მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელისუფლებას მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასიათასობით მხარდამჭერს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ" - სოფო ჯაფარიძე
"ხელისუფლებას მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასიათასობით მხარდამჭერს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ" - სოფო ჯაფარიძე

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, სოფო ჯა­ფა­რი­ძე აცხა­დებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა მო­უ­წევს.

რო­გორც მან, კლი­ნი­კა "ვი­ვა­მედ­თან“ გა­ნა­ცხა­და, "ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩენს არ და­უშ­ვებს“.

"უკვე ორი წე­ლია, რაც ქვეყ­ნის მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი სრუ­ლი­ად უსა­მარ­თლოდ იმ­ყო­ფე­ბა ოლი­გარ­ქის და პუ­ტი­ნის პი­რად ტყვე­ო­ბა­ში. ვუ­ყუ­რებთ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მათი ყვე­ლა­ზე დიდი თა­ვის ტკი­ვი­ლი სწო­რედ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია. ის პა­ტიმ­რო­ბი­და­ნაც კი ახერ­ხებს, ოლი­გარ­ქთან და რუ­სეთ­თან ბრძო­ლა­ში წინა ხაზ­ზე იყოს. ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს, რო­გო­რი აბ­სურ­დუ­ლი მი­ზე­ზით და­ა­კა­ვეს ის. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ივა­ნიშ­ვილს ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სის და რე­ფორ­მა­ტო­რის თა­ვი­სუფ­ლად ყოფ­ნის ეში­ნია.

ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ვუ­ყუ­რებთ, დღე არ გავა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ გან­ცხა­დე­ბა გან­ცხა­დე­ბა­ზე არ აკე­თოს. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას რო­გორც და­სავ­ლე­ლი ლი­დე­რე­ბი, ისე ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი, ძა­ლი­ან გავ­ლე­ნი­ა­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ადეკ­ვა­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მი­სა­ღე­ბად გა­დაყ­ვა­ნის­კენ ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. მაგ­რამ შე­დეგს ვხე­დავთ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მათ უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტს, მრა­ვალ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტარს, და­სავ­ლელ ლი­დე­რებს ცივი უარი გა­ნუ­ცხა­დეს. მაგ­რამ ისი­ნი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ასი­ა­თა­სო­ბით მხარ­დამ­ჭერს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვერ გა­უ­წე­ვენ. დღეს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, და­პი­რის­პი­რე­ბის და აგ­რე­სი­ის დრო არ არის. ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის­კენ გა­დად­გმუ­ლი ყვე­ლა­ზე დიდი ნა­ბი­ჯი იყოს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ყვე­ლამ კარ­გად უნდა იცო­დეს, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩენს არ და­უშ­ვებს“, - გა­ნა­ცხა­და სოფო ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 36 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
წწ
0

ერთი "წესიერი კომენტარიც არაა.არ შაგრცხვა ჯაფაროვნა??? თავი სად უნდა გამოყო? "მულაააატკააააააა".ვააა რას დაამსგავსა არქიფო სეთურმა რაააასსსსს????

ლევანი
1

მიეცი?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"ხელისუფლებას მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასიათასობით მხარდამჭერს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ" - სოფო ჯაფარიძე

"ხელისუფლებას მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ასიათასობით მხარდამჭერს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ" - სოფო ჯაფარიძე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მოუწევს.

როგორც მან, კლინიკა "ვივამედთან“ განაცხადა, "ქართველი ხალხი სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს არ დაუშვებს“.

"უკვე ორი წელია, რაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სრულიად უსამართლოდ იმყოფება ოლიგარქის და პუტინის პირად ტყვეობაში. ვუყურებთ, რა მდგომარეობაშია დღეს ხელისუფლება. მათი ყველაზე დიდი თავის ტკივილი სწორედ, მიხეილ სააკაშვილია. ის პატიმრობიდანაც კი ახერხებს, ოლიგარქთან და რუსეთთან ბრძოლაში წინა ხაზზე იყოს. ყველას კარგად გვახსოვს, როგორი აბსურდული მიზეზით დააკავეს ის. სინამდვილეში, ივანიშვილს ყველაზე მეტად საერთაშორისოდ აღიარებული პოლიტიკოსის და რეფორმატორის თავისუფლად ყოფნის ეშინია.

ბოლო თვეების განმავლობაში, ვუყურებთ, დღე არ გავა, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ "ქართულმა ოცნებამ“ განცხადება განცხადებაზე არ აკეთოს. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ხელისუფლებას როგორც დასავლელი ლიდერები, ისე ევროპარლამენტარები, ძალიან გავლენიანი ორგანიზაციები, ადეკვატური მკურნალობის მისაღებად გადაყვანისკენ ან გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მაგრამ შედეგს ვხედავთ. ხელისუფლებას აუცილებლად მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. მათ უკრაინის პრეზიდენტს, მრავალ ევროპარლამენტარს, დასავლელ ლიდერებს ცივი უარი განუცხადეს. მაგრამ ისინი წინააღმდეგობას მიხეილ სააკაშვილის ასიათასობით მხარდამჭერს წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ. დღეს, როდესაც ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაშია, დაპირისპირების და აგრესიის დრო არ არის. ჩვენი სურვილია, რომ სააკაშვილის გათავისუფლება დემოკრატიისკენ გადადგმული ყველაზე დიდი ნაბიჯი იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი სააკაშვილის სასიკვდილო განაჩენს არ დაუშვებს“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"