პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ვიდეო ხუმრობით ჩავწერე და არავის ვაყენებ ამით შეურაცხყოფას" - 14 წლის ლუკა, რომლის "შუშანიკის წამებაზე" ჩაწერილ ვიდეოს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა
"ეს ვიდეო ხუმრობით ჩავწერე და არავის ვაყენებ ამით შეურაცხყოფას" - 14 წლის ლუკა, რომლის "შუშანიკის წამებაზე" ჩაწერილ ვიდეოს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და 14 წლის ლუკა წი­ვი­ლაშ­ვი­ლის ვი­დეო, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მო­იც­ვა. 1-წუ­თი­ან ვი­დე­ო­ში ლუკა "შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბა­ზე“ ლა­პა­რა­კობ­და და ამ­ბობ­და, რომ არ აინ­ტე­რე­სებს მე-5 სა­უ­კუ­ნე­ში ვინ რა რჯუ­ლი შე­იც­ვა­ლა, ვინ ვინ აწა­მა.

"რა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო, ია­კობ, ამ ყვე­ლაფ­რის და­წე­რა, რომ არ და­გე­წე­რა, რა მო­გი­ვი­დო­და?“ - ამ­ბობს ვი­დე­ო­ში ლუკა.

ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ ლუ­კას ხუმ­რო­ბა ვერ გა­ი­გო და ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში მო­ექ­ცა.

"ეს ვი­დეო ხუმ­რო­ბით ჩავ­წე­რე და არა­ვის ვა­ყე­ნებ ამით შე­უ­რა­ცხყო­ფას. ვფიქ­რობ, არ იყო ამ­დე­ნი ნე­გა­ტი­ვი სა­ჭი­რო, მი­თუ­მე­ტეს სრულ­წლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან. ხუმ­რო­ბა არ უნდა გახ­დეს ბუ­ლინ­გის მი­ზე­ზი“, - ამ­ბობს ლუკა წი­ვი­ლაშ­ვი­ლი.

ლუკა ამ­ბობს, რომ არ ეგო­ნა ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა თუ მოჰ­ყვე­ბო­და მის ხუმ­რო­ბით ჩა­წე­რილ ვი­დე­ოს.

"შუ­შა­ნიკ­ში ისე­თი სი­ტყვე­ბი წე­რია, თით­ქოს სხვა ენას სწავ­ლობ. ძა­ლი­ან რთუ­ლია ში­ნა­არ­სის გა­მო­ტა­ნა. ერთ დღეს ვწავ­ლობ­დი შუ­შა­ნიკს და გა­დავ­წყვი­ტე პა­ტა­რა ვი­დეო ჩა­მე­წე­რა "ტი­კტო­კის­თვის“. ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას მარ­თლა არ ვე­ლო­დი,“ - ამ­ბობს ლუკა.

მისი თქმით, რაც "ტიკ-ტოკ­ზე“ ვი­დე­ო­ე­ბის გან­თავ­სე­ბა და­ი­წყო, ბუ­ლინ­გის მსხვერ­პლი ხში­რად გამ­ხდა­რა.

"ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა ქვე­ბი უს­ვრით ბავ­შვებს ქუ­ჩა­ში. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ბავ­შვი მო­ვი­და, თავ­ში წა­მო­მარ­ტყა და წა­ვი­და. "ტი­კტო­კი“ რომ შევ­ქმე­ნი, ნამ­დვი­ლად არ ვი­ყა­ვი ამ ნე­გა­ტი­ვის­თვის მზად,“- ამ­ბობს ლუკა. მისი თქმით, არას­ტან­დარ­ტუ­ლი სტი­ლის სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, უფრო უად­ვი­ლებს ბავ­შვებს და­მახ­სოვ­რე­ბას, შეს­ბა­მი­სად, უკე­თე­სა­დაც სწავ­ლო­ბენ...

ავ­ტო­რი: ნინი ქო­ბა­ლია

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ეს ვიდეო ხუმრობით ჩავწერე და არავის ვაყენებ ამით შეურაცხყოფას" - 14 წლის ლუკა, რომლის "შუშანიკის წამებაზე" ჩაწერილ ვიდეოს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"ეს ვიდეო ხუმრობით ჩავწერე და არავის ვაყენებ ამით შეურაცხყოფას" - 14 წლის ლუკა, რომლის "შუშანიკის წამებაზე" ჩაწერილ ვიდეოს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა 14 წლის ლუკა წივილაშვილის ვიდეო, რომელმაც სოციალური ქსელი მოიცვა. 1-წუთიან ვიდეოში ლუკა "შუშანიკის წამებაზე“ ლაპარაკობდა და ამბობდა, რომ არ აინტერესებს მე-5 საუკუნეში ვინ რა რჯული შეიცვალა, ვინ ვინ აწამა.

"რა აუცილებელი იყო, იაკობ, ამ ყველაფრის დაწერა, რომ არ დაგეწერა, რა მოგივიდოდა?“ - ამბობს ვიდეოში ლუკა.

ადამიანების უმრავლესობამ ლუკას ხუმრობა ვერ გაიგო და ვიდეო სოციალურ ქსელში კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა.

"ეს ვიდეო ხუმრობით ჩავწერე და არავის ვაყენებ ამით შეურაცხყოფას. ვფიქრობ, არ იყო ამდენი ნეგატივი საჭირო, მითუმეტეს სრულწლოვანი ადამიანების მხრიდან. ხუმრობა არ უნდა გახდეს ბულინგის მიზეზი“, - ამბობს ლუკა წივილაშვილი.

ლუკა ამბობს, რომ არ ეგონა ამხელა გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა მის ხუმრობით ჩაწერილ ვიდეოს.

"შუშანიკში ისეთი სიტყვები წერია, თითქოს სხვა ენას სწავლობ. ძალიან რთულია შინაარსის გამოტანა. ერთ დღეს ვწავლობდი შუშანიკს და გადავწყვიტე პატარა ვიდეო ჩამეწერა "ტიკტოკისთვის“. ასეთ გამოხმაურებას მართლა არ ველოდი,“ - ამბობს ლუკა.

მისი თქმით, რაც "ტიკ-ტოკზე“ ვიდეოების განთავსება დაიწყო, ბულინგის მსხვერპლი ხშირად გამხდარა.

"ყოფილა შემთხვევა ქვები უსვრით ბავშვებს ქუჩაში. რამდენიმე დღის წინ ბავშვი მოვიდა, თავში წამომარტყა და წავიდა. "ტიკტოკი“ რომ შევქმენი, ნამდვილად არ ვიყავი ამ ნეგატივისთვის მზად,“- ამბობს ლუკა. მისი თქმით, არასტანდარტული სტილის სასწავლო პროცესი, უფრო უადვილებს ბავშვებს დამახსოვრებას, შესბამისად, უკეთესადაც სწავლობენ...

ავტორი: ნინი ქობალია