ავტორი:

ნიუ იორკელი კაცი ქალს 4 წლის განმავლობაში საკუთარი თვითმფრინავიდან უთვალთვალებდა - ფრენისას პომიდვრებს ისროდა: რას ამბობს FBI უჩვეულო შემთხვევაზე

ნიუ იორკელი კაცი ქალს 4 წლის განმავლობაში საკუთარი თვითმფრინავიდან უთვალთვალებდა - ფრენისას პომიდვრებს ისროდა: რას ამბობს FBI უჩვეულო შემთხვევაზე

ნიუ-იორკელი მამაკაცი, რომელსაც თვითმფრინავით ქალის თვალთვალი ედებოდა ბრალად, სასამართლომ გარკვეული პირობების სანაცვლოდ გაათავისუფლა.

FBI-ის ინფორმაციით, 65 წლის მაიკლ არნოლდი თავისი პატარა თვითმფრინავით, შუილერვილის სოფლის თავზე დაფრინავდა, სადაც მისი თვალთვალის ობიექტი ქალი ცხოვრობდა. ის ქალს თვითმფრინავით თითქმის ოთხი წლის განმავლობაში უთვალთვალებდა. პოლიციის ცნობით, კაცი თვითმფრინავიდან პომიდვრებსაც ისროდა.

  • მაიკლ არნოლდი თვალთვალის და პოლიციისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით იყო დაკავებული, თუმცა სასამართლომ რამდენიმე პირობით გაათავისუფლა, ერთ-ერთი პირობა კი ისაა, რომ არ უნდა ჰქონდეს კონტაქტი ქალთან, არ ადევნოს მას თვალი და მისი სახლისა და სამსახურისგან 300 მეტრის დისტანცია დაიცვას.

ოფიციალური პირების თქმით, არნოლდი ფრენისას, პომიდვრებს ისროდა.

თვალთვალის მსხვერპლმა ქალმა პოლიციას განუცხადა, რომ ეშინოდა, არნოლდს თვითმფრინავი მისი სახლისთვის არ შეეჯახებინა. მან ადგილობრივ მედიას ისიც გაუმხილა, რომ არნოლდი მუდმივად დადიოდა მის კაფეში.

"თავიდან ვცდილობდი, რომ ზრდილობიანი ვყოფილიყავი, რათა მისთვის გული არ მეტკინა",- ყვება ქალი.

არნოლდი დაკავებისას უარყოფდა, რომ ვინმეს უთვალთვალებდა. მან ოფიცერს ისიც უთხრა, რომ ქალთან არასდროს ჰქონია კონფლიქტი და მისთვის ზიანის მიყენება რომ სდომოდა, ამას მარტივად შეძლებდა, მაგრამ არასდროს უცდია.

მამაკაცის თქმით, ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციას მისთვის არ უთქვამს, რომ შუილერვილზე ფრენა არ შეეძლო. მაიკლის თქმით, ის სოფლის ხედებს უღებდა ფოტოებს, რათა შემდეგ "ფეისბუქში" გამოექვეყნებინა. რატომ ისროდა პომიდვრებს, უცნობია.

სასამართლომ 65 წლის კაცს ქალთან დაკავშირება და მის სიახლოვეს მისვლა აუკრძალა. სამართალდამცავებმა არნოლდს დროებით თვითმფრინავით ფრენაც აუკრძალეს.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა