საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დანაკილის უდაბნო - ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ადგილი დედამიწაზე და მეცნიერების ნაპოვნი სიცოცხლე გარემოში, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებლად მიიჩნეოდა
დანაკილის უდაბნო - ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ადგილი დედამიწაზე და მეცნიერების ნაპოვნი სიცოცხლე გარემოში, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებლად მიიჩნეოდა

სი­უ­რე­ა­ლის­ტუ­რი ლან­დშაფ­ტი, ყვი­თე­ლი და მწვა­ნე ფე­რის მდუ­ღა­რე წყლე­ბი, შხა­მი­ა­ნი ქლო­რი და გო­გირ­დის აი­რე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ნა­კი­ლის უდაბ­ნო­ში ხდე­ბა, რო­მე­ლიც მი­უ­ხე­და­ვად აღ­წე­რი­სა, ექ­სტრე­მის მოყ­ვა­რულ ტუ­რის­ტებს მუდ­მი­ვად იზი­დავს.

ეს არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მი­ტო­ვე­ბუ­ლი და ცხე­ლი ად­გი­ლი მსოფ­ლი­ო­ში. იგი მდე­ბა­რე­ობს ეთი­ო­პი­ის ჩრდი­ლო-აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში და ტემ­პე­რა­ტუ­რა აქ ხში­რად აღ­წევს 70 გრა­დუსს ცელ­სი­უ­სით, უმე­ტეს­წი­ლად კი, სტა­ბი­ლუ­რად, 45 გრა­დუ­სია. ტე­ნი­ა­ნო­ბა კი მი­ნი­მუ­მამ­დეა და­სუ­ლი, რად­გან ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად წვიმს.

თუმ­ცა ბო­ლოდ­რო­ინ­დელ­მა ექ­სპე­დი­ცი­ამ რე­გი­ონ­ში, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ და­ნა­კი­ლის უდაბ­ნო სავ­სეა სი­ცო­ცხლით.

იგი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად შეს­წავ­ლი­ლი ად­გი­ლია მსოფ­ლი­ო­ში.

ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბობს ორი აქ­ტი­უ­რი ვულ­კა­ნი. მათ­გან ალე ერთ-ერ­თია იმ რამ­დე­ნი­მე ვულ­კა­ნი­დან, რომ­ლის მწვერ­ვალ­ზეც არის აქ­ტი­უ­რი, ბუშ­ტუ­კო­ვა­ნი ლა­ვის ტბა. იქა­უ­რო­ბა ასე­ვე სავ­სეა მჟა­ვე ტბო­რე­ბი­თა და გე­ი­ზე­რე­ბით და შე­ი­ცავს ღრმა კრა­ტერს, სა­ხე­ლად და­ლოლს.

  • არის თუ არა ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი მჟა­ვა­ში?

2016 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, მკვლე­ვა­რებ­მა სა­ბო­ლო­ოდ და­ი­წყეს ნი­მუ­შე­ბის შეგ­რო­ვე­ბა ცხე­ლი წყა­რო­ე­ბი­დან და აუ­ზე­ბი­დან, იმ იმე­დით, რომ ისი­ნი სი­ცო­ცხლეს შე­ი­ცავ­დნენ. მათ ასე­ვე გა­ზო­მეს აუ­ზე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რა და pH-ბა­ლან­სი. 2017 წლის იან­ვარ­ში ისი­ნი მეტი ნი­მუ­შის შე­საგ­რო­ვებ­ლად დაბ­რუნ­დნენ. ამა­ვე წლის მარ­ტში მეც­ნი­ერ კა­ვა­ლა­ცის ლა­ბო­რა­ტო­რი­ამ და მათ­მა კო­ლე­გებ­მა იპო­ვეს სი­ცო­ცხლე და­ნა­კილ­ში, მას შემ­დეგ, რაც მო­ა­ხერ­ხეს ბაქ­ტე­რი­ე­ბის დნმ-ის იზო­ლი­რე­ბა და ამო­ღე­ბა. მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ ბაქ­ტე­რი­ე­ბი არი­ან "პო­ლი­ექ­სტრე­მო­ფი­ლე­ბი“, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ისი­ნი ერ­თდრო­უ­ლად ადაპ­ტი­რე­ბულ­ნი არი­ან ექ­სტრე­მა­ლურ მჟა­ვი­ა­ნო­ბას­თან, მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­სა და მა­ღალ მა­რი­ლი­ა­ნო­ბას­თან. ეს არის პირ­ვე­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რი და­დას­ტუ­რე­ბა მიკ­რო­ბუ­ლი სი­ცო­ცხლის შე­სა­ხებ და­ნა­კი­ლის მჟა­ვე აუ­ზებ­ში.

ჯერ კი­დევ გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბელ კვლე­ვა­ში ჯგუფ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნა ბაქ­ტე­რი­უ­ლი სი­ცო­ცხლის ორი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა ორ ცალ­კე­ულ უბან­ში: მა­რი­ლის წყა­რო­ებ­სა და და­ლო­ლის კრა­ტე­რის აუ­ზებ­ში, რომ­ლე­ბიც ხა­სი­ათ­დე­ბა ნა­თე­ლი ფე­რე­ბით, მჟა­ვი­ა­ნო­ბით და დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რით.

რო­გორც ჩანს, მეც­ნი­ერ­თა ეს აღ­მო­ჩე­ნა უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია და დაგ­ვეხ­მა­რე­ბა იმის გა­გე­ბა­ში, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და სხვა პლა­ნე­ტებ­ზე სი­ცო­ცხლე გა­ჩე­ნი­ლი­ყო.

  • რო­გორ წარ­მო­იქ­მნა უდაბ­ნო?

და­ნა­კი­ლის უდაბ­ნო წარ­მო­იქ­მნა აფ­რი­კუ­ლი და აზი­უ­რი ტექ­ტო­ნი­კუ­რი ფირ­ფი­ტე­ბის კონ­ტი­ნენ­ტუ­რი მოძ­რა­ო­ბის შე­დე­გად. ი სამ ტექ­ტო­ნი­კურ ფირ­ფი­ტას შო­რის სამ­მა­გი შე­ერ­თე­ბის ად­გილ­ზე დგას. უდაბ­ნო შე­ი­ცავს მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე არა­მი­წი­ერ პე­ი­ზა­ჟებს.

მოკ­ლედ, და­ნა­კი­ლი უცხო პლა­ნე­ტას ჰგავს და სრუ­ლი­ად უნი­კა­ლუ­რია დე­და­მი­წა­ზე.

  • ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი

ად­გი­ლობ­რივ ტომს აფა­რე­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, რომ­ლე­ბიც წლე­ბის წინ ტუ­რის­ტე­ბის მი­მართ არც ისე პო­ზი­ტი­რუ­რად იყ­ვნენ გან­წყო­ბილ­ნი. დღეს ეს პრობ­ლე­მა შე­და­რე­ბით მოხ­სნი­ლია - და­ნა­კი­ლის უდაბ­ნო მო­სა­ნა­ხუ­ლე­ბის­თვის უსაფრ­თხო რე­გი­ო­ნად მი­იჩ­ნე­ვა.

აქ ყვე­ლა ექ­სკურ­სია შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი სკა­უ­ტე­ბის თან­ხლე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. უდაბ­ნო­ში უსაფრ­თხოდ მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის გა­მოც­დი­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი გი­დე­ბი დაგ­ჭირ­დე­ბათ, რომ­ლე­ბიც მო­სა­ლოდ­ნე­ლი საფრ­თხე­ე­ბის შე­სა­ხებ გა­გაფრ­თხი­ლე­ბენ.

გა­ით­ვა­ლი­სიწ­ნეთ ისიც, რომ და­ნა­კილ­ში სტუმ­რო­ბი­სას ჩა­იც­ვით რაც შე­იძ­ლე­ბა გამ­ძლე ფეხ­საც­მე­ლი, რად­გან რე­გი­ო­ნის დიდი ნა­წი­ლი და­ფა­რუ­ლია მკვეთ­რი ლა­ვით.

  • რო­დის სჯობს უდაბ­ნოს მო­ნა­ხუ­ლე­ბა?

თუკი მა­ინ­ცდა­მა­ინც ად­რე­ნა­ლი­ნის სი­ჭარ­ბე გიყ­ვართ, და­ნა­კი­ლის უდაბ­ნოს მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად სა­უ­კე­თე­სო დროა სექ­ტემ­ბრი­დან მა­ი­სამ­დე, რად­გან ამ თვე­ებ­ში დღი­სით შე­და­რე­ბით ნორ­მა­ლუ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რაა 35-40°C-მდე.

არის ჯგუ­ფუ­რი ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან მე­კე­ლე­დან, რაც ამ­ცი­რებს ექ­სკურ­სი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბას.

ის, რომ ადა­მი­ა­ნებს ჯერ არ ამო­უ­წუ­რი­ათ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ბევ­რი რა­მის გა­სარ­კვე­ვად, ფაქ­ტია. მეც­ნი­ე­რე­ბი სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბელს ხდი­ან იმ ფაქტს, რომ დე­და­მი­წა­ზე კვლავ უხ­ვა­დაა ექ­სტრე­მა­ლუ­რი ეკო­სის­ტე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ აღ­მო­ჩე­ნი­ლიც კი არ არის.

  • მო­ამ­ზა­და ეკა დარ­ჩი­აშ­ვილ­მა
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

დანაკილის უდაბნო - ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ადგილი დედამიწაზე და მეცნიერების ნაპოვნი სიცოცხლე გარემოში, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებლად მიიჩნეოდა

დანაკილის უდაბნო - ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ადგილი დედამიწაზე და მეცნიერების ნაპოვნი სიცოცხლე გარემოში, რომელიც სიცოცხლისთვის შეუთავსებლად მიიჩნეოდა

სიურეალისტური ლანდშაფტი, ყვითელი და მწვანე ფერის მდუღარე წყლები, შხამიანი ქლორი და გოგირდის აირები - ეს ყველაფერი დანაკილის უდაბნოში ხდება, რომელიც მიუხედავად აღწერისა, ექსტრემის მოყვარულ ტურისტებს მუდმივად იზიდავს.

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მიტოვებული და ცხელი ადგილი მსოფლიოში. იგი მდებარეობს ეთიოპიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში და ტემპერატურა აქ ხშირად აღწევს 70 გრადუსს ცელსიუსით, უმეტესწილად კი, სტაბილურად, 45 გრადუსია. ტენიანობა კი მინიმუმამდეა დასული, რადგან ძალიან იშვიათად წვიმს.

თუმცა ბოლოდროინდელმა ექსპედიციამ რეგიონში, აღმოაჩინა, რომ დანაკილის უდაბნო სავსეა სიცოცხლით.

იგი ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად შესწავლილი ადგილია მსოფლიოში.

ამ ტერიტორიაზე არსებობს ორი აქტიური ვულკანი. მათგან ალე ერთ-ერთია იმ რამდენიმე ვულკანიდან, რომლის მწვერვალზეც არის აქტიური, ბუშტუკოვანი ლავის ტბა. იქაურობა ასევე სავსეა მჟავე ტბორებითა და გეიზერებით და შეიცავს ღრმა კრატერს, სახელად დალოლს.

  • არის თუ არა ცოცხალი ორგანიზმები მჟავაში?

2016 წლის გაზაფხულზე, მკვლევარებმა საბოლოოდ დაიწყეს ნიმუშების შეგროვება ცხელი წყაროებიდან და აუზებიდან, იმ იმედით, რომ ისინი სიცოცხლეს შეიცავდნენ. მათ ასევე გაზომეს აუზების ტემპერატურა და pH-ბალანსი. 2017 წლის იანვარში ისინი მეტი ნიმუშის შესაგროვებლად დაბრუნდნენ. ამავე წლის მარტში მეცნიერ კავალაცის ლაბორატორიამ და მათმა კოლეგებმა იპოვეს სიცოცხლე დანაკილში, მას შემდეგ, რაც მოახერხეს ბაქტერიების დნმ-ის იზოლირება და ამოღება. მათ აღმოაჩინეს, რომ ბაქტერიები არიან "პოლიექსტრემოფილები“, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთდროულად ადაპტირებულნი არიან ექსტრემალურ მჟავიანობასთან, მაღალ ტემპერატურასა და მაღალ მარილიანობასთან. ეს არის პირველი აბსოლუტური დადასტურება მიკრობული სიცოცხლის შესახებ დანაკილის მჟავე აუზებში.

ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელ კვლევაში ჯგუფმა აღმოაჩინა ბაქტერიული სიცოცხლის ორი განსხვავებული ფორმა ორ ცალკეულ უბანში: მარილის წყაროებსა და დალოლის კრატერის აუზებში, რომლებიც ხასიათდება ნათელი ფერებით, მჟავიანობით და დუღილის ტემპერატურით.

როგორც ჩანს, მეცნიერთა ეს აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია და დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ შეიძლებოდა სხვა პლანეტებზე სიცოცხლე გაჩენილიყო.

  • როგორ წარმოიქმნა უდაბნო?

დანაკილის უდაბნო წარმოიქმნა აფრიკული და აზიური ტექტონიკური ფირფიტების კონტინენტური მოძრაობის შედეგად. ი სამ ტექტონიკურ ფირფიტას შორის სამმაგი შეერთების ადგილზე დგას. უდაბნო შეიცავს მსოფლიოს ყველაზე არამიწიერ პეიზაჟებს.

მოკლედ, დანაკილი უცხო პლანეტას ჰგავს და სრულიად უნიკალურია დედამიწაზე.

  • ადგილობრივები

ადგილობრივ ტომს აფარელები წარმოადგენენ, რომლებიც წლების წინ ტურისტების მიმართ არც ისე პოზიტირურად იყვნენ განწყობილნი. დღეს ეს პრობლემა შედარებით მოხსნილია - დანაკილის უდაბნო მოსანახულებისთვის უსაფრთხო რეგიონად მიიჩნევა.

აქ ყველა ექსკურსია შეიარაღებული სკაუტების თანხლებით ხორციელდება. უდაბნოში უსაფრთხოდ მოგზაურობისთვის გამოცდილი ადგილობრივი გიდები დაგჭირდებათ, რომლებიც მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ გაგაფრთხილებენ.

გაითვალისიწნეთ ისიც, რომ დანაკილში სტუმრობისას ჩაიცვით რაც შეიძლება გამძლე ფეხსაცმელი, რადგან რეგიონის დიდი ნაწილი დაფარულია მკვეთრი ლავით.

  • როდის სჯობს უდაბნოს მონახულება?

თუკი მაინცდამაინც ადრენალინის სიჭარბე გიყვართ, დანაკილის უდაბნოს მოსანახულებლად საუკეთესო დროა სექტემბრიდან მაისამდე, რადგან ამ თვეებში დღისით შედარებით ნორმალური ტემპერატურაა 35-40°C-მდე.

არის ჯგუფური ტურები, რომლებიც რეგულარულად მიემგზავრებიან მეკელედან, რაც ამცირებს ექსკურსიის ღირებულებას.

ის, რომ ადამიანებს ჯერ არ ამოუწურიათ ცხოვრებისეული შესაძლებლობები ბევრი რამის გასარკვევად, ფაქტია. მეცნიერები სრულიად შესაძლებელს ხდიან იმ ფაქტს, რომ დედამიწაზე კვლავ უხვადაა ექსტრემალური ეკოსისტემები, რომლებიც ჯერ აღმოჩენილიც კი არ არის.

  • მოამზადა ეკა დარჩიაშვილმა