მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ იქმნება ინოვაციური სათესლე მასალები? - ინტერვიუ Saatbau-ს წარმომადგენელთან
როგორ იქმნება ინოვაციური სათესლე მასალები? - ინტერვიუ Saatbau-ს წარმომადგენელთან

მო­სავ­ლის რა­ო­დე­ნო­ბა­სა და ხა­რისხზე მრა­ვა­ლი ფაქ­ტო­რი ახ­დენს გავ­ლე­ნას, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვაა. გარ­და იმი­სა, რომ ის მორ­გე­ბუ­ლი უნდა იყოს კონ­კრე­ტულ კლი­მა­ტურ პი­რო­ბებს, უნდა ჰქონ­დეს ისე­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ნა­ყო­ფის ჯან­საღ გან­ვი­თა­რე­ბას. ავ­სტრი­უ­ლი კომ­პა­ნია Saatbau 73 წე­ლია სწო­რედ ამ­გვა­რი სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბის შექ­მნა­სა და სა­უ­კე­თე­სო ჯი­შე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე მუ­შა­ობს. მისი პრო­დუქ­ცია დიდი სან­დო­ო­ბით სარ­გებ­ლობს მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში. უკა­ნას­კნელ წლებ­ში მან საკ­მაო პო­პუ­ლა­რო­ბა მო­ი­პო­ვა სა­ქარ­თვე­ლო­შიც, მას შემ­დეგ, რაც Saatbau-მ ქარ­თულ კომ­პა­ნია „აგ­როს­ფე­როს­თან“ ერ­თად ქვეყ­ნის კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი ხორ­ბლი­სა და ქე­რის სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყო.

რო­გორ იქ­მნე­ბა ინო­ვა­ცი­უ­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცია და რა უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი გა­აჩ­ნია მას? – ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე Saatbau-ს ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­მძღვა­ნელს, ტა­ნია ჰუბ­ნერს ვე­სა­უბ­რეთ.

- პირ­ველ რიგ­ში, გთხოვთ, მოკ­ლედ მოგ­ვი­ყე­ვით Saatbau-ს ის­ტო­რია?

- Saatbau 1950 წელს ავ­სტრი­ა­ში შე­იქ­მნა. ამ პე­რი­ოდ­ში ბა­ზარ­ზე ხა­რის­ხი­ა­ნი სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბის დიდი დე­ფი­ცი­ტი იყო. სწო­რედ ამან გა­და­ა­წყვე­ტი­ნა 5 ავ­სტრი­ელ ფერ­მერს კო­ო­პე­რა­ტი­ვის შექ­მნა და სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბის წარ­მო­ე­ბის და­წყე­ბა. დღეს ის ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც 16 შვი­ლო­ბილ კომ­პა­ნი­ას აერ­თი­ა­ნებს და ფლობს წი­ლებს რო­გორც ავ­სტრი­ულ, ისე უცხო­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში.

შექ­მნის დღი­დან Saatbau-მ მიზ­ნად და­ი­სა­ხა ავ­სტრია აღარ ყო­ფი­ლი­ყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბის უცხო­ურ ბა­ზარ­ზე და ქვეყ­ნის­თვის სამ­ყო­ფი პრო­დუქ­ცია თა­ვად შე­ექ­მნა. მარ­თლაც, მან შეძ­ლო ეწარ­მო­ე­ბი­ნა უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბი და მო­ეხ­დი­ნა მი­სით არა მხო­ლოდ ავ­სტრი­ის მო­მა­რა­გე­ბა, არა­მედ მსოფ­ლი­ოს 35 ქვე­ყა­ნა­ში გა­ტა­ნა.

- რო­გორ ინარ­ჩუ­ნებს Saatbau მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე?

- Saatbau-ს გა­აჩ­ნია დიდი ექ­სპერ­ტუ­ლი ცოდ­ნა არა მხო­ლოდ პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის, არა­მედ პრო­ცე­სე­ბის მარ­თვის კუ­თხი­თაც. ამას­თან ერ­თად, კომ­პა­ნია სწრა­ფად ადაპ­ტირ­დე­ბა ბაზ­რის ცვა­ლე­ბად მო­თხოვ­ნებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე და მუდ­მი­ვად ის­წრაფ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის­კენ.

Saatbau-ს მი­ზა­ნია მაქ­სი­მა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი მო­უ­ტა­ნოს თა­ვის ფერ­მე­რებ­სა და მომ­ხმა­რებ­ლებს, რაც მათ კარ­გად იცი­ან და რის გა­მოც დიდ ნდო­ბას გვი­ცხა­დე­ბენ. რაც მთა­ვა­რია, ჩვე­ნი წარ­მო­ე­ბა ხა­რის­ხის მკაცრ კონ­ტროლს გა­დის და არის სრუ­ლი­ად გამჭვირ­ვა­ლე. ალ­ბათ, სწო­რედ ამ ფაქ­ტო­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბით არ კარ­გავს Saatbau მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებს აგ­რო­სექ­ტორ­ში.

- რო­გორ იქ­ნე­ბა ინო­ვა­ცი­უ­რი სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბი Saatbau-ში?

- პირ­ველ რიგ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლია შე­ირ­ჩეს შე­სა­ბა­მი­სი ჯი­შე­ბი, იგი­ვე მშო­ბე­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ შეჯ­ვარ­დე­ბა ისე, რომ ერთ ჰიბ­რიდ­ში გა­ერ­თი­ან­დეს მათი სა­უ­კე­თე­სო მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი. ამი­სათ­ვის Saatbau-ს სე­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბი სხვა­დას­ხვა მა­სა­ლებს იკ­ვლე­ვენ და ტეს­ტა­ვენ ჯერ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლად, შემ­დეგ კი მინ­დვ­რებ­ში.

ყო­ველ­წლი­უ­რად ჩვენ ასი ათა­სო­ბით ვა­რი­ა­ცი­ას ვცდით ევ­რო­პი­სა და სამ­ხრეთ ამე­რი­კის სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე და ვცდი­ლობთ სა­სურ­ველ კომ­ბი­ნა­ცი­ებს მი­ვაგ­ნოთ. სა­უ­კე­თე­სო ჰიბ­რი­დე­ბი შემ­დეგ და­ახ­ლო­ე­ბით 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იტეს­ტე­ბა სხვა­დას­ხვა გა­რე­მო­ში. სა­ერ­თო ჯამ­ში, ერთი ჰიბ­რი­დის შექ­მნას – პირ­ვე­ლა­დი შეჯ­ვა­რე­ბი­დან სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტამ­დე – 7-10 წელი სჭირ­დე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად, Saatbau უწყვე­ტად აგ­რძე­ლებს უკვე არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მათი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Saatbau ქმნის პრო­დუქ­ტებს პარტნი­ო­რებ­თან ერ­თა­დაც. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩვენს ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გე­ნელ „აგ­როს­ფე­როს­თან“ ერ­თად ვა­წარ­მო­ებთ ისეთ ჯი­შებს, რომ­ლე­ბიც სა­უ­კე­თე­სოდ ერ­გე­ბა ქვეყ­ნის კლი­მა­ტურ პი­რო­ბებ­სა და ეფექ­ტი­ა­ნად უმკლავ­დე­ბა ად­გი­ლობ­რივ გა­მოწ­ვე­ვებს.

- რამ­დე­ნად წარ­მა­ტე­ბუ­ლად მი­გაჩ­ნი­ათ თქვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა "აგ­როს­ფე­როს­თან“?

მარ­ცვლე­უ­ლის სა­თეს­ლე მა­სა­ლე­ბის პირ­ვე­ლი ტეს­ტი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, „აგ­როს­ფე­როს­თან“ ერ­თად, ზუს­ტად 10 წლის წინ და­ვი­წყეთ. იმ პე­რი­ოდ­ში ბევ­რი ფერ­მე­რი ვერ იგებ­და რა­ტომ ერ­ქვა სხვა­დას­ხვა სა­თეს­ლე მა­სა­ლას გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სა­ხე­ლე­ბი, რად­გან მათ­თვის მხო­ლოდ ერთი თეს­ლი არ­სე­ბობ­და. დღეს „აგ­როს­ფე­როს“ მომ­ხმა­რებ­ლებ­მა კარ­გად იცი­ან გან­სხვა­ვე­ბე­ბი ჯი­შებს შო­რის, თი­თო­ე­უ­ლი ვა­რი­ა­ცი­ის მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და ის, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თო იმ მა­სა­ლა­ზე, რო­მე­ლიც შენს მიზ­ნებ­თან და მო­თხოვ­ნებ­თან მო­დის თან­ხვედ­რა­ში. ეს ცვლი­ლე­ბა, ვფიქ­რობ, სწო­რედ „აგ­როს­ფე­როს“ მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ წლე­ბის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობ­და მა­სა­ლე­ბის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბი­სა და მათი ბა­ზარ­ზე გა­ტა­ნის­თვის სა­ჭი­რო მკა­ფი­ოდ გა­წე­რი­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი. დღეს კი ეს პრო­ცე­სიც და­იძ­რა, რა­შიც დიდი როლი ითა­მა­შა „აგ­როს­ფე­რომ“. ამ­გვა­რი შე­დე­გე­ბი გვაჩ­ვე­ნებს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია გა­ა­უმ­ჯო­ბე­სო გა­რე­მო თუ ხარ აქ­ტი­უ­რი და ხმა­მაღ­ლა სა­უბ­რობ შენს იდე­ებ­ზე.

(R)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

როგორ იქმნება ინოვაციური სათესლე მასალები? - ინტერვიუ Saatbau-ს წარმომადგენელთან

როგორ იქმნება ინოვაციური სათესლე მასალები? - ინტერვიუ Saatbau-ს წარმომადგენელთან

მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კი სათესლე მასალების სწორად შერჩევაა. გარდა იმისა, რომ ის მორგებული უნდა იყოს კონკრეტულ კლიმატურ პირობებს, უნდა ჰქონდეს ისეთი მახასიათებლებიც, რომლებიც უზრუნველყოფს ნაყოფის ჯანსაღ განვითარებას. ავსტრიული კომპანია Saatbau 73 წელია სწორედ ამგვარი სათესლე მასალების შექმნასა და საუკეთესო ჯიშების წარმოებაზე მუშაობს. მისი პროდუქცია დიდი სანდოობით სარგებლობს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. უკანასკნელ წლებში მან საკმაო პოპულარობა მოიპოვა საქართველოშიც, მას შემდეგ, რაც Saatbau-მ ქართულ კომპანია „აგროსფეროსთან“ ერთად ქვეყნის კლიმატურ პირობებზე მორგებული ხორბლისა და ქერის სათესლე მასალების წარმოება საქართველოში დაიწყო.

როგორ იქმნება ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და რა უპირატესობები გააჩნია მას? – ამ და სხვა საკითხებზე Saatbau-ს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელს, ტანია ჰუბნერს ვესაუბრეთ.

- პირველ რიგში, გთხოვთ, მოკლედ მოგვიყევით Saatbau-ს ისტორია?

- Saatbau 1950 წელს ავსტრიაში შეიქმნა. ამ პერიოდში ბაზარზე ხარისხიანი სათესლე მასალების დიდი დეფიციტი იყო. სწორედ ამან გადააწყვეტინა 5 ავსტრიელ ფერმერს კოოპერატივის შექმნა და სათესლე მასალების წარმოების დაწყება. დღეს ის ინტერნაციონალურ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 16 შვილობილ კომპანიას აერთიანებს და ფლობს წილებს როგორც ავსტრიულ, ისე უცხოურ დაწესებულებებში.

შექმნის დღიდან Saatbau-მ მიზნად დაისახა ავსტრია აღარ ყოფილიყო დამოკიდებული სათესლე მასალების უცხოურ ბაზარზე და ქვეყნისთვის სამყოფი პროდუქცია თავად შეექმნა. მართლაც, მან შეძლო ეწარმოებინა უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალები და მოეხდინა მისით არა მხოლოდ ავსტრიის მომარაგება, არამედ მსოფლიოს 35 ქვეყანაში გატანა.

- როგორ ინარჩუნებს Saatbau მოწინავე პოზიციებს საერთაშორისო ბაზარზე?

- Saatbau-ს გააჩნია დიდი ექსპერტული ცოდნა არა მხოლოდ პროდუქტების წარმოების, არამედ პროცესების მართვის კუთხითაც. ამასთან ერთად, კომპანია სწრაფად ადაპტირდება ბაზრის ცვალებად მოთხოვნებსა და საჭიროებებზე და მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ.

Saatbau-ს მიზანია მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს თავის ფერმერებსა და მომხმარებლებს, რაც მათ კარგად იციან და რის გამოც დიდ ნდობას გვიცხადებენ. რაც მთავარია, ჩვენი წარმოება ხარისხის მკაცრ კონტროლს გადის და არის სრულიად გამჭვირვალე. ალბათ, სწორედ ამ ფაქტორების დამსახურებით არ კარგავს Saatbau მოწინავე პოზიციებს აგროსექტორში.

- როგორ იქნება ინოვაციური სათესლე მასალები Saatbau-ში?

- პირველ რიგში, აუცილებელია შეირჩეს შესაბამისი ჯიშები, იგივე მშობელი მცენარეები, რომლებიც შემდეგ შეჯვარდება ისე, რომ ერთ ჰიბრიდში გაერთიანდეს მათი საუკეთესო მახასიათებლები. ამისათვის Saatbau-ს სელექციონერები სხვადასხვა მასალებს იკვლევენ და ტესტავენ ჯერ კომპიუტერულად, შემდეგ კი მინდვრებში.

ყოველწლიურად ჩვენ ასი ათასობით ვარიაციას ვცდით ევროპისა და სამხრეთ ამერიკის სხვადასხვა ლოკაციაზე და ვცდილობთ სასურველ კომბინაციებს მივაგნოთ. საუკეთესო ჰიბრიდები შემდეგ დაახლოებით 3 წლის განმავლობაში იტესტება სხვადასხვა გარემოში. საერთო ჯამში, ერთი ჰიბრიდის შექმნას – პირველადი შეჯვარებიდან საბოლოო პროდუქტამდე – 7-10 წელი სჭირდება. პარალელურად, Saatbau უწყვეტად აგრძელებს უკვე არსებული მასალების განვითარებასა და მათი მახასიათებლების გაუმჯობესებას.

აღსანიშნავია, რომ Saatbau ქმნის პროდუქტებს პარტნიორებთან ერთადაც. მაგალითად, საქართველოში ჩვენს ოფიციალურ წარმომადგენელ „აგროსფეროსთან“ ერთად ვაწარმოებთ ისეთ ჯიშებს, რომლებიც საუკეთესოდ ერგება ქვეყნის კლიმატურ პირობებსა და ეფექტიანად უმკლავდება ადგილობრივ გამოწვევებს.

- რამდენად წარმატებულად მიგაჩნიათ თქვენი თანამშრომლობა "აგროსფეროსთან“?

მარცვლეულის სათესლე მასალების პირველი ტესტირება საქართველოში, „აგროსფეროსთან“ ერთად, ზუსტად 10 წლის წინ დავიწყეთ. იმ პერიოდში ბევრი ფერმერი ვერ იგებდა რატომ ერქვა სხვადასხვა სათესლე მასალას განსხვავებული სახელები, რადგან მათთვის მხოლოდ ერთი თესლი არსებობდა. დღეს „აგროსფეროს“ მომხმარებლებმა კარგად იციან განსხვავებები ჯიშებს შორის, თითოეული ვარიაციის მახასიათებლები და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არჩევანი გააკეთო იმ მასალაზე, რომელიც შენს მიზნებთან და მოთხოვნებთან მოდის თანხვედრაში. ეს ცვლილება, ვფიქრობ, სწორედ „აგროსფეროს“ მუშაობის შედეგია.

აღსანიშნავია ისიც, რომ წლების წინ საქართველოში არ არსებობდა მასალების სერტიფიცირებისა და მათი ბაზარზე გატანისთვის საჭირო მკაფიოდ გაწერილი პროცედურები. დღეს კი ეს პროცესიც დაიძრა, რაშიც დიდი როლი ითამაშა „აგროსფერომ“. ამგვარი შედეგები გვაჩვენებს, რომ შესაძლებელია გააუმჯობესო გარემო თუ ხარ აქტიური და ხმამაღლა საუბრობ შენს იდეებზე.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/Dn7ghp7r1EQ?si=MitokKyYl_7KJ9Je" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

(R)