კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საზოგადოება გვიყურებს და ჰგონიათ, რომ აქ ცირკი და სანახაობაა" - ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოში და მერაბ ტურავას შენიშვნა დაპირისპირებულ მხარეებს
"საზოგადოება გვიყურებს და ჰგონიათ, რომ აქ ცირკი და სანახაობაა" - ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოში და მერაბ ტურავას შენიშვნა დაპირისპირებულ მხარეებს

არ გინ­დათ ეს დის­კუ­სი­ე­ბი, ამას მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უყუ­რებს და ჰგო­ნია, რომ აქ ცირ­კი და სა­ნა­ხა­ო­ბაა, - ასე მი­მარ­თა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში პრე­ზი­დენ­ტის სა­იმ­პიჩ­მენ­ტო წარ­დგი­ნე­ბის გან­ხილ­ვი­სას სხდო­მის მო­ნა­წი­ლე­ებს პლე­ნუ­მის თავ­მჯდო­მა­რე მე­რაბ ტუ­რა­ვამ.

ტუ­რა­ვამ აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა მას შემ­დეგ გა­ა­კე­თა, რაც წარ­დგი­ნე­ბის ერთ-ერთი ავ­ტო­რის, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” დე­პუ­ტა­ტის, ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლის კი­თხვას სხდო­მის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

კერ­ძოდ, პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს ოხა­ნაშ­ვილ­მა ჰკი­თხა, მიმ­დი­ნა­რე საქ­მე­ში ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს წარ­მო­ად­გე­ნენ, თუ მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლე­ბი არი­ან. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პლე­ნუ­მის თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნუ­ლი კი­თხვა გან­ხილ­ვი­დან მოხ­სნა, თუმ­ცა მა­ნამ­დე სხდო­მის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სა­კი­თხზე იდა­ვეს.

პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა მაია კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა ოხა­ნაშ­ვილს უთხრა, რომ “მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან”.

“უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას ამოწ­მებს პა­ტივ­ცე­მუ­ლი სა­სა­მარ­თლო. რო­დე­საც წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­სა­ზღვრა ხდე­ბო­და, მა­შინ უნდა გეზ­რუ­ნათ ამ სა­კი­თხზე. მა­შინ მდუ­მა­რედ იყა­ვით, ამი­ტომ ახლა ამ სა­კი­თხზე პა­სუხს არ გცემთ. დად­გე­ნი­ლი ფაქ­ტია, სა­მარ­თლებ­რი­ვად და ფაქ­ტობ­რი­ვად, დღეს ვის წარ­მო­ვად­გენთ. გა­და­დით შემ­დეგ კი­თხვა­ზე”, - გა­ნა­ცხა­და მაია კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ამ ეტაპ­ზე არაა ვალ­დე­ბუ­ლი, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის გა­მოკ­ვლე­ვას და­უბ­რუნ­დეს, რა­ზეც ოხა­ნაშ­ვილ­მა უთხრა, რომ „დო­კუ­მენ­ტის ვა­ლი­დუ­რო­ბას არ ასა­ჩივ­რებს“.

"სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში რომ მობ­რძან­დე­ბო­დით, ბა­ტო­ნი ანრი, სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბის წე­სებ­ში უნდა ჩა­გე­ხე­დათ. ბა­ტო­ნი ანრი ამ ყვე­ლა­ფერს იყე­ნებს პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა, რა­ზეც პლე­ნუ­მის თავ­მჯდო­მა­რემ, მე­რაბ ტუ­რა­ვამ მი­უ­თი­თა, რომ კო­რექ­ტუ­ლი არაა.

კო­პა­ლე­იშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ის, რა­საც ოხა­ნაშ­ვი­ლი სა­უბ­რობს, სი­ტყვა­თა თა­მა­შია, რა­ზეც კი­თხვის ავ­ტორ­მა უთხრა, რომ ეს ასე არ არის.

"ანუ არ წარ­მო­ად­გენთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, ხართ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. სი­ტყვა­თა თა­მა­ში კი არაა, გე­კი­თხე­ბით, წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხართ, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს არ წარ­მო­ად­გენთ?“, - გა­ნა­ცხა­და ანრი ოხა­ნაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებს სხვა­დას­ხვა რეპ­ლი­კით მი­მარ­თა „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­მაც, რომ­ლის მი­სა­მარ­თი­თაც მაია კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა შემ­დე­გი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა: „თქვენ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­დუ­რით, ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, სა­ხელ­მწი­ფოს ინ­ტე­რე­სებს ეთა­მა­შე­ბით, ვის თა­მაშ­ზე სა­უბ­რობთ?“.

კო­ბა­ხი­ძემ კი მას შემ­დეგ­ნა­ი­რად უპა­სუ­ხა: „როცა დაბ­რუნ­დე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მა­შინ ისა­უბ­რეთ პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე“.

მას მაია კო­პა­ლე­იშ­ვილ­მა უთხრა, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე საკ­მა­რი­სად იყო და „არ­სად დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რებს“.

"ვი­ცით, ვი­ცით, არც და­გაბ­რუ­ნებთ არას­დროს“, - მი­მარ­თა მას კო­ბა­ხი­ძემ.

წა­ი­კი­თეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბადური
2

ცირკია აბა მეტი რა შეფასება უნდა მიეცეს, ჭიქაში ქარიშხალი მოაწყეს რა დროს იმპიჩმენტია მაშინ როცა პრეზიდენტი ქვეყნის იმიჯის დასაცავად ბრძოლებს ხოლო მთავრობა რა მანევრირებას აკეთებს ჩორტიო ზნაიტ, პოლიტიკის რა სტანდარტებს ხელმძღვანელობენ გაუგებარია

ნატო
1

ცირკია აბა რა არის, ცირკშიც კი ვეღარ ნახავთ ამდენ მასხარას ერთად. 

ავტორი:

"საზოგადოება გვიყურებს და ჰგონიათ, რომ აქ ცირკი და სანახაობაა" - ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოში და მერაბ ტურავას შენიშვნა დაპირისპირებულ მხარეებს

"საზოგადოება გვიყურებს და ჰგონიათ, რომ აქ ცირკი და სანახაობაა" - ხმაური საკონსტიტუციო სასამართლოში და მერაბ ტურავას შენიშვნა დაპირისპირებულ მხარეებს

არ გინდათ ეს დისკუსიები, ამას მთელი საზოგადოება უყურებს და ჰგონია, რომ აქ ცირკი და სანახაობაა, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას სხდომის მონაწილეებს პლენუმის თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.

ტურავამ აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც წარდგინების ერთ-ერთი ავტორის, "ქართული ოცნების” დეპუტატის, ანრი ოხანაშვილის კითხვას სხდომის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

კერძოდ, პრეზიდენტის წარმომადგენლებს ოხანაშვილმა ჰკითხა, მიმდინარე საქმეში ისინი საქართველოს პრეზიდენტს წარმოადგენენ, თუ მისი უფლებამოსილების განმახორციელებლები არიან. მოგვიანებით პლენუმის თავმჯდომარემ აღნიშნული კითხვა განხილვიდან მოხსნა, თუმცა მანამდე სხდომის მონაწილეებმა საკითხზე იდავეს.

პრეზიდენტის წარმომადგენელმა მაია კოპალეიშვილმა ოხანაშვილს უთხრა, რომ “მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლები არიან”.

“უფლებამოსილების წარმომადგენლობას ამოწმებს პატივცემული სასამართლო. როდესაც წარმომადგენლობის უფლებამოსილების განსაზღვრა ხდებოდა, მაშინ უნდა გეზრუნათ ამ საკითხზე. მაშინ მდუმარედ იყავით, ამიტომ ახლა ამ საკითხზე პასუხს არ გცემთ. დადგენილი ფაქტია, სამართლებრივად და ფაქტობრივად, დღეს ვის წარმოვადგენთ. გადადით შემდეგ კითხვაზე”, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე არაა ვალდებული, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოკვლევას დაუბრუნდეს, რაზეც ოხანაშვილმა უთხრა, რომ „დოკუმენტის ვალიდურობას არ ასაჩივრებს“.

"საკონსტიტუციო სასამართლოში რომ მობრძანდებოდით, ბატონი ანრი, სამართალწარმოების წესებში უნდა ჩაგეხედათ. ბატონი ანრი ამ ყველაფერს იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა კოპალეიშვილმა, რაზეც პლენუმის თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ მიუთითა, რომ კორექტული არაა.

კოპალეიშვილის შეფასებით, ის, რასაც ოხანაშვილი საუბრობს, სიტყვათა თამაშია, რაზეც კითხვის ავტორმა უთხრა, რომ ეს ასე არ არის.

"ანუ არ წარმოადგენთ საქართველოს პრეზიდენტს, ხართ წარმომადგენელი. სიტყვათა თამაში კი არაა, გეკითხებით, წარმომადგენელი ხართ, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტს არ წარმოადგენთ?“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პრეზიდენტის წარმომადგენლებს სხვადასხვა რეპლიკით მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც, რომლის მისამართითაც მაია კოპალეიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: „თქვენ იმპიჩმენტის პროცედურით, ბატონო ირაკლი, სახელმწიფოს ინტერესებს ეთამაშებით, ვის თამაშზე საუბრობთ?“.

კობახიძემ კი მას შემდეგნაირად უპასუხა: „როცა დაბრუნდებით ხელისუფლებაში, მაშინ ისაუბრეთ პოლიტიკურ თემებზე“.

მას მაია კოპალეიშვილმა უთხრა, რომ თანამდებობებზე საკმარისად იყო და „არსად დაბრუნებას არ აპირებს“.

"ვიცით, ვიცით, არც დაგაბრუნებთ არასდროს“, - მიმართა მას კობახიძემ.

წაიკითეთ ასევე: