პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მე-8 წელია კახეთში ბიზნესი მაქვს... შემიძლია შევიძინო 800 მ² მიწის ნაკვეთი" - რას წერს პრემიერის ცოლისძმა ინფორმაციაზე, რომ ბაკურიანში ღარიბაშვილის სიდედრმა მიწის ნაკვეთი იყიდა
"მე-8 წელია კახეთში ბიზნესი მაქვს... შემიძლია შევიძინო 800 მ² მიწის ნაკვეთი" - რას წერს პრემიერის ცოლისძმა ინფორმაციაზე, რომ ბაკურიანში ღარიბაშვილის სიდედრმა მიწის ნაკვეთი იყიდა

"ნო­დარ მე­ლა­ძის შა­ბათ­ში" პრე­მი­ე­რის ცო­ლის ოჯა­ხის ქო­ნე­ბა­ზე ვრცე­ლი სი­უ­ჟე­ტი გა­ვი­და. ამ ეტაპ­ზე სა­უ­ბა­რი იყო ბა­კუ­რი­ან­ში მდე­ბა­რე მი­წის ფარ­თობ­ზე, რო­მე­ლიც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­დედ­რის სა­ხელ­ზე გა­და­ფორმ­და.

"შა­ბა­თის ეთე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სი­დედ­რის მაია პა­პი­აშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე 930 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მიწა 2023 წლის 10 ივ­ლისს გა­და­ფორმ­და.

"ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით მაია პა­პი­აშ­ვილ­მა მიწა ბა­კუ­რი­ა­ნის ტყის პი­რას ყო­ველ­გვა­რი სეს­ხის გა­რე­შე, ნაღ­დი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით კერ­ძო მფლო­ბე­ლის­გან შე­ი­ძი­ნა. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, პრე­მი­ე­რის პენ­სი­ო­ნერ­მა სი­დედრმა, რო­მელ­საც არც ბიზ­ნე­სი აქვს და არც სხვა სა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი უფიქ­სირ­დე­ბა, მი­წის ნაკ­ვეთ­ში თით­ქმის 400 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­და.

დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, პრე­მი­ე­რის პენ­სი­ო­ნერ­მა სი­დედრმა, რო­მელ­საც არც ბიზ­ნე­სი აქვს და არც სხვა სა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი უფიქ­სირ­დე­ბა, მი­წის ნაკ­ვეთ­ში თით­ქმის 400 ათა­სი ლარი გა­და­ი­ხა­და. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ცო­ლის მშობ­ლე­ბის სა­ხელ­ზე არა­ნა­ი­რი ბიზ­ნე­სი იძებ­ნე­ბა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით თა­მაზ თა­მა­ზაშ­ვი­ლის და მაია პა­პი­აშ­ვი­ლის ერ­თა­დერ­თი შე­მო­სა­ვა­ლი პენ­სი­აა. პირ­ვე­ლი ლე­დის ძმა კი რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებს, რომ ბა­კუ­რი­ა­ნის ტყის პი­რას, პრე­მი­ე­რის სი­დედ­რის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბულ მი­წა­ში თით­ქმის 400 ათა­სი გა­და­ხა­და იმ კომ­პა­ნი­ის მე­წი­ლეა, რო­მელ­მაც რო­გორც დო­კუ­მენ­ტებ­ში წერს დიდი ზა­რა­ლი ნახა" - აღ­ნიშ­ნუ­ლია სი­უ­ჟეტ­ში, რო­მე­ლიც შა­ბათს გა­ვი­და.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ცო­ლისძმა ალექ­სან­დრე თა­მა­ზაშ­ვი­ლი გა­სულ სი­უ­ჟეტ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აკე­თებს და წერს, რომ "ტვ პირ­ველს" სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავს.

რო­გორც ამ­ბობს მისი ოჯა­ხი საკ­მა­ოდ შეძ­ლე­ბუ­ლია, აქვთ ბიზ­ნე­სე­ბი და მი­წაც ბა­კუ­რი­ან­ში თა­ვად იყი­და.

"მო­რი­გი სი­სუ­ლე­ლე “გა­მო­ა­ცხეს” და ჩვე­უ­ლი სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბით და ცი­ნიზ­მით შე­თხზეს ტყუ­ი­ლი, ჩემი ოჯა­ხის წი­ნა­აღ­მდეგ... ნა­თე­ლია , რომ ტე­ლე­ვი­ზი­ის ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ბო­სე­ბი და მათი დამ­ფი­ნა­სებ­ლე­ბი, ვერ ეგუ­ე­ბი­ან ირაკ­ლის სწო­რი, ეროვ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბას და ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ სიც­რუ­ის შექ­მნით და ტი­რა­ჟი­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნას.

ძა­ლი­ან მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა და ვფიქ­რობ, რომ არაა ლა­მა­ზი, სა­კუ­თარ წარ­მა­ტე­ბებ­ზე და ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე სა­ჯა­როდ სა­უ­ბა­რი. თუმ­ცა, რად­გან ადა­მი­ა­ნის “გა­შა­ვე­ბა­ში” და ტყუ­ი­ლის ტი­რა­ჟი­რე­ბა­ში გა­მოწრთო­ბილ­მა, ოპო­ზო­ცი­ურ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ამ გა­და­წყვი­ტა, ჩემს მიერ გა­წე­უ­ლი, პი­რა­დი საქ­მი­ა­ნო­ბა, ირაკ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ - “შავ პი­ა­რად“ აქ­ცი­ოს..

გა­დავ­წყვი­ტე, მცი­რე კო­მენ­ტა­რი გა­ვა­კე­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის. ჩემი ოჯა­ხი 20 წელ­ზე მე­ტია ფლობს კო­მერ­ცი­ულ ფარ­თებს თბი­ლის­ში და დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში, რაც რა­ტომ­ღაც გა­მორ­ჩათ.. ერთ -ერთი კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი კი ოთახ­ნა­ხევ­რი­ან სა­ცხოვ­რებ­ლად წარ­მო­ა­ჩი­ნეს... რე­ა­ლუ­რად 85 კვად­რა­ტუ­ლი კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თია, რო­მე­ლიც 1998 წლი­დან გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლია.. მერ­ვე წე­ლია, რაც კა­ხეთ­ში ბიზ­ნე­სი წა­მო­ვი­წყე და ამ ხნის მან­ძილ­ზე გა­ვა­შე­ნეთ 150 ჰექ­ტა­რი ვე­ნა­ხი, ავა­შე­ნეთ ერთ-ერთი თა­ნა­მედ­რო­ვე ღვი­ნის ქარ­ხა­ნა სა­ი­და­ნაც საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი გა­მაჩ­ნია... აღ­ნიშ­ნუ­ლი ბიზ­ნე­სი ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში დე­ტა­ლუ­რად აღ­წე­რეს იგი­ვე “ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა” , ჩვე­უ­ლი დრა­მა­ტუ­რო­ბით უყ­ვე­ბოდ­ნენ მო­სახ­ლე­ო­ბას, თუ რახ­მე­ლა ბიზ­ნესს ვფლობ­დი კა­ხეთ­ში…

იმ დროს მასე აწყობ­დათ: მდი­დარ ადა­მი­ა­ნად წარ­მო­ვე­ჩი­ნე და მაგ კუ­თხით და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნათ ირაკ­ლი. გუ­შინ­დე­ლი გა­და­ცე­მა­ში კი აღ­ნიშ­ნუ­ლი ბიზ­ნე­სი, წამ­გე­ბი­ან საქ­მი­ა­ნო­ბად “აქ­ცი­ეს".. ასე­ვე , ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად , საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად ვა­ხორ­ცი­ე­ლებ კრიპ­ტო ვა­ლუ­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბულ საქ­მი­ა­ნო­ბას, რომ­ლი­და­ნაც საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ვი­ღე... შე­სა­ბა­მი­სად, მაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნო 800 კვად­რა­ტულ მი­წის ნაკ­ვე­თი კერ­ძო პი­რის­გან…

თქვე­ნი ბო­სე­ბის, დამ­კვე­თე­ბის და დამ­ფინ­სა­სებ­ლე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩემი და ირაკ­ლის ოჯა­ხი არ გამ­დიდ­რე­ბუ­ლა ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე და არა­სო­დეს აგ­ვი­გია სხვე­ბის უბე­დუ­რე­ბა­ზე ჩვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა... ესაა სი­მარ­თლე და ამ სი­მარ­თლით გა­უ­მარ­ჯოს ჩემს ოჯახს", - წერს ალექ­სან­დრე თა­მა­ზაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
........
3

დიდი პატივისცემა ჩემგან მაიას, მან ღირსეული შვილი გაზარდა და პრემიერიც ღირსეულია (მინიმუმ სხვებთან შედარებთ) რაც შეეხება ნაკვეთებს!!!!! ნაცებმა აზერბაიჯანს მიჰყიდეს მიწა, მონასტრის ტერიტორია სადაც, მარტო ერთ ღამეში ათასობით ბერის სისხლია დაღვრილი, სხვაობას ხედავთ????

დათო
3

ლონდონში 10 მილიონფუნტიან სასახლეში ხალხის სისხლით გამძღარი კეზერაშვილი მთელი თავის ფინანსებით და ტელევიზიებით მეტს რომ ვერაფერს გიპოვის ვიდრე ერთ პატარა ნაკვეთს ბაკურიანში, რომლის მსგავსიც ნებისმიერ მეტნაკლებად წარმატებულ ადამიანს აქვს, მართლაც რომ პატიოსანი მთავრობა გვყოლია.

ავტორი:

"მე-8 წელია კახეთში ბიზნესი მაქვს... შემიძლია შევიძინო 800 მ² მიწის ნაკვეთი" - რას წერს პრემიერის ცოლისძმა ინფორმაციაზე, რომ ბაკურიანში ღარიბაშვილის სიდედრმა მიწის ნაკვეთი იყიდა

"მე-8 წელია კახეთში ბიზნესი მაქვს... შემიძლია შევიძინო 800 მ² მიწის ნაკვეთი" - რას წერს პრემიერის ცოლისძმა ინფორმაციაზე, რომ ბაკურიანში ღარიბაშვილის სიდედრმა მიწის ნაკვეთი იყიდა

"ნოდარ მელაძის შაბათში" პრემიერის ცოლის ოჯახის ქონებაზე ვრცელი სიუჟეტი გავიდა. ამ ეტაპზე საუბარი იყო ბაკურიანში მდებარე მიწის ფართობზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის სიდედრის სახელზე გადაფორმდა.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის სიდედრის მაია პაპიაშვილის სახელზე 930 კვადრატული მეტრი მიწა 2023 წლის 10 ივლისს გადაფორმდა.

"ნასყიდობის ხელშეკრულებით მაია პაპიაშვილმა მიწა ბაკურიანის ტყის პირას ყოველგვარი სესხის გარეშე, ნაღდი ანგარიშსწორებით კერძო მფლობელისგან შეიძინა. დოკუმენტის მიხედვით, პრემიერის პენსიონერმა სიდედრმა, რომელსაც არც ბიზნესი აქვს და არც სხვა სახის შემოსავალი უფიქსირდება, მიწის ნაკვეთში თითქმის 400 ათასი ლარი გადაიხადა.

დოკუმენტის მიხედვით, პრემიერის პენსიონერმა სიდედრმა, რომელსაც არც ბიზნესი აქვს და არც სხვა სახის შემოსავალი უფიქსირდება, მიწის ნაკვეთში თითქმის 400 ათასი ლარი გადაიხადა. პრემიერ-მინისტრის ცოლის მშობლების სახელზე არანაირი ბიზნესი იძებნება. ოფიციალური მონაცემებით თამაზ თამაზაშვილის და მაია პაპიაშვილის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა. პირველი ლედის ძმა კი რომელიც ამტკიცებს, რომ ბაკურიანის ტყის პირას, პრემიერის სიდედრის სახელზე გაფორმებულ მიწაში თითქმის 400 ათასი გადახადა იმ კომპანიის მეწილეა, რომელმაც როგორც დოკუმენტებში წერს დიდი ზარალი ნახა" - აღნიშნულია სიუჟეტში, რომელიც შაბათს გავიდა.

ღარიბაშვილის ცოლისძმა ალექსანდრე თამაზაშვილი გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განმარტებას სოციალურ ქსელში აკეთებს და წერს, რომ "ტვ პირველს" საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.

როგორც ამბობს მისი ოჯახი საკმაოდ შეძლებულია, აქვთ ბიზნესები და მიწაც ბაკურიანში თავად იყიდა.

"მორიგი სისულელე “გამოაცხეს” და ჩვეული სუბიექტურობით და ცინიზმით შეთხზეს ტყუილი, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ... ნათელია , რომ ტელევიზიის ოპოზიციონერი ბოსები და მათი დამფინასებლები, ვერ ეგუებიან ირაკლის სწორი, ეროვნული პოლიტიკის გატარებას და ყველანაირად ცდილობენ სიცრუის შექმნით და ტირაჟირებით საზოგადოების შეცდომაში შეიყვანას.

ძალიან მეუხერხულება და ვფიქრობ, რომ არაა ლამაზი, საკუთარ წარმატებებზე და ფინანსურ მდგომარეობაზე საჯაროდ საუბარი. თუმცა, რადგან ადამიანის “გაშავებაში” და ტყუილის ტირაჟირებაში გამოწრთობილმა, ოპოზოციურმა ტელევიზიამ გადაწყვიტა, ჩემს მიერ გაწეული, პირადი საქმიანობა, ირაკლის წინააღმდეგ - “შავ პიარად“ აქციოს..

გადავწყვიტე, მცირე კომენტარი გავაკეთო საზოგადოებისთვის. ჩემი ოჯახი 20 წელზე მეტია ფლობს კომერციულ ფართებს თბილისში და დედოფლისწყაროში, რაც რატომღაც გამორჩათ.. ერთ -ერთი კომერციული ფართი კი ოთახნახევრიან საცხოვრებლად წარმოაჩინეს... რეალურად 85 კვადრატული კომერციული ფართია, რომელიც 1998 წლიდან გაქირავებულია.. მერვე წელია, რაც კახეთში ბიზნესი წამოვიწყე და ამ ხნის მანძილზე გავაშენეთ 150 ჰექტარი ვენახი, ავაშენეთ ერთ-ერთი თანამედროვე ღვინის ქარხანა საიდანაც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი გამაჩნია... აღნიშნული ბიზნესი ერთ-ერთ გადაცემაში დეტალურად აღწერეს იგივე “ჟურნალისტებმა” , ჩვეული დრამატურობით უყვებოდნენ მოსახლეობას, თუ რახმელა ბიზნესს ვფლობდი კახეთში…

იმ დროს მასე აწყობდათ: მდიდარ ადამიანად წარმოვეჩინე და მაგ კუთხით დაეზიანებინათ ირაკლი. გუშინდელი გადაცემაში კი აღნიშნული ბიზნესი, წამგებიან საქმიანობად “აქციეს".. ასევე , ჩემს მეგობრებთან ერთად , საკმაოდ წარმატებულად ვახორციელებ კრიპტო ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომლიდანაც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მივიღე... შესაბამისად, მაქვს საშუალება შევიძინო 800 კვადრატულ მიწის ნაკვეთი კერძო პირისგან…

თქვენი ბოსების, დამკვეთების და დამფინსასებლებისგან განსხვავებით, ჩემი და ირაკლის ოჯახი არ გამდიდრებულა ბიუჯეტის ხარჯზე და არასოდეს აგვიგია სხვების უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება... ესაა სიმართლე და ამ სიმართლით გაუმარჯოს ჩემს ოჯახს", - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.