სამხედრო
საზოგადოება

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მსოფლიო
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტიქია აჭარაში: ადიდებულმა მდინარემ კალაპოტთან მდებარე კოტეჯებს საფრთხე შეუქმნა - რა კადრები ვრცელდება ადგილიდან და რას ამბობს ხელვაჩაურის მერი
სტიქია აჭარაში: ადიდებულმა მდინარემ კალაპოტთან მდებარე კოტეჯებს საფრთხე შეუქმნა - რა კადრები ვრცელდება ადგილიდან და რას ამბობს ხელვაჩაურის მერი

აჭა­რა­ში, სო­ფელ ორ­თა­ბა­თუმ­ში უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად, მდი­ნა­რე ყო­რო­ლის­წყა­ლი ადიდ­და. შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ვრცელ­დე­ბა ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ საფრ­თხე ემუქ­რე­ბა მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში აშე­ნე­ბულ კო­ტე­ჯებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­ში სულ 60-მდე კო­ტე­ჯი დგას, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად ცა­რი­ე­ლია.

ხელ­ვა­ჩა­უ­რის მერი ზაზა დი­ა­სა­მი­ძე ambebi.ge-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ სტი­ქი­ის ზო­ნა­შია და მო­სახ­ლე­ო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

ზაზა დი­ა­სა­მი­ძე: მე სო­ფელ­ში ვარ გა­სუ­ლი, ახ­ლოს ვარ სტი­ქი­ის ად­გილ­თან. მო­სახ­ლე­ო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა, მდი­ნა­რე ყრო­ლის­თა­ვის და მისი შე­ნა­კა­დე­ბის ადი­დე­ბა მოხ­და. ახლა ად­გილ­ზე ვიმ­ყო­ფე­ბით, ყვე­ლა სამ­სა­ხუ­რი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლას აღ­მო­ვუ­ჩენთ დახ­მა­რე­ბას, თუმ­ცა ამ ეტა­პის­თვის დახ­მა­რე­ბის ფარ­გლებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას არ მო­უ­მარ­თავს. ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ რა ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, ამას ვსწავ­ლობთ. რაც შე­ე­ხე­ბა კო­ტე­ჯებს, და­წყე­ბუ­ლია ხელ­ვა­ჩა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად დას­კვნის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­წყდე­ბა ამ კო­ტე­ჯე­ბის ბედი.

ორი კვი­რის წინ, „ბა­თუ­მე­ლებ­მა“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ, რომ ორ­თა­ბა­თუმ­ში, მდი­ნა­რე ყო­რო­ლის­წყალ­თან ახ­ლოს და ნა­წი­ლობ­რივ კა­ლა­პოტ­შიც, კო­ტე­ჯებს აშე­ნე­ბენ. მი­წის ნაკ­ვე­თი კი აქ ქო­ნე­ბის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ უპი­რო­ბო აუქ­ცი­ო­ნის წე­სით 2021 წელს გა­ყი­და. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით პე­რი­ო­დუ­ლად, როცა მდი­ნა­რე დიდ­დე­ბა, ამ ად­გილს წყა­ლი ფა­რავს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
12345
1

მდინარის კალაპოტში კოტეჯებს რა უნდა?ბუნება თავისას ითხოვს...

nino
0

ალბათ ფულის გასათეთრებლად აშენდა ეს კოტეჯები, სხვა იდეა არ გამაჩნია :/ ეს სასაკლაო რატომ უნდა მოეწყოთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

სტიქია აჭარაში: ადიდებულმა მდინარემ კალაპოტთან მდებარე კოტეჯებს საფრთხე შეუქმნა - რა კადრები ვრცელდება ადგილიდან და რას ამბობს ხელვაჩაურის მერი

სტიქია აჭარაში: ადიდებულმა მდინარემ კალაპოტთან მდებარე კოტეჯებს საფრთხე შეუქმნა - რა კადრები ვრცელდება ადგილიდან და რას ამბობს ხელვაჩაურის მერი

აჭარაში, სოფელ ორთაბათუმში უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ყოროლისწყალი ადიდდა. შემთხვევის ადგილიდან ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ საფრთხე ემუქრება მდინარის კალაპოტში აშენებულ კოტეჯებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მდინარის კალაპოტში სულ 60-მდე კოტეჯი დგას, რომლებიც ამჟამად ცარიელია.

ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ სტიქიის ზონაშია და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ზაზა დიასამიძე: მე სოფელში ვარ გასული, ახლოს ვარ სტიქიის ადგილთან. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება, მდინარე ყროლისთავის და მისი შენაკადების ადიდება მოხდა. ახლა ადგილზე ვიმყოფებით, ყველა სამსახური მობილიზებულია. საჭიროების შემთხვევაში ყველას აღმოვუჩენთ დახმარებას, თუმცა ამ ეტაპისთვის დახმარების ფარგლებში მოსახლეობას არ მოუმართავს. ადიდებულმა მდინარემ რა ზარალი მიაყენა ინფრასტრუქტურას, ამას ვსწავლობთ. რაც შეეხება კოტეჯებს, დაწყებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი წარმოება და შესაბამისად დასკვნის საფუძველზე გადაწყდება ამ კოტეჯების ბედი.

ორი კვირის წინ, „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ვკითხულობთ, რომ ორთაბათუმში, მდინარე ყოროლისწყალთან ახლოს და ნაწილობრივ კალაპოტშიც, კოტეჯებს აშენებენ. მიწის ნაკვეთი კი აქ ქონების ეროვნულმა სააგენტომ უპირობო აუქციონის წესით 2021 წელს გაყიდა. ადგილობრივების ინფორმაციით პერიოდულად, როცა მდინარე დიდდება, ამ ადგილს წყალი ფარავს.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"