ავტორი:

პუტინის განცხადებით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპულთა ცხედრების ექსპერტიზის დროს ხელყუმბარის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

პუტინის განცხადებით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაღუპულთა ცხედრების ექსპერტიზის დროს ხელყუმბარის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

"ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ცხედრებში ხელყუმბარის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვალდაის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თვითმფრინავი არ ჩამოვარდნილა გარე ზემოქმედების შედეგად.

პუტინის ცნობით, ამის შსახებ ინფორმაცია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელისგან მიიღო.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ გამოძიება ისევ მიმდინარეობს. პუტინმა ასევე თქვა, რომ სანქტ პეტერბურგში, პრიგოჟინის ოფისში, ხუთი კილოგრამი ნარკოტიკი და 10 მილიარდი რუბლი, ნაღდი ფული აღმოაჩინეს.

ცნობისთვის, ტვერში 23 აგვისტოს ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი და ვაგნერის სხვა ხელმძღვანელი პირები იმყოფებოდნენ. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი დაიღუპა.