პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"2007 წლის 7 ნოემბრს სააკაშვილი კარვის დანახვაზე ისე  გაცოფდა, რომ გასცა განკარგულება, აქცია დაერბიათ. მერე რა მიიღო შედეგად?.. ეს ხელისუფლებაც კარვებით არ მოვიდა?" - ზვიად ძიძიგური
"2007 წლის 7 ნოემბრს სააკაშვილი კარვის დანახვაზე ისე  გაცოფდა, რომ გასცა განკარგულება, აქცია დაერბიათ. მერე რა მიიღო შედეგად?.. ეს ხელისუფლებაც კარვებით არ მოვიდა?" - ზვიად ძიძიგური

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტებს ახალ შე­ზღუდ­ვებს უწე­სებს და "შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას აპი­რებს. კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, იკ­რძა­ლე­ბა დრო­ე­ბით კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის მო­წყო­ბა, კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა კი ით­ვა­ლის­წი­ნებს საგ­ნის კონ­ფის­კა­ცი­ას, ფუ­ლად ჯა­რი­მე­ბას, ან პა­ტიმ­რო­ბას. ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ზე­ზი კი, რო­გორც ირ­კვე­ვა და რო­გორც კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის 18 სექ­ტემ­ბრის გან­ცხა­დე­ბაა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ქვე­ყა­ნა­ში გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფე­ბი "დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას და კარ­ვე­ბის ქა­ლა­ქის მო­წყო­ბას გეგ­მა­ვენ."

ახა­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, მა­სობ­რი­ვი დკა­ვე­ბე­ბის სე­რი­ას აა­ნონ­სებს. ოპო­ნენ­ტე­ბი აღ­ნიშ­ნულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას რუ­სუ­ლი კა­ნო­ნის სა­ხეც­ვლილ ვერ­სი­ად აფა­სე­ბენ, რო­მე­ლიც გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას ასა­მა­რებს.

ცნო­ბი­სათ­ვის:

ახა­ლი ამ­კრძა­ლა­ვი ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საგ­ნის კონ­ფის­კა­ცი­ას და და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ან სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საგ­ნის კონ­ფის­კა­ცი­ას და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას 15 დღემ­დე ვა­დით, ხოლო თუ დამ­რღვე­ვი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია - სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის საგ­ნის კონ­ფის­კა­ცი­ას და და­ჯა­რი­მე­ბას 5000 ლა­რის ოდე­ნო­ბით ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­ტიმ­რო­ბას 15 დღემ­დე ვა­დით.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რი და ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი არი­ან "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი: ანრი ოხა­ნაშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ბე­რა­ია, გივი მი­ქა­ნა­ძე, რატი იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი შა­ტა­კიშ­ვი­ლი, თენ­გიზ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი და ალექ­სან­დრე ტა­ბა­ტა­ძე.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბი სუს-ის გან­ცხა­დე­ბა­ში მი­თი­თე­ბულ საფრ­თხე­ებ­ზე "ეფექ­ტი­ა­ნი და დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“, კა­ნონპ­რო­ექ­ტის დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი წე­სით გან­ხილ­ვას და მი­ღე­ბას ითხო­ვენ.

აღ­ნიშ­ნულ ინი­ცი­ა­ტი­ვას ambebi.ge-სთან პო­ლი­ტი­კო­სი ზვი­ად ძი­ძი­გუ­რი აფა­სებს, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქუ­ჩი­დან იბ­რძო­და. ის ამ­ბობს, რომ ეს "სა­კა­ნონ­მდებ­ლო ქი­რურ­გია“ ისევ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ იმუ­შა­ვებს, ვი­ნა­ი­დან არ ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ეს არ დამ­თა­ვა­რე­ბუ­ლა იმ შე­დე­გით, რა­საც ის წი­ნას­წარ თვლი­და.

"ახა­ლი ამ­ბა­ვი არაა, როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით - შეკ­რე­ბე­ბის და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ამ­კაც­როს კა­ნო­ნი. ჯერ კი­დევ კო­მუ­ნის­ტურ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის დროს და­ი­წყო შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­ზღუდ­ვა, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­ვი­და, პი­რი­ქით, უფრო უა­რე­სი შე­დე­გი მი­ი­ღეს - მე­ტად გა­აქ­ტი­ურ­და ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბა, იყო ძლი­ე­რი გა­მოს­ვლე­ბი და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბი. ყვე­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ახა­სი­ა­თებ­და შეკ­რე­ბე­ბის მი­მართ შიში. გა­დატ­რი­ა­ლე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მხრი­დან საპ­რო­ტეს­ტო მი­ტინ­გე­ბი იმარ­თე­ბო­და, ამ ადა­მი­ა­ნებს ტყვი­ამფრქვე­ვე­ბით და ავ­ტო­მა­ტე­ბით ვერ შლიდ­ნენ. იმი­ტომ, რომ ასე­თი რა­ღა­ცე­ე­ბი არ მუ­შა­ობს.

როცა ხალ­ხს უნდა გა­მოს­ვლა - გა­მო­დის. იგი­ვე მახ­სოვს სხვა­დას­ხვა დროს - შე­ვარ­დნა­ძის თუ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დრო­საც... გა­გახ­სე­ნებთ, რომ 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის დარ­ბე­ვა სწო­რედ კარ­ვე­ბის დად­გმის გამო და­ი­წყო სა­ა­კაშ­ვილ­მა - კარ­ვის და­ნახ­ვა­ზე ისე გა­ცოფ­და, რომ გას­ცა გან­კარ­გუ­ლე­ბა, აქ­ცია და­ერ­ბი­ათ. მერე რა მი­ი­ღო შე­დე­გად, გახ­სოვთ, ალ­ბათ. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც კარ­ვე­ბით არ მო­ვი­და? პრაქ­ტი­კამ არა ერთხელ აჩ­ვე­ნა, რომ აკ­რძალ­ვა პი­რი­ქით მუ­შა­ობს. აკ­რძალ­ვა, ჯერ ერთი, ვე­რა­ვის შე­ა­ში­ნებს, მე­ო­რეც, ხალ­ხი კი­დე­ვაც რომ და­ა­ჯა­რი­მო, ან და­ა­პა­ტიმ­რო, მა­ინც არაა გა­მო­სა­ვა­ლი.

ეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ქი­რურ­გია, რო­მელ­საც ეწე­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ვერ იმუ­შა­ვებს, ეს სხვა სა­ზო­გა­დო­ე­ბაა, ხალ­ხი შეც­ვლი­ლია, ეს ახალ­გაზ­რდო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბა­შია გაზ­რდი­ლი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, ამ ადა­მი­ა­ნებს ად­ვი­ლად ვერ შე­ა­ში­ნებ და ვერც ევ­რო­პა­ზე ათ­ქმე­ვი­ნებ უარს. იცით, დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან და­ემ­სგავ­სა იმ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რო­მე­ლიც სწო­რედ ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი მმარ­თვე­ლო­ბის ფორ­მით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და რო­მე­ლიც შეკ­რე­ბებ­თან და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან მწყრა­ლად იყო, ამას ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ა­ნე­ბით პა­სუ­ხობ­და. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სიძ­ლი­ე­რის და­დას­ტუ­რე­ბა არ არის, ეს არის იმის და­დას­ტუ­რე­ბა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შეშ­ფო­თე­ბით ადევ­ნებს თვალს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და სურს ისი­ნი ასე­თი ტი­პის ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვით შე­ა­ჩე­როს.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამას არ მოჰ­ყვე­ბა პო­ზი­ტი­უ­რი შე­დე­გი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის, მათ სა­სი­კე­თოდ არ დას­რულ­დე­ბა, ეს არ არის სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის ეს არ დამ­თა­ვა­რე­ბუ­ლა იმ შე­დე­გით, რა შე­დეგ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წი­ნას­წარ თვლი­და. ეს იმ სუ­ლის­კვე­თე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაა, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სურს შე­ზღუ­დოს ოპო­ზი­ცი­ის და, თუ გნე­ბავთ, არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბის სა­მოქ­მე­დო არე­ა­ლი. კი­დევ ვი­ტყვი, რომ ყვე­ლა ასე­თი ტი­პის აკ­რძალ­ვა და შე­ზღუდ­ვა სა­პი­რის­პი­რო შე­დე­გით მთავ­რდე­ბა ხოლ­მე და ახ­ლაც არ მგო­ნია, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვნა­ხოთ. ეს ცვლი­ლე­ბა ისევ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წი­ნა­აღ­მდეგ იმუ­შა­ვებს“.

მკითხველის კომენტარები / 71 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?!?!?!
3

კარვებსაც რომ დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქოცების ხელისუფლებაში მოსვლისთვის ,ზუსტად მაგიტომ კრძალავენ,რადგან ახლა იგივე კარვები მათი ხელისუფლებიდან წასვლის ერთერთი ძირითადი საშუალება არ გახდეს.P.S.მალმალე და მუდამ რომ წამოაძახებთ ხოლმე ძიძიგურს სამტრედიის რკინიგზის ბოიკოტს,მას ეყო წესიერება და აღიარა,რომ ეს მათი მხრიდან სერიოზული შეცდომა იყო და გამოუცდელობის გამო მოუვიდათ,ასევე სხვებზე ბევრად ადრე შეატყო ქოცობას რომ მათი ნეგატიური ტრანსფორმაცია დაიწყო ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ,რის გამოც ერთერთმა პირველმა დატოვა ოცნება და ფაქტიურად ჩამოშორდა პოლიტიკურ პროცესებს,ასე რომ ბევრ პოლიტიკოსთან შედარებით პატივისცემას იმსახურებს

ალექს
4

მე ადრეც გირჩიეთ და თქვენ თურმე დასასვენებლად ბრძანებულხართ, კარვები მეკარვეებიანად გაამწესეთ ქუთაისის პარლამენტთან, ნახევარი მილიარდი დაგვიჯდა 50 მილონის ნაცვლად და უქმადაა ! შეგახსენებთ, რომ მანდ 45 ათასი კვმ ფართია შიგნით და გარეთ შუშებიანად ასე 70 იქნება, იცით ახლა თქვენ რომ ქვიტკირით და აგურ აგურ რომ გვეშენებინა ერთი კვმ არ ჯდება 500 დოლარი თეთრი კარკასი და სულ გამზადებული ჰაჰა 800 დოლარი , ნაცებმა დააჯინეს ნახევარი მილიარდი სჩემტო, ქუთაისს შერჩა ცარიელი შუშა და ნაცებმა სულ ქვიტკირის სახლები აიშენეს , ჰოოდა კარვები გადაიტანეთ , ჯერ მეკარვეებიანად, მერე ვნახოთ იქნება დეპუტატებიც მივაყოლოთ, ყოლიფერო ორ ორი გვაქვს და პარლამენტიც რო ორი იყოს, რა დაშავდება?! ხანდისხან სამიც კი გვქონია ხოლმე, მაგალითად მიშა ერთდროულად გადამდგარი პრეზიდენტიც იყო, მოქმედიც და მომავალიც! არასოდეს თქვა, არასოდესო!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"2007 წლის 7 ნოემბრს სააკაშვილი კარვის დანახვაზე ისე  გაცოფდა, რომ გასცა განკარგულება, აქცია დაერბიათ. მერე რა მიიღო შედეგად?.. ეს ხელისუფლებაც კარვებით არ მოვიდა?" - ზვიად ძიძიგური

"2007 წლის 7 ნოემბრს სააკაშვილი კარვის დანახვაზე ისე  გაცოფდა, რომ გასცა განკარგულება, აქცია დაერბიათ. მერე რა მიიღო შედეგად?.. ეს ხელისუფლებაც კარვებით არ მოვიდა?" - ზვიად ძიძიგური

ხელისუფლება სამოქალაქო აქტივისტებს ახალ შეზღუდვებს უწესებს და "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ'' კანონში ცვლილების შეტანას აპირებს. კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება დროებით კონსტრუქციების მოწყობა, კანონის დარღვევა კი ითვალისწინებს საგნის კონფისკაციას, ფულად ჯარიმებას, ან პატიმრობას. ამ ცვლილებების მიზეზი კი, როგორც ირკვევა და როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 18 სექტემბრის განცხადებაა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში გარკვეული ჯგუფები "დესტაბილიზაციას და კარვების ქალაქის მოწყობას გეგმავენ."

ახალი ცვლილებებით ხელისუფლება, პრაქტიკულად, მასობრივი დკავებების სერიას აანონსებს. ოპონენტები აღნიშნულ გადაწყვეტილებას რუსული კანონის სახეცვლილ ვერსიად აფასებენ, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ასამარებს.

ცნობისათვის:

ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.

კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან "ქართული ოცნების“ დეპუტატები: ანრი ოხანაშვილი, ირაკლი ბერაია, გივი მიქანაძე, რატი იონათამიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და ალექსანდრე ტაბატაძე.

"ქართული ოცნების“ დეპუტატები სუს-ის განცხადებაში მითითებულ საფრთხეებზე "ეფექტიანი და დროული რეაგირების აუცილებლობიდან გამომდინარე“, კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას და მიღებას ითხოვენ.

აღნიშნულ ინიციატივას ambebi.ge-სთან პოლიტიკოსი ზვიად ძიძიგური აფასებს, რომელიც წლების განმავლობაში ქუჩიდან იბრძოდა. ის ამბობს, რომ ეს "საკანონმდებლო ქირურგია“ ისევ "ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იმუშავებს, ვინაიდან არ ერთი ხელისუფლებისთვის ეს არ დამთავარებულა იმ შედეგით, რასაც ის წინასწარ თვლიდა.

"ახალი ამბავი არაა, როცა ხელისუფლება ცდილობს ამ მიმართულებით - შეკრებების და მანიფესტაციის მიმართულებით გაამკაცროს კანონი. ჯერ კიდევ კომუნისტურმა ხელისუფლებამ ეროვნული მოძრაობის გააქტიურების დროს დაიწყო შეკრებისა და მანიფესტაციების შეზღუდვა, მაგრამ არაფერი გამოვიდა, პირიქით, უფრო უარესი შედეგი მიიღეს - მეტად გააქტიურდა ეროვნული მოძრაობა, იყო ძლიერი გამოსვლები და მანიფესტაციები. ყველა ხელისუფლებას ახასიათებდა შეკრებების მიმართ შიში. გადატრიალების შემდეგ, როდესაც ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერების მხრიდან საპროტესტო მიტინგები იმართებოდა, ამ ადამიანებს ტყვიამფრქვევებით და ავტომატებით ვერ შლიდნენ. იმიტომ, რომ ასეთი რაღაცეები არ მუშაობს.

როცა ხალხს უნდა გამოსვლა - გამოდის. იგივე მახსოვს სხვადასხვა დროს - შევარდნაძის თუ სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც... გაგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა სწორედ კარვების დადგმის გამო დაიწყო სააკაშვილმა - კარვის დანახვაზე ისე გაცოფდა, რომ გასცა განკარგულება, აქცია დაერბიათ. მერე რა მიიღო შედეგად, გახსოვთ, ალბათ. ეს ხელისუფლებაც კარვებით არ მოვიდა? პრაქტიკამ არა ერთხელ აჩვენა, რომ აკრძალვა პირიქით მუშაობს. აკრძალვა, ჯერ ერთი, ვერავის შეაშინებს, მეორეც, ხალხი კიდევაც რომ დააჯარიმო, ან დააპატიმრო, მაინც არაა გამოსავალი.

ეს საკანონმდებლო ქირურგია, რომელსაც ეწევა ხელისუფლება, ამ საზოგადოებაში ვერ იმუშავებს, ეს სხვა საზოგადოებაა, ხალხი შეცვლილია, ეს ახალგაზრდობა თავისუფლებაშია გაზრდილი და ჩამოყალიბებული, ამ ადამიანებს ადვილად ვერ შეაშინებ და ვერც ევროპაზე ათქმევინებ უარს. იცით, დღევანდელი ხელისუფლება ძალიან დაემსგავსა იმ ხელისუფლებას, რომელიც სწორედ ტოტალიტარული მმართველობის ფორმით გამოირჩეოდა და რომელიც შეკრებებთან და გამოხატვის თავისუფლებასთან მწყრალად იყო, ამას ძალიან გაღიზიანებით პასუხობდა. ეს ხელისუფლების სიძლიერის დადასტურება არ არის, ეს არის იმის დადასტურება, რომ ხელისუფლება შეშფოთებით ადევნებს თვალს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და სურს ისინი ასეთი ტიპის ქირურგიული ჩარევით შეაჩეროს.

დარწმუნებული ვარ, ამას არ მოჰყვება პოზიტიური შედეგი ხელისუფლებისთვის, მათ სასიკეთოდ არ დასრულდება, ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება. არც ერთი ხელისუფლებისთვის ეს არ დამთავარებულა იმ შედეგით, რა შედეგსაც ხელისუფლება წინასწარ თვლიდა. ეს იმ სულისკვეთების გაგრძელებაა, რომ ხელისუფლებას სურს შეზღუდოს ოპოზიციის და, თუ გნებავთ, არასამთავრობოების სამოქმედო არეალი. კიდევ ვიტყვი, რომ ყველა ასეთი ტიპის აკრძალვა და შეზღუდვა საპირისპირო შედეგით მთავრდება ხოლმე და ახლაც არ მგონია, განსაკუთრებული ვნახოთ. ეს ცვლილება ისევ "ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იმუშავებს“.