მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ, როცა პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნების მეთაურებს..." - თამარ ჩუგოშვილი
"წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ, როცა პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნების მეთაურებს..." - თამარ ჩუგოშვილი

წარ­დგი­ნე­ბის ავ­ტო­რე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვად არ მი­იჩ­ნე­ვენ შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი ქვეყ­ნის შიგ­ნით ხვდე­ბა სხვა ქვეყ­ნის მე­თა­უ­რებ­სა თუ უმაღ­ლე­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს - მე არ მეს­მის, რა­ტომ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 52-ე მუხ­ლის გან­მარ­ტე­ბა თვითმფრი­ნავ­ში ჩაჯ­დო­მას­თან და პრე­ზი­დენ­ტის სა­ზღვარ­გა­რეთ გას­ვლას­თან, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, თა­მარ ჩუ­გოშ­ვილ­მა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის სა­იმ­პიჩ­მენ­ტო წარ­დგი­ნე­ბის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მი­სი­ვე თქმით, გა­უ­გე­ბა­რია, რომ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რე აქ­ცენტს გე­ოგ­რა­ფი­ა­ზე აკე­თებს.

"წარ­დგი­ნე­ბა­ში ფაქ­ტობ­რი­ვი ნა­წი­ლი იმ­დე­ნად სუს­ტია, რომ მე­გო­ნა, დღეს და­მა­ტე­ბით რა­ი­მე ინ­ფორ­მა­ცია იქ­ნე­ბო­და წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რე­ა­ლუ­რად მო­ვის­მი­ნე ის, რა­საც ვის­მენ მე­დი­ა­ში და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რის დროს. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში ცოტა მე­ტის მო­ლო­დი­ნი მქონ­და.

წარ­დგი­ნე­ბა ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­შაო ვი­ზი­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და სხვა სა­ხელ­მწი­ფო თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რის გა­მარ­თვა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბით შე­უძ­ლია. პირ­ველ რიგ­ში, გა­უ­გე­ბა­რი არის ეს აქ­ცენ­ტი გე­ოგ­რა­ფი­ა­ზე. არ­სე­ბობს მთე­ლი რიგი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა, რო­მე­ლიც არ წარ­მო­ად­გენს 52-ე მუხ­ლის და­დე­ნი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, თუმ­ცა გუ­ლის­ხმობს დიპ­ლო­მა­ტი­ურ ურ­თი­ერ­თო­ბებს და ეს უნდა გავ­მიჯ­ნოთ და ეს ამ საქ­მის­თვის იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. პრე­ზი­დენ­ტი ახორ­ცი­ე­ლებს მთელ რიგ ურ­თი­ერ­თო­ბებს, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი არ­სით არ სა­ჭი­რო­ე­ბენ მთავ­რო­ბას­თან შე­თან­ხმე­ბას, არ თან­ხმდე­ბო­და არას­დროს და არც ერთ ეტაპ­ზე არ გამ­ხდა­რა სა­და­ვო, მათ შო­რის, არ გა­უხ­დია სა­და­ვო სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას და მათ შო­რის, ეს არ არის ასა­ხუ­ლი წარ­დგი­ნე­ბა­ში.

მა­გა­ლი­თის­თვის, იქ­ნე­ბა სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში სხვა სა­ხელ­მწი­ფო თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან შეხ­ვედ­რა ქვეყ­ნის შიგ­ნით, წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნა, სა­ტე­ლე­ფო­ნო თუ სხვაგ­ვა­რი კო­მუ­ნი­კა­ცია. მა­გა­ლი­თად, წარ­დგი­ნე­ბის ავ­ტო­რე­ბი კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვად არ მი­იჩ­ნე­ვენ შემ­თხვე­ვებს, რო­დე­საც სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რი ქვეყ­ნის შიგ­ნით ხვდე­ბა სხვა ქვეყ­ნის მე­თა­უ­რებ­სა თუ უმაღ­ლე­სი ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს. თბი­ლის­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეხ­ვედ­რე­ბი არას­დროს გან­ხი­ლუ­ლა რო­გორ სა­კი­თხი, რო­მე­ლიც არის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და სა­დაც სა­ჭი­რო არის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბა. მე არ მეს­მის, რა­ტომ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ამ მუხ­ლის გან­მარ­ტე­ბა თვითმფრი­ნავ­ში ჩაჯ­დო­მას­თან და პრე­ზი­დენ­ტის სა­ზღვარ­გა­რეთ გას­ვლას­თან,“ - გა­ნა­ცხა­და ჩუ­გოშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
7

ქალბატონ სალომეს, როდესაც ევროპის ქვეყნების პრეზიდენტები ხვდებიან და თანაც პირადი კონტაქტების, მეგობრობის და წარსულში ურთიერთთანამშრომლობის ნიადაგზე, დავიჯერო, რომ თუ არღვევს კონსტიტუციას, დამრღვევს ასე ხელგაშლილად ხვდებიან? ეჰ, კობახიძევ, როგორც პრეზიდენტი იტყოდა - "ცოტა ტვინიც გაანძრიეთ"!

ლევანი
10

ყველამ კარგად ვნახეთ ყველაფერი. ჩაგიდოთ კობახიძემ და ბოლოს შეურაცყოფებზე გადახვედით აქაოდა კაცები არიან და არ გვიპასუხებენო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ, როცა პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნების მეთაურებს..." - თამარ ჩუგოშვილი

"წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ, როცა პრეზიდენტი ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნების მეთაურებს..." - თამარ ჩუგოშვილი

წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნის მეთაურებსა თუ უმაღლესი ოფიციალური თანამდებობის პირებს - მე არ მესმის, რატომ არის დაკავშირებული 52-ე მუხლის განმარტება თვითმფრინავში ჩაჯდომასთან და პრეზიდენტის საზღვარგარეთ გასვლასთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, გაუგებარია, რომ მოწინააღმდეგე მხარე აქცენტს გეოგრაფიაზე აკეთებს.

"წარდგინებაში ფაქტობრივი ნაწილი იმდენად სუსტია, რომ მეგონა, დღეს დამატებით რაიმე ინფორმაცია იქნებოდა წარმოდგენილი. რეალურად მოვისმინე ის, რასაც ვისმენ მედიაში და ჟურნალისტებთან საუბრის დროს. საკონსტიტუციო სასამართლოში ცოტა მეტის მოლოდინი მქონდა.

წარდგინება ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტის განხორციელება და სხვა სახელმწიფო თანამდებობის პირების სამუშაო შეხვედრის გამართვა მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით შეუძლია. პირველ რიგში, გაუგებარი არის ეს აქცენტი გეოგრაფიაზე. არსებობს მთელი რიგი ურთიერთობებისა, რომელიც არ წარმოადგენს 52-ე მუხლის დადენილი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას, თუმცა გულისხმობს დიპლომატიურ ურთიერთობებს და ეს უნდა გავმიჯნოთ და ეს ამ საქმისთვის იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. პრეზიდენტი ახორციელებს მთელ რიგ ურთიერთობებს, რომლებიც თავისი არსით არ საჭიროებენ მთავრობასთან შეთანხმებას, არ თანხმდებოდა არასდროს და არც ერთ ეტაპზე არ გამხდარა სადავო, მათ შორის, არ გაუხდია სადავო საქართველოს მთავრობას და მათ შორის, ეს არ არის ასახული წარდგინებაში.

მაგალითისთვის, იქნება საგარეო ურთიერთობების ფარგლებში სხვა სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრა ქვეყნის შიგნით, წერილის გაგზავნა, სატელეფონო თუ სხვაგვარი კომუნიკაცია. მაგალითად, წარდგინების ავტორები კონსტიტუციის დარღვევად არ მიიჩნევენ შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფოს მეთაური ქვეყნის შიგნით ხვდება სხვა ქვეყნის მეთაურებსა თუ უმაღლესი ოფიციალური თანამდებობის პირებს. თბილისში, საქართველოს ტერიტორიაზე შეხვედრები არასდროს განხილულა როგორ საკითხი, რომელიც არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება და სადაც საჭირო არის საქართველოს მთავრობის თანხმობა. მე არ მესმის, რატომ არის დაკავშირებული ამ მუხლის განმარტება თვითმფრინავში ჩაჯდომასთან და პრეზიდენტის საზღვარგარეთ გასვლასთან,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.