პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 ოქტომბერს ღვინის მუზეუმი დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს - შეთავაზება დროის კონკრეტულ ინტერვალებზე გავრცელდება
7 ოქტომბერს ღვინის მუზეუმი დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს - შეთავაზება დროის კონკრეტულ ინტერვალებზე გავრცელდება

7 ოქ­ტომ­ბერს „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვალ­ზე“ მი­სულ სტუმ­რებს 14:00-დან 15:00 სა­ა­თამ­დე და 17:00-დან 18:00 სა­ა­თამ­დე ღვი­ნის მუ­ზე­უ­მი უფა­სოდ უმას­პინ­ძლებს.

დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლე­ბი მუ­ზე­უმ­ში იხი­ლა­ვენ ღვი­ნის უძ­ვე­ლეს ნი­მუ­შებს, ჭურ­ჭელ­სა და სხვა არ­ტე­ფაქ­ტებს, და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ მის­ტი­კურ სივ­რცე­ებს და მო­ის­მე­ნენ ის­ტო­რი­ებს სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მო­ჩე­ნე­ბის შე­სა­ხებ.

ღვი­ნის მუ­ზე­უ­მი მდე­ბა­რე­ობს სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც უკვე მე­ხუ­თე წე­ლია, „ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი“ ათა­სო­ბით სტუ­მარს მას­პინ­ძლობს. ტრა­დი­ცი­უ­ლად, ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ათო­ბით ღვი­ნის სა­ხე­ო­ბა და უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის სხვა ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბის პრო­დუქ­ტე­ბი: პური, ყვე­ლი, ჩურ­ჩხე­ლა, თაფ­ლი და სხვა. ღო­ნის­ძი­ე­ბა მო­ი­ცავს გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­სა და დე­გუს­ტა­ცი­ას.

წელს, ღვი­ნის მუ­ზე­უმ­ში უფა­სო ვი­ზი­ტის გარ­და, სტუმ­რებს კი­დევ ერთი სი­ახ­ლე ელო­დე­ბათ: შეხ­ვედ­რა პრო­ფე­სი­ო­ნალ სო­მე­ლი­ეს­თან, WSET 3-ის კურსდამ­თავ­რე­ბულ თე­ო­ნა თო­ხა­ძეს­თან, რო­მე­ლიც ჩა­ა­ტა­რებს მას­ტერკლასს თე­მა­ზე „დე­გუს­ტა­ცი­ის ხე­ლოვ­ნე­ბა და ყნოს­ვის ტრე­ნინ­გი“. აღ­ნიშ­ნუ­ლი მას­ტერკლა­სი ღვი­ნის მუ­ზე­უმ­ში 15:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა და მას­ზე დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ფეს­ტი­ვა­ლი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დატ­ვირ­თუ­ლი იქ­ნე­ბა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მით, რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლია რო­გორც ბავ­შვე­ბის­თვის, ისე უფ­რო­სე­ბის­თვის. შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ცო­ცხა­ლი მუ­სი­კის მოს­მე­ნა, რო­გორც ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის, ასე­ვე ბენ­დე­ბის.

„ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი“ სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე, 12:00 სა­ათ­ზე გა­იხ­სნე­ბა და 20:00 სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

#ღვი­ნის­ფეს­ტი­ვა­ლი

#ღვი­ნო

#ქარ­თუ­ლიღ­ვი­ნის­ფეს­ტი­ვა­ლი

NS

ავტორი:

7 ოქტომბერს ღვინის მუზეუმი დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს - შეთავაზება დროის კონკრეტულ ინტერვალებზე გავრცელდება

7 ოქტომბერს ღვინის მუზეუმი დამთვალიერებლებს უფასოდ უმასპინძლებს - შეთავაზება დროის კონკრეტულ ინტერვალებზე გავრცელდება

7 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალზე“ მისულ სტუმრებს 14:00-დან 15:00 საათამდე და 17:00-დან 18:00 საათამდე ღვინის მუზეუმი უფასოდ უმასპინძლებს.

დამთვალიერებლები მუზეუმში იხილავენ ღვინის უძველეს ნიმუშებს, ჭურჭელსა და სხვა არტეფაქტებს, დაათვალიერებენ მისტიკურ სივრცეებს და მოისმენენ ისტორიებს საინტერესო აღმოჩენების შესახებ.

ღვინის მუზეუმი მდებარეობს სიონის ქუჩაზე, სადაც უკვე მეხუთე წელია, „ქართული ღვინის ფესტივალი“ ათასობით სტუმარს მასპინძლობს. ტრადიციულად, ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ათობით ღვინის სახეობა და უმაღლესი ხარისხის სხვა ადგილობრივი წარმოების პროდუქტები: პური, ყველი, ჩურჩხელა, თაფლი და სხვა. ღონისძიება მოიცავს გამოფენა-გაყიდვასა და დეგუსტაციას.

წელს, ღვინის მუზეუმში უფასო ვიზიტის გარდა, სტუმრებს კიდევ ერთი სიახლე ელოდებათ: შეხვედრა პროფესიონალ სომელიესთან, WSET 3-ის კურსდამთავრებულ თეონა თოხაძესთან, რომელიც ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე „დეგუსტაციის ხელოვნება და ყნოსვის ტრენინგი“. აღნიშნული მასტერკლასი ღვინის მუზეუმში 15:00 საათზე გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ფესტივალი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იქნება მრავალფეროვანი გასართობი პროგრამით, რომელიც გათვლილია როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. შესაძლებელი იქნება ცოცხალი მუსიკის მოსმენა, როგორც ფოლკლორული ანსამბლების, ასევე ბენდების.

„ქართული ღვინის ფესტივალი“ სიონის ქუჩაზე, 12:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

#ღვინისფესტივალი

#ღვინო

#ქართულიღვინისფესტივალი

NS