მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავდაცვის მინისტრის ვაჟის გრანდიოზული ქორწილი კახეთში - პარლამენტის და მთავრობის ამღერებული წევრები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და სხვა ცნობილი სტუმრები (ფოტოები)
თავდაცვის მინისტრის ვაჟის გრანდიოზული ქორწილი კახეთში - პარლამენტის და მთავრობის ამღერებული წევრები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და სხვა ცნობილი სტუმრები (ფოტოები)

შა­ბათს, კა­ხეთ­ში, წი­ნან­დლის მა­მულ­ში თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ჯუ­ან­შერ ბურ­ჭუ­ლა­ძის ვა­ჟის, და­თუ­ჩა ბურ­ჭუ­ლა­ძის გრან­დი­ო­ზუ­ლი ქორ­წი­ლი გა­ი­მარ­თა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ambebi.ge-ს მკი­თხველს წყვი­ლის ნიშ­ნო­ბის შე­სა­ხებ ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში გიყ­ვე­ბო­დით.

და­თუ­ჩა ბურ­ჭუ­ლა­ძის რჩე­უ­ლი ქარ­თუ­ლი ჩოგ­ბურ­თის ამო­მა­ვა­ლი ვარ­სკვლა­ვი წა­ლენ­ჯი­ხე­ლი ზო­ზია ქარ­და­ვაა.

გრან­დი­ო­ზულ ქორ­წილს, რო­გორც ქარ­თუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სის, ისე პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ეს­წრე­ბო­და. სა­ღა­მო მსა­ხი­ობ­სა და ტე­ლე­წამ­ყვან რუს­კა მა­ყაშ­ვილს მი­ყავ­და, ხოლო სცე­ნა­ზე იდ­გნენ თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტი და ნატო მე­ტო­ნი­ძე.

ცნო­ბილ სტუმ­რებს შო­რის იყ­ვნენ, ჩოგ­ბურ­თე­ლი ირაკ­ლი ლა­ბა­ძე, მომ­ღერ­ლე­ბი ბაბი კირ­კი­ტა­ძე და ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, რო­მელ­შიც ჩანს, რო­გორ მღე­რი­ან სცე­ნა­ზე თე­ატ­რა­ლუ­რი კვარ­ტე­ტის ბი­ჭებ­თან ერ­თად დე­პუ­ტა­ტი ირაკ­ლი ზარ­ქუა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ქარ­სე­ლა­ძე. სცე­ნა­ზე ნეფე-დე­დო­ფალს სიმ­ღე­რა მი­უ­ძღვნა დე­პუ­ტატ ბექა ოდი­შა­რი­ას ცოლმა, მა­კუ­ნა გამ­ცემ­ლი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბურ­ჭუ­ლა­ძე­ე­ბის მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახს, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი რვა შვი­ლის მა­მაა. პო­ლი­ტი­კო­სის მე­უღ­ლე პი­ა­ნის­ტია. წყვილ­მა ად­რე­ულ ასაკ­ში იქორ­წი­ნა და პო­ლი­ტი­კა­ში მო­სუ­ლი ბურ­ჭუ­ლა­ძე უკვე მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მამა გახ­ლდათ.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ირმა
9

ღმერთმა ბედნიერები, გახარებულები და გამრავლებულები ამყოფოს!

აჰაააჰაააა
3

რაღა დროის ამოსვლაა:)) ამის ასაკში ვარსკვლავი ამოსულია და ჩასვენების გზაზე:))) მეტი ღირსებები მოუძებნეთ,თორემ ამომავალი ვარსკვლავი ძაან საღადაოა :)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

თავდაცვის მინისტრის ვაჟის გრანდიოზული ქორწილი კახეთში - პარლამენტის და მთავრობის ამღერებული წევრები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და სხვა ცნობილი სტუმრები (ფოტოები)

თავდაცვის მინისტრის ვაჟის გრანდიოზული ქორწილი კახეთში - პარლამენტის და მთავრობის ამღერებული წევრები, შოუბიზნესის წარმომადგენლები და სხვა ცნობილი სტუმრები (ფოტოები)

შაბათს, კახეთში, წინანდლის მამულში თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ვაჟის, დათუჩა ბურჭულაძის გრანდიოზული ქორწილი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ambebi.ge-ს მკითხველს წყვილის ნიშნობის შესახებ ჯერ კიდევ ივლისში გიყვებოდით.

დათუჩა ბურჭულაძის რჩეული ქართული ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი წალენჯიხელი ზოზია ქარდავაა.

გრანდიოზულ ქორწილს, როგორც ქართული შოუბიზნესის, ისე პოლიტიკური ელიტა ესწრებოდა. საღამო მსახიობსა და ტელეწამყვან რუსკა მაყაშვილს მიყავდა, ხოლო სცენაზე იდგნენ თეატრალური კვარტეტი და ნატო მეტონიძე.

ცნობილ სტუმრებს შორის იყვნენ, ჩოგბურთელი ირაკლი ლაბაძე, მომღერლები ბაბი კირკიტაძე და ნუცა ბუზალაძე.

სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ მღერიან სცენაზე თეატრალური კვარტეტის ბიჭებთან ერთად დეპუტატი ირაკლი ზარქუა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე. სცენაზე ნეფე-დედოფალს სიმღერა მიუძღვნა დეპუტატ ბექა ოდიშარიას ცოლმა, მაკუნა გამცემლიძემ.

რაც შეეხება ბურჭულაძეების მრავალშვილიან ოჯახს, თავდაცვის მინისტრი რვა შვილის მამაა. პოლიტიკოსის მეუღლე პიანისტია. წყვილმა ადრეულ ასაკში იქორწინა და პოლიტიკაში მოსული ბურჭულაძე უკვე მრავალშვილიანი მამა გახლდათ.

წაიკითხეთ ასევე: