სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი ყველა არგუმენტი გაცამტვერდა, როგორც ჩანს, ამან მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა" - პრეზიდენტის წარმომადგენელი კობახიძის "ხუმრობაზე"
"მისი ყველა არგუმენტი გაცამტვერდა, როგორც ჩანს, ამან მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა" - პრეზიდენტის წარმომადგენელი კობახიძის "ხუმრობაზე"

ის, რაც დღეს კო­ბა­ხი­ძემ ჩა­ა­ტა­რა, სე­რი­ო­ზუ­ლად არ მი­მაჩ­ნია - სა­სა­მარ­თლო სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს მის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყვე­ლა არ­გუ­მენ­ტი გა­ცამ­ტვერ­და, რო­გორც ჩანს ამან მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იმოქ­მე­და, - ამის შე­სა­ხებ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, მაია კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "360 გრა­დუ­სი“ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის კო­მენ­ტარს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ იხუმ­რა, როცა თქვა, რომ "შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნი პრე­ზი­დენ­ტის ხელ­მო­წე­რის გა­რე­შე შე­ვი­დო­და ძა­ლა­ში.

კო­პა­ლე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, კო­ბა­ხი­ძეს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა არ აქვს და მას შე­უძ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ის ტექ­სტი სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის, რო­გორც უნდა ისე გა­მო­ი­ყე­ნოს.

"სა­სა­მარ­თლო სხდო­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის დროს კო­ბა­ხი­ძის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ყვე­ლა არ­გუ­მენ­ტი გა­ცამ­ტვერ­და, რო­გორც ჩანს ამან მას­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად იმოქ­მე­და. ეს კი­დევ ერთხელ მი­ა­ნიშ­ნებს იმას, რომ კო­ბა­ხი­ძე სა­ზო­გა­დო­ე­ბას სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვამს. მას შე­უძ­ლია სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ა­წო­დოს ცრუ ინ­ფორ­მა­ცია, კონ­სტი­ტუ­ცი­ის გან­მარ­ტე­ბა მო­არ­გოს თა­ვის პო­ლი­ტი­კურ მიზ­ნებს, ეს კი­დევ ერთხელ გა­მოჩ­ნდა. კო­ბა­ხი­ძეს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა კი არ აქვს, არა­მედ შე­უძ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ის ტექ­სტი სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის­თვის, რო­გორც უნდა ისე გა­მო­ი­ყე­ნოს“,- გა­ნა­ცხა­და კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კო­ბა­ხი­ძეს მი­მარ­თა, რომ თუ მას რამე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნის თავი ჰქონ­და, ან რამე სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტის წარ­მოდ­გე­ნის თავი ჰქონ­და, მას ამის გა­კე­თე­ბა შე­ეძ­ლო სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"ახლა, რო­დე­საც ის გა­მო­დის და ინ­ტერ­ვი­უს ინ­ტერ­ვი­უ­ზე იძ­ლე­ვა, ბრი­ფინგს ბრი­ფინგზე ატა­რებს და კი­დევ ერთხელ უბ­რუნ­დე­ბა იგი­ვე თე­მებს, რაც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბო­და, ეს კი­დევ ერთხელ მი­უ­თი­თებს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის პო­ლი­ტი­კუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს უსუს­ტე­სი არ­გუ­მენ­ტე­ბი ჰქონ­დათ, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ კონ­სტი­ტუ­ცი­ის წა­კი­თხვის მა­თე­ულ ხედ­ვა­ზე. ახლა და­ვი­ნა­ხეთ ის, რომ რო­გორც უნ­დათ ისე შე­უძ­ლი­ათ მო­ატ­რი­ა­ლონ და მო­აბ­რუ­ნონ მუხ­ლე­ბი. იმა­ვეს აკე­თებ­და პრო­ცეს­ზე, რა­ტომ­ღაც ჰგო­ნია, რომ მას აქვს ნორ­მა­თა გან­მარ­ტე­ბის ექ­სკლუ­ზი­უ­რი უფ­ლე­ბა. კო­ბა­ხი­ძეს ვურ­ჩევ­დი, რომ სა­კუ­თარ თავ­ზე დიდი წარ­მოდ­გე­ნა ნუ ექ­ნე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა.

კი­თხვა­ზე, რა გან­ცდა დარ­ჩა, მოს­მე­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღებს თუ არა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო და­მო­უ­კი­დე­ბელ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი პა­სუ­ხობს, რომ სა­სა­მარ­თლო­ში პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და­ა­სა­ბუ­თეს, რომ არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი ფაქ­ტობ­რი­ვი და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი სა­ი­მი­სოდ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­ა­დას­ტუ­როს პრე­ზი­დენ­ტის მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტი.

"დაშ­ვე­ბე­ბით რთუ­ლია სა­უ­ბა­რი, იმი­ტომ, რომ უმ­რავ­ლე­სო­ბა რა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს არ ვიცი. აქ სა­უ­ბა­რია უმ­რავ­ლე­სო­ბის ნე­ბის გა­მო­ხატ­ვა­ზე. რამ­დე­ნი­მე მო­სა­მარ­თლე­ზე შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ისი­ნი ნამ­დვი­ლად სა­მარ­თლი­ა­ნად გან­მარ­ტა­ვენ კონ­სტი­ტუ­ცი­ას. ჩვენ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში სა­სა­მარ­თლოს და­ვუ­სა­ბუ­თეთ, რომ არ არ­სე­ბობს არა­ნა­ირ ფაქ­ტობ­რი­ვი და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი სა­ი­მი­სოდ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და­ა­დას­ტუ­როს პრე­ზი­დენ­ტის მიერ კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვის ფაქ­ტი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს არ აქვს ფაქ­ტობ­რი­ვი და სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი, რა­ზეც და­ა­ფუძ­ნებს თა­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, იმის შე­სა­ხებ რომ, თით­ქოს პრე­ზი­დენ­ტმა და­არ­ღვია კონ­სტი­ტუ­ცი­ის 52- მუხ­ლის 1-ელი პუნ­ქტის ა-ქვე პუნ­ქტი, რო­მელ­საც პარ­ლა­მენ­ტის პო­ლი­ტი­კუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა ედა­ვე­ბა.

თუკი სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო ამას მი­უდ­გე­ბა, რო­გორც სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის მა­ღა­ლი სტა­ტუ­სი­დან, მას არ რჩე­ბა სხვა გზა, გარ­და იმი­სა, რომ არ და­ა­დას­ტუ­როს დარ­ღვე­ვა და პო­ლი­ტი­კურ უმ­რავ­ლე­სო­ბას უარი უთხრას კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­დგი­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა­ზე“,- გა­ნა­ცხა­და კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა.

ამას­თან, რო­გორც კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, თუკი, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბის წინ, პრე­ზი­დენტს სი­ტყვით სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბას მის­ცემს, ის ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბით ისარ­გებ­ლებს.

"სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში პრე­ზი­დენტს აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეხ­მი­ა­ნე­ბი­ან, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ამას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში მი­ვი­დეს, მაგ­რამ სი­ტყვას მის­ცე­მენ თუ არა, რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით რა­ღაც თქვას, ეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს გა­და­სა­წყვე­ტია, თუმ­ცა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თუკი, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო გა­და­წყვეტს, რომ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რის და­წყე­ბამ­დე, ანუ ამ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტამ­დე, პრე­ზი­დენტს სი­ტყვა მის­ცეს, პრე­ზი­დენ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად ისარ­გებ­ლებს ამ შე­თა­ვა­ზე­ბით.

დარ­წმუ­ნე­ბით ალ­ბათ უმ­ჯო­ბე­სია, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან იყოს ამა­ზე კი­თხვა დას­მუ­ლი, მაგ­რამ მე ვფიქ­რობ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში უნდა მი­ვი­დეს, მაგ­რამ ვნა­ხოთ, თა­ვად პრე­ზი­დენ­ტი რო­გორ გა­და­წყვეტს ამ სა­კითხს“, - გა­ნა­ცხა­და კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 30 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beqa
0

ხუმრობთ ქალბატონო?ვინც უყურა სხდომას სულ სხვა შთაბეჭდილება დაგვრჩა

ქ-ნ კოპალეიშვილს!
7

პირიქით, ხომ არ იყო ქალბატონო, ჰა?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"მისი ყველა არგუმენტი გაცამტვერდა, როგორც ჩანს, ამან მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა" - პრეზიდენტის წარმომადგენელი კობახიძის "ხუმრობაზე"

"მისი ყველა არგუმენტი გაცამტვერდა, როგორც ჩანს, ამან მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა" - პრეზიდენტის წარმომადგენელი კობახიძის "ხუმრობაზე"

ის, რაც დღეს კობახიძემ ჩაატარა, სერიოზულად არ მიმაჩნია - სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს მის მიერ წარმოდგენილი ყველა არგუმენტი გაცამტვერდა, როგორც ჩანს ამან მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა მდინარაძის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, ირაკლი კობახიძემ იხუმრა, როცა თქვა, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე შევიდოდა ძალაში.

კოპალეიშვილის განცხადებით, კობახიძეს კონსტიტუციის მიმართ პატივისცემა არ აქვს და მას შეუძლია კონსტიტუციის ტექსტი საკუთარი მიზნებისთვის, როგორც უნდა ისე გამოიყენოს.

"სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს კობახიძის მიერ წარმოდგენილი ყველა არგუმენტი გაცამტვერდა, როგორც ჩანს ამან მასზე ფსიქოლოგიურად იმოქმედა. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ კობახიძე საზოგადოებას სერიოზულად არ აღიქვამს. მას შეუძლია საზოგადოებას მიაწოდოს ცრუ ინფორმაცია, კონსტიტუციის განმარტება მოარგოს თავის პოლიტიკურ მიზნებს, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა. კობახიძეს კონსტიტუციის მიმართ პატივისცემა კი არ აქვს, არამედ შეუძლია კონსტიტუციის ტექსტი საკუთარი მიზნებისთვის, როგორც უნდა ისე გამოიყენოს“,- განაცხადა კოპალეიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა კობახიძეს მიმართა, რომ თუ მას რამე მტკიცებულებების წარმოდგენის თავი ჰქონდა, ან რამე სამართლებრივი არგუმენტის წარმოდგენის თავი ჰქონდა, მას ამის გაკეთება შეეძლო სამი დღის განმავლობაში.

"ახლა, როდესაც ის გამოდის და ინტერვიუს ინტერვიუზე იძლევა, ბრიფინგს ბრიფინგზე ატარებს და კიდევ ერთხელ უბრუნდება იგივე თემებს, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში განიხილებოდა, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური უმრავლესობის წარმომადგენლებს უსუსტესი არგუმენტები ჰქონდათ, დამოკიდებულები იყვნენ კონსტიტუციის წაკითხვის მათეულ ხედვაზე. ახლა დავინახეთ ის, რომ როგორც უნდათ ისე შეუძლიათ მოატრიალონ და მოაბრუნონ მუხლები. იმავეს აკეთებდა პროცესზე, რატომღაც ჰგონია, რომ მას აქვს ნორმათა განმარტების ექსკლუზიური უფლება. კობახიძეს ვურჩევდი, რომ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა ნუ ექნება“,- განაცხადა კოპალეიშვილმა.

კითხვაზე, რა განცდა დარჩა, მოსმენილი არგუმენტების საფუძველზე მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, კოპალეიშვილი პასუხობს, რომ სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლებმა დაასაბუთეს, რომ არ არსებობს არანაირი ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი.

"დაშვებებით რთულია საუბარი, იმიტომ, რომ უმრავლესობა რა გადაწყვეტილებას მიიღებს არ ვიცი. აქ საუბარია უმრავლესობის ნების გამოხატვაზე. რამდენიმე მოსამართლეზე შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ნამდვილად სამართლიანად განმარტავენ კონსტიტუციას. ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში სასამართლოს დავუსაბუთეთ, რომ არ არსებობს არანაირ ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი საიმისოდ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტუროს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, აქედან გამომდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რაზეც დააფუძნებს თავის გადაწყვეტილებას, იმის შესახებ რომ, თითქოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუციის 52- მუხლის 1-ელი პუნქტის ა-ქვე პუნქტი, რომელსაც პარლამენტის პოლიტიკური უმრავლესობა ედავება.

თუკი საკონსტიტუციო სასამართლო ამას მიუდგება, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსიდან, მას არ რჩება სხვა გზა, გარდა იმისა, რომ არ დაადასტუროს დარღვევა და პოლიტიკურ უმრავლესობას უარი უთხრას კონსტიტუციური წარდგინების დაკმაყოფილებაზე“,- განაცხადა კოპალეიშვილმა.

ამასთან, როგორც კოპალეიშვილმა განაცხადა, თუკი, საკანონმდებლო ორგანო იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების წინ, პრეზიდენტს სიტყვით სარგებლობის უფლებას მისცემს, ის ამ შესაძლებლობით ისარგებლებს.

"საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტს აუცილებლად შეეხმიანებიან, მოქმედი კანონმდებლობა ამას ითვალისწინებს. პრეზიდენტს შეუძლია საკანონმდებლო ორგანოში მივიდეს, მაგრამ სიტყვას მისცემენ თუ არა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც თქვას, ეს საკანონმდებლო ორგანოს გადასაწყვეტია, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუკი, საკანონმდებლო ორგანო გადაწყვეტს, რომ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე, ანუ ამ საკითხის გადაწყვეტამდე, პრეზიდენტს სიტყვა მისცეს, პრეზიდენტი აუცილებლად ისარგებლებს ამ შეთავაზებით.

დარწმუნებით ალბათ უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტთან იყოს ამაზე კითხვა დასმული, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოში უნდა მივიდეს, მაგრამ ვნახოთ, თავად პრეზიდენტი როგორ გადაწყვეტს ამ საკითხს“, - განაცხადა კოპალეიშვილმა.

იხილეთ ასევე: