სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვარამ" მეორე ტაიმში ბევრი იბრძოლა, თუმცა "ნაპოლიმ" თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო - "მარადონაზე" გამარჯვება "რეალმა" იზეიმა
"კვარამ" მეორე ტაიმში ბევრი იბრძოლა, თუმცა "ნაპოლიმ" თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო - "მარადონაზე" გამარჯვება "რეალმა" იზეიმა

ლი­გის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის მე­ო­რე ტურ­ში "ნა­პო­ლიმ“ "რე­ალს“ უმას­პინ­ძლა და და­მარ­ცხდა ან­გა­რიშ­შით - 2:3.

გუნ­დე­ბი შემ­დე­გი სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბე­ბით გა­ვიდ­ნენ მო­ედ­ნა­ზე:

  • "ნა­პო­ლი"

მე­რე­ტი, დი ლო­რენ­ცო, ეს­ტე­გო­რი, ნა­ტა­ნი, ოლი­ვე­ი­რა, ან­გი­სა, ზი­ლენ­სკი, ლო­ბოტ­კა, პო­ლი­ტა­ნო, კვა­რა­ცხე­ლია, ოსი­მე­ნი

  • "რე­ა­ლი"

კეპა, კარ­ვა­ხა­ლი, ნაჩო, რი­უ­დი­გე­რი, კა­მა­ვინ­გა, ვალ­ვერ­დე, ტჩუ­ა­მე­ნი, კრო­ო­სი, როდ­რი­გო, ბე­ლინ­გე­მი, ვი­ნი­სი­უ­სი

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი "ნა­პო­ლის" შე­ტე­ვე­ბით და­ი­წყო, თუმ­ცა "რე­ა­ლის" ფეხ­ბურ­თე­ლებ­საც ჰქონ­დათ ან­გა­რი­შის გახ­სნის შან­სი, რაც ვერ გა­მო­ი­ყე­ნეს. მას მერე, რაც ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას კარ­გი პა­სით ოლი­ვე­რას სა­ჯა­რი­მო­ში შეს­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მი­ე­ცა, ეს­პა­ნე­ლებ­მა ბურ­თი კუ­თხურ­ზე მო­ი­გე­რი­ეს. მარ­ცხე­ნა ფლან­გი­დან კუ­თხუ­რი ხვი­ჩამ ჩა­ა­წო­და, ნა­თან­მა კა­რის­კენ და­არ­ტყა, თუმ­ცა ბურ­თი ხა­რი­ხას მოხ­ვდა და სა­ჯა­რი­მო­ში დაბ­რუნ­და, ეს­ტი­გორ­მა ყვე­ლას და­ას­წრო და ან­გა­რიშ­შიც ასე გა­იხ­სნა.

ნე­ა­პო­ლელ­თა სი­ხა­რუ­ლი მა­ინც და მა­ინც ხან­გრძლი­ვი ვერ გა­მოდ­გა, 27-ე წუთ­ზე ვი­ნი­სი­უსს­მა აიღო მე­რე­ტის კარი. 34-ე წუთ­ზე კი ბე­ლინ­გე­მის ულა­მა­ზე­სი გო­ლით "რე­ა­ლი" წინ გა­ვი­და.

38-ე წუთ­ზე მად­რი­დელ­თა კარი ოსი­მე­ნის თა­ვუ­რი დარ­ტყმის შემ­დეგ კე­პამ თავ­გან­წი­რუ­ლი ნახ­ტო­მით გა­და­არ­ჩი­ნა.

პირ­ვე­ლი ტა­ი­მი ან­გა­რი­შით 1:2 დას­რულ­და.

მე­ო­რე ტა­ი­მიც ნე­ა­პო­ლელ­თა აქ­ტი­უ­რო­ბით და­ი­წყო, რა­საც მა­ლე­ვე ოსი­მე­ნის "რე­ა­ლის" სა­ჯა­რი­მო­ში წაქ­ცე­ვა მოჰ­ყვა. "ვარ­მა" გა­და­წყვი­ტა 11-მეტ­რი­ა­ნის ბედი, რაც გო­ლად 54-ე წუთ­ზე ზი­ლინ­სკიმ აქ­ცია და ან­გა­რი­ში გა­ა­თა­ნაბ­რა. ქარ­თვე­ლი მე­ო­რე ტა­იმ­ში აშ­კა­რად უფრო გა­აქ­ტი­ურ­და, გა­მოს­დი­ო­და რო­გორც დრიბ­ლინ­გი, ასე­ვე ზუს­ტი პა­სე­ბი.

64-ე წუთ­ზე ულა­მა­ზა­სი დრიბ­ლინ­გით შე­ვი­და "კვა­რა" მე­ტო­ქის სა­ჯა­რი­მო­ში, თუმ­ცა მის დარ­ტყმულს რი­უ­დი­გე­რი გა­და­ე­ღო­ბა.

78-ე წუთ­ზე ვალ­ვერ­დეს შო­რე­უ­ლი, უძ­ლი­ე­რე­სი დარ­ტყმის შემ­დეგ ბურ­თი "ნა­პო­ლის" მე­კა­რეს მე­რეტს მოხ­ვდა და ბა­დე­ში გა­ეხ­ვა, გოლი ავ­ტო­გო­ლად ჩათ­ვა­ლეს და მე­რეტს მი­ა­წე­რეს.

ბოლო წუ­თებ­ზე "კვა­რა" და "ნა­პო­ლი" ბევ­რს უტევ­დნენ მე­ტო­ქეს, თუმ­ცა ბურ­თის გა­ტა­ნა ვე­ღარ შეძ­ლეს. ამ­რი­გად "რე­ალ­მა" მო­რი­გი გა­მარ­ჯვე­ბა მი­ით­ვა­ლა და ჯგუ­ფის ლი­დე­რია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცნო­ბილ­მა ეს­პა­ნურ­მა გა­მო­ცე­მამ As "კვა­რას­თან" ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რა, რო­მე­ლიც მატ­ჩამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე გა­მოქ­ვეყ­ნდა.

"მე გა­ვი­ზარ­დე ისე, რომ მად­რი­დის "რე­ა­ლის" თა­მა­შებს ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვუ­ყუ­რებ­დი. ახლა ისი­ნი ჩემი კონ­კუ­რენ­ტე­ბი არი­ან სტა­დი­ონ­ზე. შე­უძ­ლე­ბე­ლია ბედ­ნი­ე­რი არ იყო ამ მო­მენ­ტით", - ამ­ბობს ხვი­ჩა ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცისფერი მთები
2

კვარასგან ზედმეტს ელოდებით ყველა ამიტომაა რომ იმედები გაცრუებული გაკვთ თავის ქომაგებიან კომენტატორიანად.. არაა კვარა იმ დონეზე რო რეალი, მილანი, ინტერი და რაღაც საოცრებები აკეთოს და განადუროს .. კვარა კარგი ფეხბურთელია აშკარად მაგრამ ძან დიდ მოლოდინებს ამყარებთ ძან დიდს.. მასე რო შეეძლოს კვარს რეალის და მილანების დამარცხება ის კვარ კიარა მესი იქნებოდა.... მონცას უდინეზეს და ატალანტას რო გაუტანო და აიაქს რომელიც უკვე დაშლილად გამოახადეს არ ნიშნავს იმას რომ რაგაც საოცრებეს აკეთებ.. კვარა ძაან კარგია მაგრამ კვარს დონეზე უფრო მეტი მოლოდინი რო გაქვთ იმიტომ ხართ იმედ გაცრუებულები,, ძან გადაჭარბებულია მაგაზე მოლოდინები ძაანნ.. რაც შეეხება თამაშს ამ რეალის დამარცხება ლოგიკურად ჩანდა მარა იგივე კვარამ ვერ გამოიყენა მომენტი პირისპირ რო დაუბლოკეს თუმცა აბა ცარიელ კარში არავინ გაგატანინებს ... საერთოდ ერთი ან ორი შანსი რო მოგეცემა და ვერ გამოიყენებ ესაა ცუდი ,, ერთიდან ერთი უნდა გამოიყენოს... სხვა შანს არც მოგცემს რეალი და დიდი გუნდები.. რავი კვარა ძან კარგია და იმედია მოუმატებს და ოქროს ბურთსაც მოიგებს ჯერ მაიც ახლაგაზდაა აქვს დროო რო მოუმატოს... ტალანტი არის ვნახოთ რა იქნება

გუსანი
5

 თვითკრიტიკას უკეთეს ვუსურვებდი, რეალი გუნდურადაც და თითოეული მოთამაშის კლასით მაღლაა ნაპოლიზე, , იმ ტეპში თამაში რომ შეძლებოდა ნაპოლის რაც მეორე ტაიმის 15-18 წთ განმავლობაში აჩვენეს შეიძლებოდა უკეთეს შედეგზე ფიქრი, მაგრამ... ყველა ხომ ვხვდებით რომ ნაპოლი შარშანდელ შედეგს ვერ გაიმეორებს, ლაურენტეს უნდა ბიუჯეტური გუნდით მწვერვალები დაიპყროს, ერთხელ გაუვარდა კარგი სტარტის და სხვების ჩაძინების გამო, ხვიჩასაც აქვს დამსახურება. ბოლოს კი გაუჭირდათ, ეს მშვენივრად გათვალა სპალეტიმაც და გაეცალა. ვისურვებდი ვცდებოდე, მგონია ოთხეულში მოხვედრაც იქნება ნაპოლისთვის კარგი შედეგი. ჩვენ კუმირს რაც შეეხება, ერთი მომენტი ქონდა და დაუფარეს, ფიზიკას უნდა მოუმატოს და აიძულოს გარსია გუნდის თამაშში უფრო აქტიურად ჩართოს, ოსიმენისგან გასხვავებით უბურთოდ მხოლოდ ეპიზოდურად აქტიურობს, ვფიქრობ ფიზიკის გამო, , ნიჭით არ ბელინგემზე და არც ვინისიუსზე ნაკლები არ არის, მაგრამ ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"კვარამ" მეორე ტაიმში ბევრი იბრძოლა, თუმცა "ნაპოლიმ" თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო - "მარადონაზე" გამარჯვება "რეალმა" იზეიმა

"კვარამ" მეორე ტაიმში ბევრი იბრძოლა, თუმცა "ნაპოლიმ" თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო - "მარადონაზე" გამარჯვება "რეალმა" იზეიმა

ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში "ნაპოლიმ“ "რეალს“ უმასპინძლა და დამარცხდა ანგარიშშით - 2:3.

გუნდები შემდეგი სასტარტო შემადგენლობებით გავიდნენ მოედნაზე:

  • "ნაპოლი"

მერეტი, დი ლორენცო, ესტეგორი, ნატანი, ოლივეირა, ანგისა, ზილენსკი, ლობოტკა, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი

  • "რეალი"

კეპა, კარვახალი, ნაჩო, რიუდიგერი, კამავინგა, ვალვერდე, ტჩუამენი, კროოსი, როდრიგო, ბელინგემი, ვინისიუსი

პირველი ტაიმი "ნაპოლის" შეტევებით დაიწყო, თუმცა "რეალის" ფეხბურთელებსაც ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შანსი, რაც ვერ გამოიყენეს. მას მერე, რაც ხვიჩა კვარაცხელიას კარგი პასით ოლივერას საჯარიმოში შესვლის შესაძლებლობა მიეცა, ესპანელებმა ბურთი კუთხურზე მოიგერიეს. მარცხენა ფლანგიდან კუთხური ხვიჩამ ჩააწოდა, ნათანმა კარისკენ დაარტყა, თუმცა ბურთი ხარიხას მოხვდა და საჯარიმოში დაბრუნდა, ესტიგორმა ყველას დაასწრო და ანგარიშშიც ასე გაიხსნა.

ნეაპოლელთა სიხარული მაინც და მაინც ხანგრძლივი ვერ გამოდგა, 27-ე წუთზე ვინისიუსსმა აიღო მერეტის კარი. 34-ე წუთზე კი ბელინგემის ულამაზესი გოლით "რეალი" წინ გავიდა.

38-ე წუთზე მადრიდელთა კარი ოსიმენის თავური დარტყმის შემდეგ კეპამ თავგანწირული ნახტომით გადაარჩინა.

პირველი ტაიმი ანგარიშით 1:2 დასრულდა.

მეორე ტაიმიც ნეაპოლელთა აქტიურობით დაიწყო, რასაც მალევე ოსიმენის "რეალის" საჯარიმოში წაქცევა მოჰყვა. "ვარმა" გადაწყვიტა 11-მეტრიანის ბედი, რაც გოლად 54-ე წუთზე ზილინსკიმ აქცია და ანგარიში გაათანაბრა. ქართველი მეორე ტაიმში აშკარად უფრო გააქტიურდა, გამოსდიოდა როგორც დრიბლინგი, ასევე ზუსტი პასები.

64-ე წუთზე ულამაზასი დრიბლინგით შევიდა "კვარა" მეტოქის საჯარიმოში, თუმცა მის დარტყმულს რიუდიგერი გადაეღობა.

78-ე წუთზე ვალვერდეს შორეული, უძლიერესი დარტყმის შემდეგ ბურთი "ნაპოლის" მეკარეს მერეტს მოხვდა და ბადეში გაეხვა, გოლი ავტოგოლად ჩათვალეს და მერეტს მიაწერეს.

ბოლო წუთებზე "კვარა" და "ნაპოლი" ბევრს უტევდნენ მეტოქეს, თუმცა ბურთის გატანა ვეღარ შეძლეს. ამრიგად "რეალმა" მორიგი გამარჯვება მიითვალა და ჯგუფის ლიდერია.

აღსანიშნავია, რომ ცნობილმა ესპანურმა გამოცემამ As "კვარასთან" ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა.

"მე გავიზარდე ისე, რომ მადრიდის "რეალის" თამაშებს ტელევიზორში ვუყურებდი. ახლა ისინი ჩემი კონკურენტები არიან სტადიონზე. შეუძლებელია ბედნიერი არ იყო ამ მომენტით", - ამბობს ხვიჩა ინტერვიუში.