მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე მიწისძვრა როგორ უნდა გამოვიგონო?.. სეისმოლოგი ვარ და ვემსახურები ჩემს ხალხს. რას ნიშნავს "ნაციონალია“, ვერ ვხდები" - რას პასუხობს თეა გოდოლაძე ბრალდებებს?
"მე მიწისძვრა როგორ უნდა გამოვიგონო?.. სეისმოლოგი ვარ და ვემსახურები ჩემს ხალხს. რას ნიშნავს "ნაციონალია“, ვერ ვხდები" - რას პასუხობს თეა გოდოლაძე ბრალდებებს?

"გა­ქა­ნე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლია“, ერ­თა­დერ­თი ინ­ტე­რე­სი აქვს, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში და­ზაფ­როს", - გა­ნა­ცხა­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის, თეა გო­დო­ლა­ძის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას. "იმე­დის კვი­რის“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, "დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გო­დო­ლა­ძე ტყი­ბუ­ლის და­ხუ­რულ შახ­ტში 500 ტონა ტრო­ტი­ლის აფეთ­ქე­ბას და ამ აფეთ­ქე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ბიძ­გე­ბის, რო­გორც მი­წისძვრის შეს­წავ­ლას გეგ­მავ­და.

ambebi.ge ამ თე­მა­ზე თეა გო­დო­ლა­ძეს ესა­უბ­რა:

- ძა­ლი­ან მი­ჭირს ამ თე­მას სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­პა­სუ­ხო. ცნო­ბე­ბი მი­წისძვრის შე­სა­ხებ - ავ­ტო­მა­ტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სე­ის­მუ­რი რე­გი­ო­ნუ­ლი ქსე­ლი­დან ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში ეგ­ზავ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მოს დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, სა­ქარ­თვე­ლო სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბას. მე მი­წისძვრა რო­გორ უნდა გა­მო­ვი­გო­ნო, როცა ის ხდე­ბა, ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რე­ბია!

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­დღი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 35 მი­წისძვრა ფიქ­სირ­დე­ბა. თუ არ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ისეთ პე­რი­ო­დებს, რო­დე­საც კონ­კრე­ტუ­ლად ად­გი­ლებ­ზე სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბაა და მი­წისძვრე­ბის სე­რი­აა, რო­გო­რიც იყო მა­გა­ლი­თად, ჯა­ვა­ხეთ­ში, სა­დაც ყო­ველ­დღი­უ­რად, 2021 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 80-100 მი­წისძვრა ხდე­ბო­და.

- სო­ფელ სა­მე­ბის ტე­რი­ტო­რი­ას გუ­ლის­ხმობთ?

- კი, იქ არის ჯა­ვა­ხე­თის ვულ­კა­ნუ­რი ქედი, სა­დაც ეს ხდე­ბო­და. ის ტექ­ტო­ნი­კუ­რი კუ­თხით უნი­კა­ლუ­რი რე­გი­ო­ნია და სე­ის­მუ­რი აქ­ტი­ვო­ბა ძა­ლი­ან დი­დია. მაგ­რამ, ეს რა შუ­ა­შია "ნა­ცი­ო­ნა­ლო­ბას­თან“, სა­ერ­თოდ სა­ი­დან მო­ი­ტა­ნეს, რომ ვარ "ნა­ცი­ო­ნა­ლი“?! არც ერთ პარ­ტი­ას­თან არ ვარ აფი­ლი­რე­ბუ­ლი და არც არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. სე­ის­მო­ლო­გი ვარ და ვემ­სა­ხუ­რე­ბი ჩემს ხალ­ხს. რას ნიშ­ნავს "ნა­ცი­ო­ნა­ლია“, ვერ ვხდე­ბი?!

- "ასე­თი ადა­მი­ა­ნის­გან არც ტრო­ტი­ლის აფეთ­ქე­ბაა გა­საკ­ვი­რი და არც არა­ფე­რიო“ - აღ­ნიშ­ნავს ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე...

- აგერ "არემ­ჯი გოლ­დიც" აფეთ­ქებს და ეს ყო­ველ­თვის ტრო­ტი­ლით ხდე­ბა. გვქონ­და ასე­ვე "საქ­ფეთ­ქმრეწ­ვი", თბი­ლის­თა­ნაც აფეთ­ქებ­დნენ და რე­გის­ტრა­ცი­ას ვა­კე­თებ­დით. აქ მე რა შუ­ა­ში ვარ?! აფეთ­ქე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი იმ პრო­ექ­ტის ნა­წი­ლია, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სა­სარ­გებ­ლო წი­ა­ღი­სე­უ­ლის მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. მაგ პე­რი­ოდ­ში აფეთ­ქე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი იწარ­მო­ე­ბა.

გო­დო­ლა­ძე ვე­რა­ფერს აა­ფეთ­ქებს, მა­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი არ ვარ! როცა გე­ო­ფი­ზი­კუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გვჭირ­დე­ბა, სპე­ცი­ა­ლისტს უნდა და­ვუ­ძა­ხოთ. ასე რომ, ცოტა სა­სა­ცი­ლო ამ­ბა­ვია.

სა­ერ­თოდ, ამ ყვე­ლაფ­რით, რაც აა­გო­რეს, ეს ჩვე­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის გა­ბი­აბ­რუ­ე­ბაა. იმ ხალ­ხის, ვინც მარ­თლა გვეხ­მა­რე­ბა და ვი­საც მარ­თლა დახ­მა­რე­ბა უნ­დო­და ტყი­ბუ­ლის შახ­ტა­შიც. იქ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იყო, ხალ­ხი იხო­ცე­ბო­და.

ეს კი უნი­ჭოდ დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლია. ასე არ შეძ­ლე­ბა და მსგავ­სი რამ ცხა­დია, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნოა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახმე
0

ძალიან სამწუხაროა სპეციალისტები ტოვებენ ქვეყანას და უვიცების ხელში ვრჩებიტ. რჩება. ვიმედოვნებთ რაღაც შეიცვლება და ეს უსინდისო ხელისუფლება, მატყუარები, ასეთ სპეციალისტებს ემუქრებიან და ქვეყნის დატოვებას აიძულებენ და აქ გვრჩება მხოლოდ უღირსი,უვიცი პერსონები ვისაც ოღონდ ფული დაანახე და ბიძინა კი არა პუტინსაც გაეგებიან.

როგორ??
1

როგორ და როგორც ილაპარაკე გადაკრულად, ვითომ დაკვირვების გამო ტროტილები რომ იდება და ფეთქდება ხან სად ხან სად.....ის კი არადა ბუნებრივი მიწისძვრაც უკვე მგონია რომ უნამუსო ადამიაანებმა გამოიწვიეს....ვისაც ეხება ეს საკიტხები მკაცრად გააკონტროლეთ..........ისედაც რას ვცოცხლობთ ახლა ამათნაირებმა მოგვისწრაფონ კიდე სიცოცხლე....და კიდე ერთი...ვისაც უნდა იმას ეწყინოს, იმ ამერიკელებმა თავიანთ ქვეყანაში ჩაატარონ ექსპერიმენტალური აფეტქება ...ჩვენთან რატო???? ტყიბულში რატო უნდა ჩაატაროს ამერიკელმა კვლევა???? ოღონდ გამაგებინეთ????? ვინ ეხვეწება????

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"მე მიწისძვრა როგორ უნდა გამოვიგონო?.. სეისმოლოგი ვარ და ვემსახურები ჩემს ხალხს. რას ნიშნავს "ნაციონალია“, ვერ ვხდები" - რას პასუხობს თეა გოდოლაძე ბრალდებებს?

"მე მიწისძვრა როგორ უნდა გამოვიგონო?.. სეისმოლოგი ვარ და ვემსახურები ჩემს ხალხს. რას ნიშნავს "ნაციონალია“, ვერ ვხდები" - რას პასუხობს თეა გოდოლაძე ბრალდებებს?

"გაქანებული "ნაციონალია“, ერთადერთი ინტერესი აქვს, რომ ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში დაზაფროს", - განაცხადა "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის, თეა გოდოლაძის შესახებ საუბრისას. "იმედის კვირის“ ინფორმაციით, "დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ტყიბულის დახურულ შახტში 500 ტონა ტროტილის აფეთქებას და ამ აფეთქებით გამოწვეული ბიძგების, როგორც მიწისძვრის შესწავლას გეგმავდა.

ambebi.ge ამ თემაზე თეა გოდოლაძეს ესაუბრა:

- ძალიან მიჭირს ამ თემას სერიოზულად ვუპასუხო. ცნობები მიწისძვრის შესახებ - ავტომატური შეტყობინება საქართველოს სეისმური რეგიონული ქსელიდან ყოველდღიურ რეჟიმში ეგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებას. მე მიწისძვრა როგორ უნდა გამოვიგონო, როცა ის ხდება, ეს ოფიციალური ჩანაწერებია!

საქართველოში ყოველდღიურად საშუალოდ 35 მიწისძვრა ფიქსირდება. თუ არ გავითვალისწინებთ ისეთ პერიოდებს, როდესაც კონკრეტულად ადგილებზე სეისმური აქტივობაა და მიწისძვრების სერიაა, როგორიც იყო მაგალითად, ჯავახეთში, სადაც ყოველდღიურად, 2021 წლის განმავლობაში, 80-100 მიწისძვრა ხდებოდა.

- სოფელ სამების ტერიტორიას გულისხმობთ?

- კი, იქ არის ჯავახეთის ვულკანური ქედი, სადაც ეს ხდებოდა. ის ტექტონიკური კუთხით უნიკალური რეგიონია და სეისმური აქტივობა ძალიან დიდია. მაგრამ, ეს რა შუაშია "ნაციონალობასთან“, საერთოდ საიდან მოიტანეს, რომ ვარ "ნაციონალი“?! არც ერთ პარტიასთან არ ვარ აფილირებული და არც არასდროს ვყოფილვარ. სეისმოლოგი ვარ და ვემსახურები ჩემს ხალხს. რას ნიშნავს "ნაციონალია“, ვერ ვხდები?!

- "ასეთი ადამიანისგან არც ტროტილის აფეთქებაა გასაკვირი და არც არაფერიო“ - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე...

- აგერ "არემჯი გოლდიც" აფეთქებს და ეს ყოველთვის ტროტილით ხდება. გვქონდა ასევე "საქფეთქმრეწვი", თბილისთანაც აფეთქებდნენ და რეგისტრაციას ვაკეთებდით. აქ მე რა შუაში ვარ?! აფეთქება ნებისმიერი იმ პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც სასარგებლო წიაღისეულის მოძიება მიმდინარეობს. მაგ პერიოდში აფეთქებითი სამუშაოები იწარმოება.

გოდოლაძე ვერაფერს ააფეთქებს, მაგის სპეციალისტი არ ვარ! როცა გეოფიზიკური სამუშაოები გვჭირდება, სპეციალისტს უნდა დავუძახოთ. ასე რომ, ცოტა სასაცილო ამბავია.

საერთოდ, ამ ყველაფრით, რაც ააგორეს, ეს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის გაბიაბრუებაა. იმ ხალხის, ვინც მართლა გვეხმარება და ვისაც მართლა დახმარება უნდოდა ტყიბულის შახტაშიც. იქ სერიოზული პრობლემები იყო, ხალხი იხოცებოდა.

ეს კი უნიჭოდ დადგმული სპექტაკლია. ასე არ შეძლება და მსგავსი რამ ცხადია, არასასიამოვნოა.

იხილეთ ასევე: