მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქალბატონმა ევამ 7 კითხვა, ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ..." - ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის წარმომადგენლები და "კუკარაჩა"
"ქალბატონმა ევამ 7 კითხვა, ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ..." - ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის წარმომადგენლები და "კუკარაჩა"

სა­დაც კი პრე­ზი­დენ­ტი წარ­სდგე­ბა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, ის ყველ­გან წარ­მო­მად­გენ­ლო­ბით უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ახორ­ცი­ე­ლებს. ამას ეხე­ბო­და ქალ­ბა­ტო­ნი ევას 7 კი­თხვა. ინ­გა­სა­ვით 7-ჯერ ის­რო­ლა, მო­გარ­ტყათ, მაგ­რამ თქვენ არ უპა­სუ­ხეთ, - ასე მი­მარ­თა პრე­ზი­დენ­ტის სა­იმ­პიჩ­მენ­ტო წარ­დგი­ნე­ბის ერთ-ერ­თმა ავ­ტორ­მა, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს. გა­იხ­სე­ნა რა, ნო­დარ დუმ­ბა­ძის "კუ­კარ­ა­ჩა".

მან სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გენ­ლის, მაია კო­პა­ლე­იშ­ვი­ლის კი­თხვას უპა­სუ­ხა იმის შე­სა­ხებ, თუ რა­ტომ დარ­ჩა მმარ­თველ გუნდს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი აწარ­მოა.

"მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში არ იგუ­ლის­ხმე­ბა რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ტი­პის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი. კონ­სტი­ტუ­ცია არ აზუს­ტებს. შე­იძ­ლე­ბა სა­დღაც იყოს და­ზუს­ტე­ბუ­ლი მა­გა­ლი­თად, კა­ნონ­ში ეწე­როს "მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბის მიზ­ნით“. შე­იძ­ლე­ბა ასე­თი რამ იყოს. რე­ა­ლუ­რად, მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი შე­დე­გე­ბი, რო­მელ­საც რო­გორც თქვენც აღ­ნიშ­ნეთ, უნდა ჰქონ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გი. თქვენს სი­ტყვებს ვცი­ტი­რებ. ნე­ბის­მი­ე­რი სა­უ­ბა­რი, დი­ა­ლო­გი, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს კონ­კრე­ტუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ან სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გის დად­გო­მას, თა­ვი­სი ში­ნა­არ­სით არის მო­ლა­პა­რა­კე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

თა­ვის მხრივ, კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა კო­ბა­ხი­ძეს ჰკი­თხა, რა­ტომ მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და რა კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი დად­გა, რა­ზეც კო­ბა­ხი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ პრე­ზი­დენ­ტი ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის ლი­დე­რებს კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნით - სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტი ქვეყ­ნის მი­ნი­ჭე­ბის სა­კი­თხზე ესა­უბ­რე­ბო­და, რაც პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გი იყო.

"ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, ამას ვა­დას­ტუ­რებ, რომ ეს იყო არა მხო­ლოდ წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, არა­მედ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბიც და რა­ტომ? იყო სა­უ­ბა­რი ორ მხა­რეს შო­რის. აქეთ იყო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მე­ო­რე მხა­რეს იყო მე­ო­რე ქვეყ­ნის, ევ­რო­კავ­ში­რის პრე­ზი­დენ­ტი. სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი შე­სა­ბა­მის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს კონ­კრე­ტუ­ლი მიზ­ნით ესა­უბ­რე­ბო­და და ეს მი­ზა­ნი იყო ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი - კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა. კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­დე­გი და სა­მარ­თლებ­რი­ვიც,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

პატრიოტი
12

მადამ კუკუ თვითონ აირჩიეს ქოცებმა, ამის გამო ლამის ადამიანებზე ძალადობდნენ და ახლა იმპიჩმენტის სამარცხვინო კონცერტს დგამენ. 

ოცნებისტებო, თქვენ ხართ ღირსი სამარცხვინო მთავრობის ყოლის, ჩვენ რა დავაშავეთ ამ მავნეების ხელში???????? ნაცები, ამათთან შედარებით ანგელოზები ყოფილან. ისინი ქურდებს, ნარკომანებს და სახელმწიფო მოღალატეებს ებრძოდნენ, ესენი საკუთარი ხელით დანიშნულ პრეზიდენტებს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"ქალბატონმა ევამ 7 კითხვა, ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ..." - ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის წარმომადგენლები და "კუკარაჩა"

"ქალბატონმა ევამ 7 კითხვა, ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ..." - ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტის წარმომადგენლები და "კუკარაჩა"

სადაც კი პრეზიდენტი წარსდგება, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო ურთიერთობებში, ის ყველგან წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ახორციელებს. ამას ეხებოდა ქალბატონი ევას 7 კითხვა. ინგასავით 7-ჯერ ისროლა, მოგარტყათ, მაგრამ თქვენ არ უპასუხეთ, - ასე მიმართა პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების ერთ-ერთმა ავტორმა, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე პრეზიდენტის წარმომადგენლებს. გაიხსენა რა, ნოდარ დუმბაძის "კუკარაჩა".

მან სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილის კითხვას უპასუხა იმის შესახებ, თუ რატომ დარჩა მმართველ გუნდს შთაბეჭდილება, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის ქვეყნებში მოლაპარაკებები აწარმოა.

"მოლაპარაკებებში არ იგულისხმება რაიმე კონკრეტული ტიპის მოლაპარაკებები. კონსტიტუცია არ აზუსტებს. შეიძლება სადღაც იყოს დაზუსტებული მაგალითად, კანონში ეწეროს "მოლაპარაკებები ხელშეკრულების დადების მიზნით“. შეიძლება ასეთი რამ იყოს. რეალურად, მოლაპარაკებებში იგულისხმება ნებისმიერი შედეგები, რომელსაც როგორც თქვენც აღნიშნეთ, უნდა ჰქონდეს კონკრეტული სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგი. თქვენს სიტყვებს ვციტირებ. ნებისმიერი საუბარი, დიალოგი, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული პოლიტიკური ან სამართლებრივი შედეგის დადგომას, თავისი შინაარსით არის მოლაპარაკება,“ - განაცხადა კობახიძემ.

თავის მხრივ, კოპალეიშვილმა კობახიძეს ჰკითხა, რატომ მიაჩნიათ, რომ ეს იყო მოლაპარაკებები და რა კონკრეტული შედეგი დადგა, რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ პრეზიდენტი ევროპის ქვეყნების ლიდერებს კონკრეტული მიზნით - საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მინიჭების საკითხზე ესაუბრებოდა, რაც პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგი იყო.

"ჩვენ მიგვაჩნია, ამას ვადასტურებ, რომ ეს იყო არა მხოლოდ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, არამედ მოლაპარაკებებიც და რატომ? იყო საუბარი ორ მხარეს შორის. აქეთ იყო საქართველოს პრეზიდენტი, მეორე მხარეს იყო მეორე ქვეყნის, ევროკავშირის პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი შესაბამის თანამდებობის პირებს კონკრეტული მიზნით ესაუბრებოდა და ეს მიზანი იყო ძალიან კონკრეტული - კანდიდატის სტატუსის მინიჭება. კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი და სამართლებრივიც,“ - განაცხადა კობახიძემ.