მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს შორის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე - "არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი"
დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს შორის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე - "არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი"

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტის სა­იმ­პიჩ­მენ­ტო წარ­დგი­ნე­ბის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­სა და პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ თა­მარ ჩუ­გოშ­ვილს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, შე­ლა­პა­რა­კე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც ჩუ­გოშ­ვილ­მა კო­ბა­ხი­ძეს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი შე­ა­წყვე­ტი­ნა, სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თა და თქვა, რომ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ლექ­ცი­ას კი­თხუ­ლობს, ერთი და იმა­ვეს იმე­ო­რებს და სა­ტე­ლე­ვი­ზიო "მე­სი­ჯე­ბით“ სა­უბ­რობს. მისი თქმით, "სა­სა­მარ­თლო უს­მენს სა­კი­თხებს, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად აც­დე­ნი­ლია კი­თხვებს“.

"გარ­კვე­ვა მინ­და იმის, ჩვენც მოგ­ვე­ცე­მა თუ არა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ სამი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­კი­თხოთ ლექ­ცი­ე­ბი, ვი­მე­ო­როთ ერთი და იგი­ვე, ჩვენ არ ვდე­მა­გო­გობთ, მაგ­რამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი-არა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, ლექ­ცია, სა­ტე­ლე­ვი­ზიო "მე­სი­ჯე­ბი“ ვი­სა­უბ­როთ“, - გა­ნა­ცხა­და ჩუ­გოშ­ვილ­მა.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ კი თა­მარ ჩუ­გოშ­ვილს უთხრა, რომ "ყვე­ლა­ფე­რი ეს ღირ­სე­ბის ამ­ბა­ვია“.

"ერთი წი­ნა­და­დე­ბა ახ­სე­ნეთ, რო­მე­ლიც იყო სა­ტე­ლე­ვი­ზიო "მე­სი­ჯი" ან ლექ­ცია. მი­თუ­მე­ტეს, არც პო­ლი­ტი­კო­სი ხარ. პო­ლი­ტი­კო­სი რომ იყო, კი­დევ გე­პა­ტი­ე­ბა, მაგ­რამ არც პო­ლი­ტი­კო­სი ხარ და არც არა­ფე­რი. სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის მდი­ვა­ნი იყა­ვი და ერთ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რას არ დას­წრე­ბი­ხარ. სირ­ცხვი­ლია. ღირ­სე­ბის ამ­ბა­ვია ეს ყვე­ლა­ფე­რი“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რემ მე­რაბ ტუ­რა­ვამ თა­მარ ჩუ­გოშ­ვილს მი­მარ­თა, რომ წარ­დგი­ნე­ბის ავ­ტო­რე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც შე­ეძ­ლე­ბათ.

"ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბის სტრუქ­ტუ­რა იქ­ნე­ბა შემ­დე­გი - მას შემ­დეგ, რაც მო­ვუს­მენთ წარ­დგი­ნე­ბის ავ­ტო­რებს, მო­გე­ცე­მათ სი­ტყვა შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის­თვის და შე­იძ­ლე­ბა უფრო მეტი ხა­ნიც გაგ­რძელ­დეს“,- გა­ნა­ცხა­და მე­რაბ ტუ­რა­ვამ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
11

და ეს ქალი ქართული ოცნების სიით იყო პარლამენტში და ასეთი მაღალი თანამდებობდა ეკავა! როგორც იურისტი, უსუსტესია...

ჩუგოს
14

ეს ქალი თითქოს ჭკვიანი ჩანდა, ამ პროცესებს რომ ვუყურე როგორც მისი კოლეგა გავოგნდი! მუშაობს პუბლიკაზე არაიურისტმა შეიძლება ვერ გაიგოს, მაგრამ გუშინ რასაც ვუყურე ძალიან შემრცხვა, პირველკურსელი იურისტი უოფილა თამარა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს შორის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე - "არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი"

დაპირისპირება ირაკლი კობახიძესა და თამარ ჩუგოშვილს შორის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე - "არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი"

საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს, "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტის წარმომადგენელ თამარ ჩუგოშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

უფრო კონკრეტულად, შელაპარაკება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჩუგოშვილმა კობახიძეს კითხვებზე პასუხი შეაწყვეტინა, სასამართლოს მიმართა და თქვა, რომ ირაკლი კობახიძე ლექციას კითხულობს, ერთი და იმავეს იმეორებს და სატელევიზიო "მესიჯებით“ საუბრობს. მისი თქმით, "სასამართლო უსმენს საკითხებს, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია კითხვებს“.

"გარკვევა მინდა იმის, ჩვენც მოგვეცემა თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ სამი საათის განმავლობაში ვიკითხოთ ლექციები, ვიმეოროთ ერთი და იგივე, ჩვენ არ ვდემაგოგობთ, მაგრამ საქმესთან დაკავშირებული-არა დაკავშირებული, ლექცია, სატელევიზიო "მესიჯები“ ვისაუბროთ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ირაკლი კობახიძემ კი თამარ ჩუგოშვილს უთხრა, რომ "ყველაფერი ეს ღირსების ამბავია“.

"ერთი წინადადება ახსენეთ, რომელიც იყო სატელევიზიო "მესიჯი" ან ლექცია. მითუმეტეს, არც პოლიტიკოსი ხარ. პოლიტიკოსი რომ იყო, კიდევ გეპატიება, მაგრამ არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი. საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყავი და ერთ სამუშაო შეხვედრას არ დასწრებიხარ. სირცხვილია. ღირსების ამბავია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ თამარ ჩუგოშვილს მიმართა, რომ წარდგინების ავტორების მოსმენის შემდეგ შეკითხვებზე პასუხი პრეზიდენტის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

"ჩვენი მუშაობის სტრუქტურა იქნება შემდეგი - მას შემდეგ, რაც მოვუსმენთ წარდგინების ავტორებს, მოგეცემათ სიტყვა შეკითხვებზე პასუხისთვის და შეიძლება უფრო მეტი ხანიც გაგრძელდეს“,- განაცხადა მერაბ ტურავამ.

იხილეთ ასევე: