატვირთო მანქანებით, ცულებით" - "ჰამასის" სამხედრო მეთაური ისლამებსა და არაბებს აჯანყებისკენ მოუწოდებს

ჰამასის სამხედრო მეთაურმა მუჰამედ ალ-დეიფმა მოსახლეობას ვიდეო შეტყობინებაში ისრაელის წინააღმდეგ გენერალური აჯანყებისკენ მოუწოდა.

"თუ იარაღი გაქვს, გამოდი. ახლა მისი გამოყენების დროა - გამოდით სატვირთო მანქანებით, მანქანებით, ცულებით. დღეს ისტორია იწყება“ - თქვა ალ-დეიფმა და არაბულ ქვეყნებს "ალ-აქსას“ მეჩეთის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, სარაკეტო თავდასხმას წინ უძღოდა ისრაელის მიერ ალ-აქსას მეჩეთის შეურაცხყოფა და ღაზის ალყა.

ცნობისთვის, ღაზადან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლეს, ისრაელში სირენების ხმა ისმოდს. გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისრაელის სამხრეთ და ცენტრალურ რეგიონებში ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში ისმოდა.

ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევებზე პასუხისმგებლობა "ჰამასმა" აიღო და დაჯგუფებამ განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყეს. ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა.

"ბოლო ერთ საათში დაიწყო ღაზადან ისრაელის ტერიტორიაზე რაკეტების მასიური გასროლა. ტერორისტებმა ისრაელის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში შეაღწიეს. ჰამასი, რომელიც ამ თავდასხმის უკან დგას, შედეგებზე პასუხს აგებს" - ნათქვამია ისრაელის არმიის განცხადებაში.

ნახეთ ასევე: