ავტორი:

"როგორც ვიცი, დანიშნულები იყვნენ, მაგრამ 3 თვე არ იქნება, რაც მოიტაცა და ცოლად მოიყვანა" - რა ხდება ცნობილი 14 წლის გოგონას მკვლელობაზე

"როგორც ვიცი, დანიშნულები იყვნენ, მაგრამ 3 თვე არ იქნება, რაც მოიტაცა და ცოლად მოიყვანა" - რა ხდება ცნობილი 14 წლის გოგონას მკვლელობაზე

საზარელი დანაშაული მოხდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, სადაც 14 წლის გოგონა, სავარაუდოდ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა 27 წლის ალიმ ასლანოვ- სადიგოვმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

rusTavi 2- ის ინფორმაციით, მოკლული წარმოშობით დმანისის სოფელ მამიშლოდან არის.

როგორც ირკვევა, გოგონა, დაახლოებით, 2 თვეა, რაც გაათხოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას შვილის ქორწილი უნდა გადაეხადა.

ქმარმა კი გოგონას სწორედ ქორწილის სამზადისის დროს ესროლა. ის ადგილზე დაიღუპა...

გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ჩვენ ლამბალოში მერის წარმომადგენელს ალიხარ აბდულაევს დავუკავშირდით.

"როგორც ვიცი, დანიშნულები იყვნენ, მაგრამ 3 თვე არ იქნება, რაც გოგო მოიტაცა და ცოლად მოიყვანა, 15 დღეში ქორწილი უნდა ჰქონოდათ, გოგო დმანისელი იყო. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ, ამბობენ, 14 წლის არისო, სოფელში არავინ იცის, რატომ ჩაიდინა მან ეს მკვლელობა. სახლში იარაღით მოუკლავს. ვიყავი მათთან მისული, მაგრამ არავინ დამხვდა. ცხედარი საგარეჯოში ექსპერტიზაზეა გადასვენებულია. მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით სოფლისთვის უცნობია. ძალიან მძიმე ფაქტია. ეს ბიჭი ალიმ ასლანოვ - სადიგოვი 27 წლის იყო. მწყემსია, არ იყო კომუნიკაბელური ადამიანი. თუმცა მასზე ცუდი არაფერი გამიგია. რატომ დაატრიალა ეს ამბავი, არ ვიცით. ამ სახლში, სადაც ტრაგედია მოხდა, ასევე ცხოვრობენ ბიჭის მშობლები და ძმა, არ ვიცი, ამ ტრაგედიის დროს იყვნენ თუ არა ისინი სახლში", - ამბობს მერის წარმომადგენელი.

იხილეთ ასევე: