კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკო - 17:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა ამომრჩეველმა
ცესკო - 17:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა  ამომრჩეველმა

ცეს­კოს პრეს-სპი­კე­რის, ნა­თია იო­სე­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 17:00 სა­ა­თის მდგო­მა­რე­ო­ბით, ამ დრო­ი­სათ­ვის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 31 888-მა (17.3%) ამომ­რჩე­ველ­მა.

მი­სი­ვე ცნო­ბით, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"უბ­ნე­ბის და­ხურ­ვამ­დე დარ­ჩე­ნი­ლია სულ რა­ღაც ორი სა­ა­თი. ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ ამომ­რჩევ­ლებს აქ­ტი­უ­რო­ბის­კენ. რაც შე­ე­ხე­ბა ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბას 17:00 სა­ა­თის მდგო­მა­რე­ო­ბით, ამ დრო­ი­სათ­ვის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 31 888-მა (17.3%) ამომ­რჩე­ველ­მა. ზო­გა­დად სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი მშვიდ ვი­თა­რე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. 20:00 სა­ათ­ზე კენ­ჭისყ­რის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა ხმის დათ­ვლის პრო­ცე­დუ­რე­ბი.

იმ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე, სა­დაც კენ­ჭისყრა ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, გა­და­სა­ტან სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში არ­სე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ძი­რი­თად სა­არ­ჩევ­ნო ყუთ­ში მო­თავ­სე­ბის პრო­ცე­დუ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ხმის დათ­ვლის სპე­ცი­ა­ლუ­რი ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტი­დან სა­უბ­ნო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე ამო­ბეჭ­დავს წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ამო­ნა­წერს და ინ­ფორ­მა­ცია უმოკ­ლეს ვა­და­ში გად­მო­იგ­ზავ­ნე­ბა ცეს­კო­ში. რის შემ­დე­გაც, ჩვენ გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი უბ­ნე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნოთ წი­ნას­წა­რი, პირ­ვე­ლად შე­დე­გე­ბი.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებს, სა­დაც კენ­ჭისყრა ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სით მიმ­დი­ნა­რე­ობს, მას შემ­დეგ რაც 20:00 სა­ათ­ზე და­ი­ხუ­რე­ბა უბ­ნე­ბი, ხმის დათ­ვლის პრო­ცე­დუ­რე­ბი და­ი­წყე­ბა. შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი პლან­შე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით პირ­და­პირ ცეს­კო­ში გად­მო­იგ­ზავ­ნე­ბა, რაც კი­დევ უფრო შე­ამ­ცი­რებს შე­დე­გე­ბის და­მუ­შა­ვე­ბი­სა და შემ­დგო­მი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის დროს. სა­უბ­ნო შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი აიტ­ვირ­თე­ბა სპე­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე results.cec.gov.ge.

აქვე შე­გახ­სე­ნებთ, რომ ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს ონ­ლა­ინ და­აკ­ვირ­დეს არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბის პრო­ცესს ცეს­კო­ში ინ­ტერ­ნეტ ტრანსლი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. ტრანსლა­ცია 360 გრა­დუ­სი­ა­ნი ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით ცეს­კოს ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე, Facebook-სა და Youtube-ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ჩივ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ დრო­ის­თვის მხო­ლოდ 1 სა­ჩი­ვა­რია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი, რო­მელ­საც, რა თქმა უნდა, მოყ­ვე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თლებ­რი­ვი რე­ა­გი­რე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბრი­ფინგზე ნა­თია იო­სე­ლი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ცესკო - 17:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა ამომრჩეველმა

ცესკო - 17:00 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა  ამომრჩეველმა

ცესკოს პრეს-სპიკერის, ნათია იოსელიანის ინფორმაციით, 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა (17.3%) ამომრჩეველმა.

მისივე ცნობით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

"უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა (17.3%) ამომრჩეველმა. ზოგადად საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 20:00 საათზე კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები.

იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს და ინფორმაცია უმოკლეს ვადაში გადმოიგზავნება ცესკოში. რის შემდეგაც, ჩვენ გვექნება საშუალება აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოვაქვეყნოთ წინასწარი, პირველად შედეგები.

რაც შეეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც 20:00 საათზე დაიხურება უბნები, ხმის დათვლის პროცედურები დაიწყება. შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს. საუბნო შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს ოფიციალურ გვერდზე, Facebook-სა და Youtube-ზე განხორციელდება.

რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მხოლოდ 1 საჩივარია დაფიქსირებული, რომელსაც, რა თქმა უნდა, მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა ბრიფინგზე ნათია იოსელიანმა.