სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო!" - გრიგორი კარასინი სალომე ზურაბიშვილს
"პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო!" - გრიგორი კარასინი სალომე ზურაბიშვილს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა კი­დევ ერთი ღრმა­აზ­რო­ვა­ნი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. მისი თქმით, თუ უკ­რა­ი­ნა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას არ გა­უ­წევს, სა­ქარ­თვე­ლო და ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ შემ­დე­გი, რომ­ლებ­საც რუ­სე­თი თავს და­ეს­ხმე­ბა , - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა გრი­გო­რი კა­რა­სინ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, უკ­რა­ი­ნა არის ბოლო სა­ზღვა­რი, სა­დაც შე­იქ­მნა პლაც­დარ­მი რუ­სეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის.

"პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ზოფ­რე­ნი­ის გან­კურ­ნე­ბა რთუ­ლია, ქალ­ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო! რა­ტომ არ ახ­სე­ნოთ ამ შემ­თხვე­ვა­ში უფრო შო­რე­უ­ლი სა­მიზ­ნე­ე­ბი - გერ­მა­ნია, შვე­ი­ცა­რია თუ მალ­ტა? განა ად­ვი­ლი არ არის იმის გახ­სე­ნე­ბა, "ცივი ომის" დას­რუ­ლე­ბის და იმ და­პი­რე­ბის შემ­დეგ, რომ ნატო აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ არ გა­ფარ­თოვ­დე­ბო­და რო­გორ და­ი­წყო ნატო-ს სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ­მა ბლოკ­მა და მის­მა სა­ცე­ცებ­მა არა­სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რე­ბის სა­ხით ნახ­ტო­მე­ბით რუ­სეთ­თან მი­ახ­ლო­ე­ბა. მათ უკვე და­ხუ­რეს მჭიდ­რო რგო­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის გარ­შე­მო. უკ­რა­ი­ნა არის ბოლო სა­ზღვა­რი, სა­დაც შე­იქ­მნა პლაც­დარ­მი რუ­სეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის­თვის. ამის მიზ­ნე­ბიც ნა­თე­ლია. ასე რომ, არ ღირს სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­ში­ნე­ბა!” - გა­ნა­ცხა­და კა­რა­სინ­მა.

მა­ნამ­დე კა­რა­სინ­მა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს „უც­ნა­უ­რი პო­ლი­ტი­კო­სი“ უწო­და. მისი მტკი­ცე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა "ვა­შინგტონ­ში მკაც­რი მი­თი­თე­ბე­ბი მი­ი­ღო“.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მიხო
6

მართალია კარასინი,როდის იყო სალომე თავისი ქვეყნისთვის რაიმეს სასიკეთოს ამბობდა 

Qeto
0

და ვინ ეკითხება ამ ურდოს კომენტარს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა
ავტორი:

"პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო!" - გრიგორი კარასინი სალომე ზურაბიშვილს

"პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო!" - გრიგორი კარასინი სალომე ზურაბიშვილს

საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კიდევ ერთი ღრმააზროვანი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თუ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაუწევს, საქართველო და ბალტიისპირეთის ქვეყნები შეიძლება იყვნენ შემდეგი, რომლებსაც რუსეთი თავს დაესხმება , - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა არის ბოლო საზღვარი, სადაც შეიქმნა პლაცდარმი რუსეთთან დაპირისპირებისთვის.

"პოლიტიკური შიზოფრენიის განკურნება რთულია, ქალბატონო პრეზიდენტო! რატომ არ ახსენოთ ამ შემთხვევაში უფრო შორეული სამიზნეები - გერმანია, შვეიცარია თუ მალტა? განა ადვილი არ არის იმის გახსენება, "ცივი ომის" დასრულების და იმ დაპირების შემდეგ, რომ ნატო აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდებოდა როგორ დაიწყო ნატო-ს სამხედრო-პოლიტიკურმა ბლოკმა და მისმა საცეცებმა არასამთავრობო სტრუქტურების სახით ნახტომებით რუსეთთან მიახლოება. მათ უკვე დახურეს მჭიდრო რგოლი ჩვენი ქვეყნის გარშემო. უკრაინა არის ბოლო საზღვარი, სადაც შეიქმნა პლაცდარმი რუსეთთან დაპირისპირებისთვის. ამის მიზნებიც ნათელია. ასე რომ, არ ღირს საკუთარი თავის შეშინება!” - განაცხადა კარასინმა.

მანამდე კარასინმა სალომე ზურაბიშვილს „უცნაური პოლიტიკოსი“ უწოდა. მისი მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა "ვაშინგტონში მკაცრი მითითებები მიიღო“.