სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმები არ გვაიმედებენ..." - რას წერს მაკა რაზმაძე ემიგრაციაში მყოფ ინგა ფერაძეზე
"საავადმყოფოშია მოთავსებული.  ექიმები არ გვაიმედებენ..." - რას წერს მაკა რაზმაძე ემიგრაციაში მყოფ ინგა ფერაძეზე

ცოტა ხნის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ კო­ლე­გე­ბი და მე­გობ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის, ინგა ფე­რა­ძის ბრი­უ­სე­ლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნას გეგ­მავ­დნენ. ამის­თვის კი ფონ­დიც შე­იქ­მნა, სა­დაც დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­ეძ­ლოთ.

ინგა ფე­რა­ძე წლე­ბია ემიგ­რა­ცი­ა­ში. ბრი­უ­სე­ლის გა­რე­უ­ბან­ში, სო­ცი­ა­ლურ ბი­ნა­ში ცხოვ­რობს და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე ოც­ნე­ბობს. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი 70-80-იან წლებ­ში იყო. ქა­ლა­ქუ­რი ჟან­რის სიმ­ღე­რებს მღე­რო­და.

ატა­რებ­და წარ­მა­ტე­ბულ კონ­ცერ­ტებს, რო­გორც ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ასე­ვე მის ფარ­გლებს გა­რეთ. უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია ბელ­გი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

მომ­ღერ­ლის მე­გო­ბა­რი, ჟურ­ნა­ლის­ტი მაკა რაზ­მა­ძე წერს, რომ ინ­გას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და და მისი კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა გახ­და სა­ჭი­რო.

მაკა რაზ­მა­ძე:

- ცოტა ხნის წინ გიყ­ვე­ბო­დით ინგა ფე­რა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მზად­დე­ბო­და მისი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოყ­ვა­ნა. იგეგ­მე­ბო­და კონ­ცერ­ტი და ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა. ამ თე­მა­ზე იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გარ­კვე­ულ ინ­სტან­ცი­ებ­თან და ინ­გას პას­პორ­ტიც მზა­დაა და სხვა დე­ტა­ლებს აღარ და­ვა­კონ­კრე­ტებ.

სამ­წუ­ხა­როდ, ბოლო მო­მენ­ტში ინ­გას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და და ახლა ის სა­ა­ვად­მყო­ფო­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. მქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა მას­თან სა­უბ­რის, თუმ­ცა მე­ტყვე­ლე­ბა უჭირს და მდგო­მა­რე­ო­ბაც უკე­თე­სო­ბის­კენ არ მი­დის.

არ ვი­ცით რო­გორ იქ­ნე­ბაო, ექი­მე­ბი არ გვა­ი­მე­დე­ბენ... მე მა­ინც იმე­დი მაქვს რომ ინგა გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა და ჩა­მო­ვა არ ვიცი სხვა რა ვთქვა... მისი შვი­ლი, ანუ­კა ად­გას თავ­ზე და ყვე­ლა­ნა­ი­რად იბ­რძვის რომ ინგა გა­მო­ჯან­მრთელ­დეს", - წერს მაკა რაზ­მა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნატო
26

ქალბატონ ინგას გამოჯანმრთელებას და კარგად ყოფნას ვუსურვებ. ქალბატონ მაკა რაზმაძეს კი ვეტყოდი შეგვეშვი რაა, საქართველოში უამრავი ხანდაზმული ადამიანია, ვისაც რეალურად სჭირდება დახმარება, თუ მაინცდამაინც ცნობილი უნდა იყოს საზოგადოების ყურადღება რომ მიიპყროს?

სადაც წესიაიქაა,სომხებს ევროპა უყვართ
43

სომხებს ევროპა და ამერიკა ურჩევნიათ საქართველოს ! შენ სად და ვის ექაჩები საქართველოსკენ ! დაეტიე რაა საკმარისზე მეტნი არიან და თანაც საქართველოს პრობლემა : აფხაზეთში ბაგრამიანის ბატსლიონი ! და რამდენი ღალატი დაგითვალო ქართველებს რომ ხოცავდნენ !!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმები არ გვაიმედებენ..." - რას წერს მაკა რაზმაძე ემიგრაციაში მყოფ ინგა ფერაძეზე

"საავადმყოფოშია მოთავსებული.  ექიმები არ გვაიმედებენ..." - რას წერს მაკა რაზმაძე ემიგრაციაში მყოფ ინგა ფერაძეზე

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კოლეგები და მეგობრები ქართველი მომღერლის, ინგა ფერაძის ბრიუსელიდან საქართველოში ჩამოყვანას გეგმავდნენ. ამისთვის კი ფონდიც შეიქმნა, სადაც დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეეძლოთ.

ინგა ფერაძე წლებია ემიგრაციაში. ბრიუსელის გარეუბანში, სოციალურ ბინაში ცხოვრობს და საქართველოში დაბრუნებაზე ოცნებობს. ის საქართველოში პოპულარული 70-80-იან წლებში იყო. ქალაქური ჟანრის სიმღერებს მღეროდა.

ატარებდა წარმატებულ კონცერტებს, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ. უკვე რამდენიმე წელია ბელგიაში იმყოფება.

მომღერლის მეგობარი, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე წერს, რომ ინგას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.

მაკა რაზმაძე:

- ცოტა ხნის წინ გიყვებოდით ინგა ფერაძესთან დაკავშირებით, რომ მზადდებოდა მისი საქართველოში ჩამოყვანა. იგეგმებოდა კონცერტი და ვარსკვლავის გახსნა. ამ თემაზე იყო მოლაპარაკებები გარკვეულ ინსტანციებთან და ინგას პასპორტიც მზადაა და სხვა დეტალებს აღარ დავაკონკრეტებ.

სამწუხაროდ, ბოლო მომენტში ინგას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ახლა ის საავადმყოფოშია მოთავსებული. მქონდა საშუალება მასთან საუბრის, თუმცა მეტყველება უჭირს და მდგომარეობაც უკეთესობისკენ არ მიდის.

არ ვიცით როგორ იქნებაო, ექიმები არ გვაიმედებენ... მე მაინც იმედი მაქვს რომ ინგა გამოჯანმრთელდება და ჩამოვა არ ვიცი სხვა რა ვთქვა... მისი შვილი, ანუკა ადგას თავზე და ყველანაირად იბრძვის რომ ინგა გამოჯანმრთელდეს", - წერს მაკა რაზმაძე.