ავტორი:

"ილჰამ ალიევმა ესპანეთში ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე უარი განაცხადა" - მედია

"ილჰამ ალიევმა ესპანეთში ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე უარი განაცხადა" - მედია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ესპანეთში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

5 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში დაგეგმილი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მონაწილეობით არ შედგება.

"შეხვედრის ჩაშლის მიზეზი საფრანგეთის დესტრუქციული პოზიციაა, ასევე პარიზისა და ბერლინის უთანხმოება თურქეთის შეხვედრაში მონაწილეობის თაობაზე. ასეთ პირობებში აზერბაიჯანულმა მხარემ უარი თქვა მონაწილეობა მიეღო მოლაპარაკებებში”, - განაცხადა დიპლომატიური წყარომ.

ამასთან, დიპლომატიურმა წყარომ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი გრანადაში არ გაფრინდება.