მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვობაში "რეალის" თამაშებს ტელევიზორში ვუყურებდი, ახლა ჩემი კონკურენტია, შეუძლებელია ბედნიერი არ იყო ამ მომენტით" - გამოცემა AS-ის ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან
"ბავშვობაში "რეალის" თამაშებს ტელევიზორში ვუყურებდი, ახლა  ჩემი კონკურენტია,  შეუძლებელია ბედნიერი არ იყო ამ მომენტით" - გამოცემა AS-ის ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

"ხვი­ჩა კა­ვა­რა­ცხე­ლი­ამ თა­ვი­სი სა­ხე­ლი უკვე ჩა­წე­რა ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში. ოსი­მენ­თან ერ­თად, მა­რა­დო­ნას შემ­დეგ, ის პირ­ვე­ლია, ვინც "ნა­პო­ლის" იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ა­გე­ბი­ნა.მო­ე­დან­ზე ნე­ბის­მი­ერ მე­ტო­ქეს უშიშ­რად ხვდე­ბა, მო­ედ­ნის მიღ­მა კი თავ­მდა­ბა­ლი და მორ­ცხვი ბი­ჭია. კომ­პლი­მენ­ტებ­ზე წით­ლდე­ბა, მაგ­რამ როცა სა­უბ­რობს, თან­და­თან წინა პლან­ზე მო­დის მისი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ბუ­ნე­ბა.

კვა­რა­დო­ნა As-ის ჯგუფს ნა­პო­ლის საწ­ვრთნელ ცენ­ტრშიი შეხ­ვდა, სა­ნამ პირ­ვე­ლად და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა მად­რი­დის რე­ალს, გუნდს, რო­მელ­საც ბავ­შვო­ბა­ში ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან გულ­შე­მატ­კივ­რობ­და და რომ­ლის და­მარ­ცხე­ბაც ახლა ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე სურს", - წერს ეს­პა­ნუ­რი გა­მო­ცე­მა "ასი" ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ და "ნა­პო­ლი" "რე­ა­ლის" მატ­ჩამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე "კვა­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უს გვთა­ვა­ზობს.

- გა­სუ­ლი სე­ზო­ნი 14 გო­ლით და 14 სა­გი­ო­ლე გა­და­ცე­მით და­ას­რუ­ლეთ...

- მე ეს იმი­ტომ გა­ვა­კე­თე, რომ შე­სა­ნიშ­ნავ გუნდში ვარ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი სამ­წრვთნე­ლო შტა­ბით, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პერ­სო­ნა­ლით. ამ ყვე­ლა­ფერს მხო­ლოდ ჩე­მით ვერ მი­ვაღ­წევ­დი.

- სა­მუ­და­მოდ დარ­ჩე­ბი ნე­ა­პო­ლე­ლე­ბის­თვის გმი­რად...

- ხალ­ხი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ზე­ი­მობ­და. მივ­ხვდი, რამ­დე­ნად დიდი იყო ის, რა­საც მი­ვაღ­წი­ეთ. აპ­რილ­ში, "იუ­ვეს­თან" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ. ნე­ა­პოლ­ში რომ დავ­ბრუნ­დით, ფა­ნებს მა­გის­ტრა­ლი ჰქონ­დათ გა­და­კე­ტი­ლი, არ მჯე­რო­და. ავ­ტო­ბუ­სის სა­ხუ­რავ­ზე ავე­დით და მათ­თან ერ­თად ვი­ზე­ი­მეთ. ჩვენ ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­ო­თხე­დფი­ო­ნალ­ში მოვხდით და გვაქვს ძალა, უფრო მეტი შეგ­ვიძ­ლია. შარ­შან კი­დევ უფრო მე­ტის გა­კე­თე­ბა შეგ­ვეძ­ლო.

- კრუ­ი­ფი ამ­ბობ­და, რომ ფეხ­ბურთს ადა­მი­ა­ნი ქუ­ჩა­ში სწავ­ლობს...

- ჩვენ, ქარ­თვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ქუ­ჩა­ში თა­მაშ­ში გა­ვი­ზარ­დეთ. ჩვენ გვაქვს იგი­ვე სტი­ლი, რაც შე­ნო­ბებს შო­რის თა­მა­ში­სას ყა­ლიბ­დე­ბა. რო­გორც ამას ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბი აკე­თე­ბენ. როცა გუნდთან ვარ­ჯი­ში და­ვი­წყე და ვარ­ჯი­ში­დან ვბრუნ­დე­ბო­დი, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ქუ­ჩა­ში ვთა­მა­შობ­დი და ამით დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას ვი­ღებ­დი.

ასე­თი პა­ტა­რა ქვეყ­ნი­დან ვარ ჩა­მო­სუ­ლი, ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნია ეს ყვე­ლა­ფე­რი რომ მოხ­და და ეს მაგ­რძნო­ბი­ნებს, რომ როცა სულს დებ საქ­მე­ში, რო­მელ­საც აკე­თებ, ეს ერთ დღეს აუ­ცი­ლებ­ლად და­გა­ჯილ­დო­ვებს.

- რო­მე­ლია თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი გოლი?

- რო­მე­ლიც ატა­ლან­ტას წი­ნა­აღ­მდეგ გა­ვი­ტა­ნე, ძა­ლი­ან კარ­გი იყო. და ბოლო, უდი­ნე­ზეს­თან, ასე­ვე კარ­გი იყო.

- დიდხ­ნი­ან უგო­ლო სე­რი­ა­ზე რას იტყვით?

- რო­გორც ფეხ­ბურ­თელ­მა, შენ იცი, რომ ყო­ველ­თვის არ შე­გიძ­ლია იცხოვ­რო იმის მი­ხედ­ვით, რა­საც შენ­გან ითხო­ვენ. უნდა იცო­დეთ, რომ მსგავ­სი მო­მენ­ტე­ბი გე­ლო­დე­ბათ და უნდა იმუ­შა­ოთ ამის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

კრი­ტი­კას ჩემ­თვის ნამ­დვი­ლად არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა: მე მხო­ლოდ გუნ­დის დახ­მა­რე­ბა მა­ინ­ტე­რე­სებს, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა ეს გო­ლით იქ­ნე­ბა თუ სა­გო­ლე გა­და­ცე­მით. მაგ­რამ მო­მე­ნატ­რა ის გრძნო­ბა, რა­საც გო­ლის გა­ტა­ნი­სას გრძნობ.

- ახლა ის­ტო­რი­უ­ლი ღა­მეა: მად­რი­დის რე­ა­ლი დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნა­ზე მი­დის.

- მე გა­ვი­ზარ­დე ისე, რომ მად­რი­დის რე­ა­ლის თა­მა­შებს ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვუ­ყუ­რებ­დი. ახლა ისი­ნი ჩემი კონ­კუ­რენ­ტე­ბი არი­ან სტა­დი­ონ­ზე. შე­უძ­ლე­ბე­ლია ბედ­ნი­ე­რი არ იყო ამ მო­მენ­ტით.

ბავ­შვო­ბა­ში ვუ­ყუ­რებ­დი მათ და ვცდი­ლობ­დი მი­მე­ბა­ძა (გუ­ლის­ხმობს გუ­ტის და კრიშ­ტი­ა­ნუ რო­ნალ­დუს). მათი თა­მა­ში, სტი­ლი, დარ­ტყმე­ბი შთა­მა­გო­ნებ­და.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნნნ
0

მოეშვით ამ ბიჭის ძამას ძახილს, ნუ უწევთ თამასას მაღლა, რაც შეუძლია აკეთებს, ახლა ფრთებს ვერ გამოისხამს, ცოდოა, შეეშვით

ნინი
0

კარგი ბიჭი ხარ, იქნებ ნაკლებად გაგაფეტიშონ ამ ჟურნალისტებმა, ასე არ გამოვა, ხან ისეთ რაღაცას წერენ, მგონია რონალდუზე ლაპარაკობენ, გაცალონ ცოტა, შენც დაისვენებ, ახლა სულ შიშში ხარ, რამე რომ არ გზმოგდის და ნერვიულობ, მოეშვი ამ ინტერვიუებს და ითამაშე 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ბავშვობაში "რეალის" თამაშებს ტელევიზორში ვუყურებდი, ახლა ჩემი კონკურენტია, შეუძლებელია ბედნიერი არ იყო ამ მომენტით" - გამოცემა AS-ის ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

"ბავშვობაში "რეალის" თამაშებს ტელევიზორში ვუყურებდი, ახლა  ჩემი კონკურენტია,  შეუძლებელია ბედნიერი არ იყო ამ მომენტით" - გამოცემა AS-ის ინტერვიუ ხვიჩა კვარაცხელიასთან

"ხვიჩა კავარაცხელიამ თავისი სახელი უკვე ჩაწერა ფეხბურთის ისტორიაში. ოსიმენთან ერთად, მარადონას შემდეგ, ის პირველია, ვინც "ნაპოლის" იტალიის ჩემპიონატი მოაგებინა.მოედანზე ნებისმიერ მეტოქეს უშიშრად ხვდება, მოედნის მიღმა კი თავმდაბალი და მორცხვი ბიჭია. კომპლიმენტებზე წითლდება, მაგრამ როცა საუბრობს, თანდათან წინა პლანზე მოდის მისი კონკურენტული ბუნება.

კვარადონა As-ის ჯგუფს ნაპოლის საწვრთნელ ცენტრშიი შეხვდა, სანამ პირველად დაუპირისპირდება მადრიდის რეალს, გუნდს, რომელსაც ბავშვობაში ტელევიზორიდან გულშემატკივრობდა და რომლის დამარცხებაც ახლა ჩემპიონთა ლიგაზე სურს", - წერს ესპანური გამოცემა "ასი" ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ და "ნაპოლი" "რეალის" მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე "კვარასთან" ინტერვიუს გვთავაზობს.

- გასული სეზონი 14 გოლით და 14 საგიოლე გადაცემით დაასრულეთ...

- მე ეს იმიტომ გავაკეთე, რომ შესანიშნავ გუნდში ვარ წარმოუდგენელი სამწრვთნელო შტაბით, წარმოუდგენელი პერსონალით. ამ ყველაფერს მხოლოდ ჩემით ვერ მივაღწევდი.

- სამუდამოდ დარჩები ნეაპოლელებისთვის გმირად...

- ხალხი თვეების განმავლობაში ზეიმობდა. მივხვდი, რამდენად დიდი იყო ის, რასაც მივაღწიეთ. აპრილში, "იუვესთან" გამარჯვების შემდეგ. ნეაპოლში რომ დავბრუნდით, ფანებს მაგისტრალი ჰქონდათ გადაკეტილი, არ მჯეროდა. ავტობუსის სახურავზე ავედით და მათთან ერთად ვიზეიმეთ. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფიონალში მოვხდით და გვაქვს ძალა, უფრო მეტი შეგვიძლია. შარშან კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეგვეძლო.

- კრუიფი ამბობდა, რომ ფეხბურთს ადამიანი ქუჩაში სწავლობს...

- ჩვენ, ქართველი ფეხბურთელები ქუჩაში თამაშში გავიზარდეთ. ჩვენ გვაქვს იგივე სტილი, რაც შენობებს შორის თამაშისას ყალიბდება. როგორც ამას ბრაზილიელები აკეთებენ. როცა გუნდთან ვარჯიში დავიწყე და ვარჯიშიდან ვბრუნდებოდი, მეგობრებთან ერთად ქუჩაში ვთამაშობდი და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებდი.

ასეთი პატარა ქვეყნიდან ვარ ჩამოსული, ძნელი წარმოსადგენია ეს ყველაფერი რომ მოხდა და ეს მაგრძნობინებს, რომ როცა სულს დებ საქმეში, რომელსაც აკეთებ, ეს ერთ დღეს აუცილებლად დაგაჯილდოვებს.

- რომელია თქვენი საყვარელი გოლი?

- რომელიც ატალანტას წინააღმდეგ გავიტანე, ძალიან კარგი იყო. და ბოლო, უდინეზესთან, ასევე კარგი იყო.

- დიდხნიან უგოლო სერიაზე რას იტყვით?

- როგორც ფეხბურთელმა, შენ იცი, რომ ყოველთვის არ შეგიძლია იცხოვრო იმის მიხედვით, რასაც შენგან ითხოვენ. უნდა იცოდეთ, რომ მსგავსი მომენტები გელოდებათ და უნდა იმუშაოთ ამის გამოსასწორებლად, გასაუმჯობესებლად.

კრიტიკას ჩემთვის ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა: მე მხოლოდ გუნდის დახმარება მაინტერესებს, არ აქვს მნიშვნელობა ეს გოლით იქნება თუ საგოლე გადაცემით. მაგრამ მომენატრა ის გრძნობა, რასაც გოლის გატანისას გრძნობ.

- ახლა ისტორიული ღამეა: მადრიდის რეალი დიეგო არმანდო მარადონაზე მიდის.

- მე გავიზარდე ისე, რომ მადრიდის რეალის თამაშებს ტელევიზორში ვუყურებდი. ახლა ისინი ჩემი კონკურენტები არიან სტადიონზე. შეუძლებელია ბედნიერი არ იყო ამ მომენტით.

ბავშვობაში ვუყურებდი მათ და ვცდილობდი მიმებაძა (გულისხმობს გუტის და კრიშტიანუ რონალდუს). მათი თამაში, სტილი, დარტყმები შთამაგონებდა.