საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ყველა წითელ ზღვარს კვეთს და ასეთ დროს რა ნდობაზეა საუბარი? - მთავრობას აქვს ნული ნდობა პრეზიდენტის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კანდიდატის სტატუსის მიღებას ეხება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით მოქმედებს.
"არ არსებობს ნდობა, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის. მთავრობა არ ენდობა პრეზიდენტს. იმიტომ რომ პრეზიდენტი, მაგალითად, 26 მაისს გამოვიდა სამარცხვინოდ და მთავრობის საქმიანობისთვის ბოდიში მოუხადა 2008 წელს დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს. ამის შემდეგ როგორ უნდა ენდოს მთავრობა პრეზიდენტს? ნდობაზეც არაა საუბარი. საქართველოს პრეზიდენტად წოდებული სალომე ზურაბიშვილი ყველა წითელ ზღვარს კვეთს და ასეთ დროს რა ნდობაზეა საუბარი? რა თქმა უნდა, მთავრობას აქვს ნული ნდობა პრეზიდენტის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე კანდიდატის სტატუსის მიღებას ეხება.
ამ ყველაფერზე ისეთ პასუხს გავცემთ, რომ ქვას გახეთქავს. რაც შეეხება თვითონ სალომე ზურაბიშვილს - ის პირდაპირ მოქმედებს რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგით. იცით, რა არის რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიზანი - ეს არის ის, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მივიღოთ.
ასეთ დროს როგორ შეიძლება მთავრობამ პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში მიანდოს ისეთი საქმეების კეთება, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან? შესაბამისად, აქ როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური მიზანშეწონილობის ნაწილში პოზიციები ძალიან მყარია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
წაიკითხეთ ასევე:
კაცად წოდებული))
აი რა მოსდევს ერთი კაცის ხუნტრუცზე მიყოლას. ჯერ მისმა არჩეულმა(რეკომენდირებულმა) პლასტელინამ დაგვაწყვიტა ნერვები და ეხლა მისმა მეორე რჩეულმა(რეკომენდირებულმა) მადამმა, თავზე დაგვახურა ყველაფერი. ის რომ წარმატებული საქმოსანია თავის სფეროში, გასაგებია მაგრამ ჩნდება კითხვები, თუ ასე უმწეოა ადამინების შეცნობაში, მაშინ თავის საქმიანობაში ასეთი წარმატებები არალოგიკურია. ესეიგი გამოდის რომ მისი საქმიანობის ზოგიერთ მიმართულებებს განაგებენ მისი ნდობით აღჭურვილი პირები. ეჭვი მაქვს, ჩვენი პრეზიდენტობის ინსტიტუტსაც მიმართულებას აძლევს მისი რომელიმე "მრჩეველი". ანუ, ქვეყნის ამ ინსტიტუტის მართვა მას არ მიაჩნია პრიორეტულად, მას უძღვება ვინმე ნდობით აღჭურვილი და ასეთი სამწუხარო ინიციდენტების დროს კი უწევს თვიინ მას, უკვე მიმდინარე პროცესებში უშუალოდ ჩართვა და ლაივში კორექტივების შეტანა.