ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი, აიშატ კადიროვა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის პოსტს ჩაიბარებს.
ის "სოციალურ საკითხებს გაუძღვება". წინადადება ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მუსლიმ ხუჩიევმა რესპუბლიკის მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე წამოაყენა. გადაწყვეტილება რამზან კადიროვმა დაამტკიცა.
აიშატ კადიროვა 21 წლის ასაკიდან ჩეჩნეთის კულტურის მინისტრის მოადგილე იყო. ამ პოსტზე დანიშვნიდან ერთი წლის შემდეგ კი მინისტრის პოსტი დაიკავა.
ატარებს "რესპუბლიკის კულტურის დამსახურებული მუშაკის" წოდებას. მიღებული აქვს არაერთი მედალი, მათ შორის, "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის", "ადამიანის უფლებების დაცვისთვის", და რეგიონის "განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის".
აიშატთან დაკავშირებით რამზან კადიროვმა "ტელეგრამზის" არხზეც დაწერა და შვილი შეაქო.
"რა თქმა უნდა, აიშატ კადიროვამ დიდი წვლილი შეიტანა რეგიონული კულტურის სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებაში და მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება დააგროვა“, - წერს რამზან კადიროვი.
ნახეთ ასევე: