ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 2 წელი გავიდა... უკვე 2 წელი მას მერე, რაც ჩემი ცხოვრება საშინელებად იქცა" - რას წერს ლიზა იასკო?

"მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 2 წელი გავიდა... უკვე 2 წელი მას მერე, რაც ჩემი ცხოვრება საშინელებად იქცა" - რას წერს ლიზა იასკო?

უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო, მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან ორი წლის თავზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. იასკოს წერს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში მისი ცხოვრება საშინელება გახდა...

ლიზა იასკო:

"მთელი დღეა რაღაცის დაწერას ვცდილობ, მაგრამ არ შემიძლია. თითქოს სიტყვები დამიბლოკეს. დღეს მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან 2 წელი გავიდა... უკვე 2 წელი მას მერე, რაც ჩემი ცხოვრება საშინელებად იქცა. არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ოდნავ მაინც გამოხატავს იმას, რაც ხდებოდა და ხდება ამ ორი წლის განმავლობაში. 2021 წლის 1 - ლ ოქტომბრამდე ერთად ბედნიერები ვიყავით. ახლა კი სულ სხვაა...

მაშინ არც ომი იყო, არ ვიცოდით რა გველოდა და რამდენად შეიცვლებოდა რეალობა.

დღეს ყველა დამცველის დღეა, მათი ვინც იცავს ჩვენს მიწას და თავისუფლებას.

და ეს დღე ორმაგად, თუნდაც სამმაგად მძიმე და ღრმაა ჩემთვის.

ყველას, ვინც იცავს თავის მიწას, გულწრფელად ვუსურვებ ძალას და წარმატებებს!

დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, ღირსება და უნარი, გვიყვარდეს და ვიყოთ მათთან ერთად, ვინც ნამდვილად გვიყვარს.

მე მჯერა, რომ ჩვენი დედამიწა დაგვეხმარება..

ფოტო გადაღებულია 2 წლის წინ მიშას დაკავების პირველ კვირებში საქართველოს ციხის გარეთ, სადაც იმჟამად თითქმის ყოველ კვირას დავდიოდი. მაშინ არ ვიცოდი, როგორ შეიცვლებოდა მოვლენები და ეს რამხელა ტკივილს მომიტანდა.