სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შიში ოხერია“ ბატონო გივი?" - ანა წითლიძე გივი მიქანაძეს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე
"შიში ოხერია“ ბატონო გივი?" - ანა წითლიძე გივი მიქანაძეს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე

"შიში ოხე­რია“ ბა­ტო­ნო გივი? - ასე მი­მარ­თა სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, ანა წით­ლი­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, გივი მი­ქა­ნა­ძეს, სა­დაც "შეკ­რე­ბე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნონ­ში და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექტს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

ანა წით­ლი­ძის თქმით, თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­და­წყვე­ტენ, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გარ­და, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ვერ გა­უშ­ვე­ბენ, რაც არ უნდა რე­გუ­ლა­ცია და­წეს­დეს, ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა.

"შიში ოხე­რი“ რომ არ იყოს, იმ ქვეყ­ნის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ბრძან­დე­ბით, სა­დაც სკო­ლებ­ში ბავ­შვე­ბის 35% შიმ­ში­ლობს. ეს სი­სუ­ლე­ლე კა­ნო­ნი კი არ უნდა გა­მო­გ­ქონ­დეთ, ტრი­ბუ­ნას­თან უნდა იდ­გეთ და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს უნდა უყ­ვე­ბო­დეთ, რო­გორ და­ი­წყებთ სწრა­ფად და ხა­რის­ხი­ა­ნად უფა­სო კვე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას სკო­ლებ­ში. რო­გორ ზრუ­ნავთ იმ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე, რა­საც ამ ქვე­ყა­ნა­ში ბავ­შვე­ბის შიმ­ში­ლი ჰქვია, მაგ­რამ თქვენ ეს არ გა­ინ­ტე­რე­სებთ. არ გა­ინ­ტე­რე­სებთ იმი­ტომ, რომ გე­ში­ნი­ათ და გგო­ნი­ათ, რაც უფრო მეტ ასეთ შე­ზღუდ­ვას შე­მო­ი­ტანთ, მით უფრო მე­ტად და­აფრ­თხობთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს. არა­და, სულ პი­რი­ქით არის, რაც უფრო მეტ შე­ზღუდ­ვას და­ა­წე­სებთ, თუ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­და­წყვე­ტენ, რომ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გარ­და, თქვენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ვერ გა­გიშ­ვე­ბენ, ეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად მო­გი­წევთ ზუს­ტად ისე უკან და­ხე­ვა, რო­გორც მარ­ტის აქ­ცი­ე­ბის დროს და­ი­ხი­ეთ. ახლა კონ­კრე­ტუ­ლად მინ­და გკი­თხოთ, მე რომ მიკრო­ფო­ნი ან მე­გა­ფო­ნი მე­ჭი­როს ხელ­ში, ამ ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ეს კა­ნონ­დარ­ღვე­ვად ჩა­ით­ვლე­ბა? მერე გვი­თხა­რით, კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი გვაქვს ასე­ვე სა­სა­მარ­თლო, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამ ყვე­ლაფ­რის გა­სა­ჩივ­რე­ბაო. რი­ტო­რი­კუ­ლი კი­თხვაა, მაგ­რამ რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, მიკრო­ფო­ნი რომ ხელ­ში მი­ჭი­რავს და მე­გა­ფო­ნი, ამის გამო რომ და­მა­კა­ვონ, მერე სად უნდა გა­ვა­სა­ჩივ­რო, იმ სა­სა­მარ­თლო­ში, სა­დაც სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე­ე­ბი გვყავს?!“,-მი­მარ­თა წით­ლი­ძემ მი­ქა­ნა­ძეს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ექიმი ჰაუსი
0

ანუ კარვები დავდგათო, ესე ცოდნიათ შუაგულ ევროპაში, მხოლოდ კავებში შვებიან წითლიზეს რომ უყვარს ამგ საქმეებს ))))))

მ.მ.
0

რა დროს კარვებია, დაატიეთ ის ხალხი ოჯახებში ყანა აქვთ მოსატეხი, ყველა ალკაშს და უსაქმურს აწყობს კარავში გორაობა, პატიოსან და მშრომელ კაცს ქუდი რომ შეუგდო იქ არ შევა, ეს ამ ოპოზიციასაც ეხება და წინასაც ვინც კარვებში კოტრიალობდა და შარდავდა იქვე მდებარე სადარბაზოებში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"შიში ოხერია“ ბატონო გივი?" - ანა წითლიძე გივი მიქანაძეს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე

"შიში ოხერია“ ბატონო გივი?" - ანა წითლიძე გივი მიქანაძეს "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე

"შიში ოხერია“ ბატონო გივი? - ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძეს, სადაც "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

ანა წითლიძის თქმით, თუ საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ წინააღმდეგობის გარდა, "ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან ვერ გაუშვებენ, რაც არ უნდა რეგულაცია დაწესდეს, ეს წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება.

"შიში ოხერი“ რომ არ იყოს, იმ ქვეყნის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით, სადაც სკოლებში ბავშვების 35% შიმშილობს. ეს სისულელე კანონი კი არ უნდა გამოგქონდეთ, ტრიბუნასთან უნდა იდგეთ და საქართველოს მოქალაქეებს უნდა უყვებოდეთ, როგორ დაიწყებთ სწრაფად და ხარისხიანად უფასო კვების განხორციელებას სკოლებში. როგორ ზრუნავთ იმ პრობლემის მოგვარებაზე, რასაც ამ ქვეყანაში ბავშვების შიმშილი ჰქვია, მაგრამ თქვენ ეს არ გაინტერესებთ. არ გაინტერესებთ იმიტომ, რომ გეშინიათ და გგონიათ, რაც უფრო მეტ ასეთ შეზღუდვას შემოიტანთ, მით უფრო მეტად დააფრთხობთ საქართველოს მოქალაქეებს. არადა, სულ პირიქით არის, რაც უფრო მეტ შეზღუდვას დააწესებთ, თუ საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტენ, რომ წინააღმდეგობის გარდა, თქვენ ხელისუფლებიდან ვერ გაგიშვებენ, ეს წინააღმდეგობა აუცილებლად იქნება. აუცილებლად მოგიწევთ ზუსტად ისე უკან დახევა, როგორც მარტის აქციების დროს დაიხიეთ. ახლა კონკრეტულად მინდა გკითხოთ, მე რომ მიკროფონი ან მეგაფონი მეჭიროს ხელში, ამ ცვლილებების მიხედვით, ეს კანონდარღვევად ჩაითვლება? მერე გვითხარით, კონტროლის მექანიზმი გვაქვს ასევე სასამართლო, სადაც შესაძლებელი იქნება ამ ყველაფრის გასაჩივრებაო. რიტორიკული კითხვაა, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, მიკროფონი რომ ხელში მიჭირავს და მეგაფონი, ამის გამო რომ დამაკავონ, მერე სად უნდა გავასაჩივრო, იმ სასამართლოში, სადაც სანქცირებული მოსამართლეები გვყავს?!“,-მიმართა წითლიძემ მიქანაძეს.