შეცდომაში არიან შეყვანილნი ან არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე - აქ შტერი არავინ არის, ეს მინდა იცოდნენ! - ასე ეხმიანება აშშ- ის საელჩოს განცხადებას სუს- ის გამოძიებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.
მისი თქმით, ისინი გააკეთებენ ყველაფერს, რომ "მშვიდობა შეინარჩუნონ".
"კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კომპეტენტურად მუშაობს. ჩამოსული იყვნენ მავნებლები, რომლებიც რევოლუციისთვის ამზადებდნენ საზოგადოებას და ამის მხილება მოხდა. რაც შეეხება საელჩოს განცხადებებს, მე მგონია, რომ შეცდომაში არიან შეყვანილნი ან არაადეკვატურ განცხადებასთან გვაქვს საქმე. იქ ონკოლოგიაზე არ იყო საუბარი, ყველამ ხომ მოვისმინეთ, არც დედების დახმარების ინიციატივებზე, საუბარი იყო, როგორ გაუწიონ წინააღმდეგობა პოლიციას, ახალგაზრდები როგორ ჩართონ და რევოლუციური ტალღა როგორ მოამზადონ სახელმწიფოში. აქ შტერი არავინ არის, ეს მინდა იცოდნენ! "- განაცხადა ზარქუამ.
პიტალო კლდე ხარ ზარკუა!!!
ზარქუას ლანძღვა გინებაზე იოლი არაფერია,მაგრამ რატომ უნდა ვაგინოთ და ვლანძღოთ?იმიტომ,რომ სამწუხარო სიმართლეს ამბობს?დიახ სამწუხაროდ ზარქუა მართალია,მითუმეტეს,როცა ვიცით მავანი ქვეყანა თავისი ინტერესების გასატარებლად ქვას ქვაზე არ დსტოვებს,რაც დაამტკიცა კიდეც სხვა ქვეყნებში თავისი არასწორი ამაოხრებელი პოლიტიკით