საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერებმა, ორიონის ნისლეულში წყვილად მოძრავი "პლანეტები" აღმოაჩინეს - "შესაძლოა ეს რეგიონი შეიცავდეს ორმაგ იუპიტერს, ორმაგ ნეპტუნს და ორმაგ დედამიწასაც კი"
მეცნიერებმა, ორიონის ნისლეულში წყვილად მოძრავი "პლანეტები" აღმოაჩინეს - "შესაძლოა ეს რეგიონი შეიცავდეს ორმაგ იუპიტერს, ორმაგ ნეპტუნს და ორმაგ დედამიწასაც კი"

ჯე­იმს უე­ბის კოს­მო­სურ­მა ტე­ლეს­კოპ­მა (JWST) იუ­პი­ტე­რის ზო­მის პლა­ნე­ტის მსგავ­სი ობი­ექ­ტე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ­ლე­ბიც გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლად არ­ცერთ ვარ­სკვლავ­თან არ არი­ან მიბ­მუ­ლი.

ახა­ლი სხე­უ­ლე­ბი ორი­ო­ნის ნის­ლე­უ­ლის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლი­სას აღ­მო­ა­ჩი­ნეს. რო­გორც გა­ირ­კვა, ისი­ნი წყვი­ლად მოძ­რა­ო­ბენ. მეც­ნი­ე­რე­ბი ამ ობი­ექ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 20 წყვილს აკ­ვირ­დე­ბი­ან. ახალ აღ­მო­ჩე­ნას სა­ხე­ლად JuMBO (იუ­პი­ტე­რის მა­სის ორო­ბი­თი ობი­ექ­ტე­ბი) უწო­დეს.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ეს ობი­ექ­ტე­ბი ნის­ლე­უ­ლის იმ რე­გი­ონ­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ, სა­დაც მა­ტე­რი­ის სიმ­კვრი­ვე არა­საკ­მა­რი­სი იყო სრულ­ფა­სო­ვა­ნი ვარ­სკვლა­ვე­ბის ფორ­მი­რე­ბის­თვის.

მე­ო­რის თა­ნახ­მად, ისი­ნი ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­ზის გი­გან­ტე­ბი, მაგ­რამ შემ­დეგ, სხვა­დას­ხვა გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი აშ­ლი­ლო­ბის შე­დე­გად, თა­ვი­ან­თი ორ­ბი­ტი­დან გა­ა­ძე­ვეს.

"ამ­ჟა­მად, იძუ­ლე­ბი­თი გან­დევ­ნის ჰი­პო­თე­ზა ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბია“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი მარკ მა­კკაჰგრი­ნი, რო­მე­ლიც ორი­ო­ნის ნის­ლე­უ­ლის შემ­სწავ­ლელ ჯგუფს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და.

"აი­რე­ბის ფი­ზი­კის თა­ნახ­მად, იუ­პი­ტე­რის მა­სის ობი­ექ­ტებს და­მო­უ­კი­დებ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ. ვი­ცით, რომ ცალ­კე­უ­ლი პლა­ნე­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა ამო­ვარ­დეს ვარ­სკვლა­ვუ­რი სის­ტე­მე­ბი­დან, მაგ­რამ ის ფაქ­ტი, თუ რო­გორ მოხ­და მათი წყვი­ლად გან­დევ­ნა, ამო­უხ­სნე­ლია. ამ დრო­ის­თვის ამა­ზე პა­სუ­ხი არ გვაქვს“.

JWST-ის მკვლე­ვა­რი დოქ­ტო­რი ჰე­ი­დი ჰუ­მე­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ მეც­ნი­ე­რებს ჯერ არ შე­უქ­მნი­ათ პლა­ნე­ტა­რუ­ლი სის­ტე­მის ფორ­მი­რე­ბის ისე­თი მო­დე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც პლა­ნე­ტა­რუ­ლი წყვი­ლე­ბის გან­დევ­ნას იწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე.

"ალ­ბათ ყვე­ლა ვარ­სკვლავ­თწარ­მომ­ქმნე­ლი რე­გი­ო­ნი შე­ი­ცავს ორ­მაგ იუ­პი­ტერს (და შე­საძ­ლოა ორ­მაგ ნეპ­ტუნს და ორ­მაგ დე­და­მი­წა­საც!). ჩვენ, უბ­რა­ლოდ, მათ და­სა­ნა­ხად საკ­მა­რი­სად ძლი­ე­რი ტე­ლეს­კო­პი არ გვაქვს.“

  • ორი­ო­ნის ნის­ლე­უ­ლი დე­და­მი­წას­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მდე­ბა­რე ვარ­სკვლავ­თწარ­მომ­ქმნე­ლი პრო­ცე­სე­ბის რე­გი­ო­ნია. ამ ნის­ლე­ულ­ში ბევ­რად უკე­თე­სად ჩანს თუ რო­გორ ფორ­მირ­დე­ბი­ან ვარ­სკვლა­ვე­ბი და პლა­ნე­ტა­რუ­ლი სის­ტე­მე­ბი გა­ზი­სა და მტვრის ღრუბ­ლის კო­ლაფ­სის­გან.
  • ორი­ო­ნის ნის­ლე­უ­ლი პირ­ვე­ლად 1610 წელს, ფრან­გმა მეც­ნი­ერ­მა, ნი­კო­ლა-კლოდ ფაბ­რი დე პე­რესკმა აღ­მო­ა­ჩი­ნა, თუმ­ცა ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მას მა­ი­ას ტო­მიც სწავ­ლობ­და. წყა­რო

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ყვარყვარე
5

ამას გვიმალავდით???

Marvel
5

თურმე საშაურმეც არის სადღაც მანდვე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

მეცნიერებმა, ორიონის ნისლეულში წყვილად მოძრავი "პლანეტები" აღმოაჩინეს - "შესაძლოა ეს რეგიონი შეიცავდეს ორმაგ იუპიტერს, ორმაგ ნეპტუნს და ორმაგ დედამიწასაც კი"

მეცნიერებმა, ორიონის ნისლეულში წყვილად მოძრავი "პლანეტები" აღმოაჩინეს - "შესაძლოა ეს რეგიონი შეიცავდეს ორმაგ იუპიტერს, ორმაგ ნეპტუნს და ორმაგ დედამიწასაც კი"

ჯეიმს უების კოსმოსურმა ტელესკოპმა (JWST) იუპიტერის ზომის პლანეტის მსგავსი ობიექტები აღმოაჩინა, რომლებიც გრავიტაციულად არცერთ ვარსკვლავთან არ არიან მიბმული.

ახალი სხეულები ორიონის ნისლეულის დეტალური შესწავლისას აღმოაჩინეს. როგორც გაირკვა, ისინი წყვილად მოძრაობენ. მეცნიერები ამ ობიექტების დაახლოებით 20 წყვილს აკვირდებიან. ახალ აღმოჩენას სახელად JuMBO (იუპიტერის მასის ორობითი ობიექტები) უწოდეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ეს ობიექტები ნისლეულის იმ რეგიონში ჩამოყალიბდნენ, სადაც მატერიის სიმკვრივე არასაკმარისი იყო სრულფასოვანი ვარსკვლავების ფორმირებისთვის.

მეორის თანახმად, ისინი ჩამოყალიბდნენ როგორც ჩვეულებრივი გაზის გიგანტები, მაგრამ შემდეგ, სხვადასხვა გრავიტაციული აშლილობის შედეგად, თავიანთი ორბიტიდან გააძევეს.

"ამჟამად, იძულებითი განდევნის ჰიპოთეზა ყველაზე მისაღებია“, - ამბობს პროფესორი მარკ მაკკაჰგრინი, რომელიც ორიონის ნისლეულის შემსწავლელ ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

"აირების ფიზიკის თანახმად, იუპიტერის მასის ობიექტებს დამოუკიდებლად ჩამოყალიბება არ შეუძლიათ. ვიცით, რომ ცალკეული პლანეტები შეიძლება ამოვარდეს ვარსკვლავური სისტემებიდან, მაგრამ ის ფაქტი, თუ როგორ მოხდა მათი წყვილად განდევნა, ამოუხსნელია. ამ დროისთვის ამაზე პასუხი არ გვაქვს“.

JWST-ის მკვლევარი დოქტორი ჰეიდი ჰუმელი აღნიშნავს, რომ მეცნიერებს ჯერ არ შეუქმნიათ პლანეტარული სისტემის ფორმირების ისეთი მოდელები, რომლებიც პლანეტარული წყვილების განდევნას იწინასწარმეტყველებე.

"ალბათ ყველა ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონი შეიცავს ორმაგ იუპიტერს (და შესაძლოა ორმაგ ნეპტუნს და ორმაგ დედამიწასაც!). ჩვენ, უბრალოდ, მათ დასანახად საკმარისად ძლიერი ტელესკოპი არ გვაქვს.“

  • ორიონის ნისლეული დედამიწასთან ყველაზე ახლოს მდებარე ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების რეგიონია. ამ ნისლეულში ბევრად უკეთესად ჩანს თუ როგორ ფორმირდებიან ვარსკვლავები და პლანეტარული სისტემები გაზისა და მტვრის ღრუბლის კოლაფსისგან.
  • ორიონის ნისლეული პირველად 1610 წელს, ფრანგმა მეცნიერმა, ნიკოლა-კლოდ ფაბრი დე პერესკმა აღმოაჩინა, თუმცა ვარაუდობენ, რომ მას მაიას ტომიც სწავლობდა. წყარო