საქართველოში #1 D ვიტამინის სტატუსს „ვიტაფეროლი“ 2016 წლიდან ფლობს, რეკომენდებულია საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის მიერ და მის ეფექტიანობასა და უსაფრთხოებას ადასტურებს ქვეყნის ყველა წამყვანი ექიმი. წელს, ბრენდმა კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწია და ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან ბიზნეს დაჯილდოებაზე, D ჯგუფის ვიტამინებში, მთავარი ჯილდო „ოქროს ბრენდი“ მიიღო. ოქროს ბრენდების გამოვლენაში მონაწილეობას იღებენ აკადემიური სექტორი, დამოუკიდებელი ექსპერტები, კერძო და საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლები. პარალელურად, გამოკითხვა ტარდება მომხმარებლებში. ნომერ პირველ ოქროს ბრენდად „ვიტაფეროლი“ სწორედ მათ დაასახელეს, მისი ცნობადობის, ხარისხისა და მარკეტინგული მიმართულებით გაწეული საქმიანობის გათვალისწინებით. „ვიტაფეროლი“ ერთადერთი სუფთა სახის D ვიტამიანია საქართველოში და მის სახელს უკავშირდება ძალიან ბევრი სოციალური კამპანია და 𝐃 ვიტამინის დეფიციტის პრევენციასა და მკურნალობაზე ზრუნვა. ბრენდს საქართველოში ფარმაცევტული კომპანია „არტფარმა“ წარმოადგენს.
„ვიტაფეროლის დანერგვისას, ჩვენ ვაწარმოეთ აქტიური კომუნიკაცია D ვიტამინის საჭიროების შესახებ და კამპანია მივმართეთ ამ მნიშვნელოვანი, „მზის“ ვიტამინის ფუნქციებისა და დადებითი თვისებების წარმოჩენისკენ. დაგვეხმარნენ სამედიცინო დარგის ექსპერტები და ექიმები, რომელთათვისაც ასევე მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო რეკომენდაციების მოსახლეობამდე მიტანა და გაზიარება. საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, ჩვენ, ერთობლივად, პირველებმა ჩავუყარეთ საფუძველი D ვიტამინის ნაკლებობის პრევენციის კულტურის დანერგვასა და ცნობადობის ამაღლებას საზოგადოებაში. შედეგად, დღეს ჩვენმა მომხმარებელმა კარგად იცის, როგორ გაიძლიეროს იმუნიტეტი, შეინარჩუნოს ზოგადი ჯანმრთელობა, იზრუნოს სილამაზეზე, იყოს ენერგიული და შრომისუნარიანი.
ვიტაფეროლი დღეს მომხმარებლის რჩეული ოქროს ბრენდია, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობა მას ასახელებს და ირჩევს #1 D ვიტამინად, ანდობს თავს და ოჯახის წევრებს. ბრენდის პოზიციები და დამსახურებები ძალიან საამაყოა მწარმოებლისთვისაც - Walmark-ი ევროპაში აღიარებული, ლიდერი კომპანიაა საკვები დანამატებისა და ვიტამინების წარმოების მიმართულებით. „არტფარმას“ პორტფოლიოში ვალმარკის ძალიან ბევრი ცნობილი ბრენდია წარმოდგენილი, რომლებიც ქვეყანაში „ვიტაფეროლივით“ მაღალი ნდობითა და ლოიალურობით სარგებლობს, როგორიც არის, მაგალითად, „მარსიანჩიკი“, ვიადერმი“, „ბიოპრონი“, „ართროსტოპი“ და სხვა.
ჩვენს მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურას დაარსების დღიდან ვაღვივებთ და ვფიქრობ, დღეს, ყველამ უკვე იცის ხარისხიანი საკვები დანამატების, ვიტამინებისა და მინერალების საჭიროების მნიშვნელობა ნებისმიერ ასაკში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების, ბავშვების ჯანსაღი ზრდა-განვითარების ხელშეწყობისა და უკეთესი მომავლის შექმნისთვის. სწორედ ეს განაპირობებს, რომ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის საქართველო ძალიან საინტერესო ბაზარი გახდა და ჩვენც გვეძლევა მეტი შესაძლებლობა, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ცნობილი ევროპული ბრენდები, რისი შეძენაც, დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ საზღვარგარეთ შეგვეძლო. მაგალითად, „არტფარმამ“ გასულ წელს წარადგინა ვირუსებისა და გაციების საწინააღმდეგო ორალური სპრეი „ვირუპროტექტი“, დროში და 30 ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში გამოცდილი ბრენდი, რომელიც ყველაზე ხალმხრავალ გარემოშიც კი გვიცავს ვირუსებისგან და გაციების დროს, გვეხმარება ძალიან სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრების რიტმს. სულ ცოტა ხნის წინ კი, კიდევ ერთხელ გავახარეთ მომხმარებელი და საქართველოში დავაბრუნეთ ცნობილი „ვიტრუმის“ ვიტამინები, რომელზეც წლების წინ ვიზრდებოდით და ყველას გვახსოვს. „ვიტრუმი“ გერმანული ხარისხით და განახლებული ასორტიმენტით ყველა სააფთიაქო ქსელშია“, - აღნიშნავს „არტფარმას“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ლიკა ლობჟანიძე.
ოქროს ბრენდი „ვიტაფეროლი“ გათვლილია ოჯახის ყველა წევრზე და წარმოდგენილია ორი ფორმით: “ვიტაფეროლი ემულსია” 0 თვიდან და “ვიტაფეროლი მეგა D3” 12 წლიდან. „ვიტაფეროლი ემულსია - წვეთები ბავშვებისთვის“ D ვიტამინის შემცველი პირველი ევროპული ბრენდია საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია სერტიფიცირებული დოზატორით, იძლევა დოზის ზუსტი, ინდივიდუალურად განსაზღვრის შესაძლებლობას. „ვიტაფეროლი მეგა D3 - კაფსულები უფროსებისთვის“, პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი ემულსირებული D ვიტამინის შემცველი სოფთ-გელია. მისი ინოვაციური კაფსულა გასტრორეზისტენტულია, რაც ნიშნავს, რომ მისი მიღება რეკომენდებულია გასტროინტესტინალური (კუჭ-ნაწლავის) ტრაქტის დაავადებების მქონე პირთათვისაც.
„ვიტაფეროლი“, გარდა იმისა, რომ პირველი და ერთადერთი სუფთა სახის D ვიტამინია საქართველოში, მოწოდებულია ემულსიფიცირებული ფორმით, რაც ნიშნავს, რომ მას ორგანიზმი სრულად, დანაკარგის გარეშე ითვისებს. შესაბამისად, იძლევა სწრაფ და ხანგრძლივ თერაპიულ ეფექტს.
მომხმარებელი „ვიტაფეროლის“ ორივე ფორმას მთელი საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში შეიძენს.
R