პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი" - ცესკო
"გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი" - ცესკო

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გორ­სა და კას­პში პარ­ლა­მენ­ტის შუ­ა­ლე­დუ­რი, გურ­ჯა­ან­ში კი მე­რის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ობს. სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნე­ბი გა­იხ­სნა სა­მი­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, შე­სა­ბა­მის მა­ჟო­რი­ტა­რულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ში. კენ­ჭისყრა და­წყე­ბუ­ლია.

რო­გორც ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე ცეს­კოს პრეს-სპი­კერ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია მზად არის კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სრუ­ლი დაც­ვით, გამჭვირ­ვა­ლედ და მა­ღალ პრო­ფე­სი­ულ დო­ნე­ზე გა­უ­წი­ოს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებს, რო­მე­ლიც არ­ჩევ­ნე­ბის მო­დერ­ნი­ზე­ბის პრო­ცეს­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა.

„დღეს გვაქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა 2024 წლის სა­ერ­თო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე კი­დევ ერთხელ გა­მოვ­ცა­დოთ ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. არა­ერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი თუ სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვე­ბე­ლი აკ­ვირ­დე­ბა, თუ რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბა სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამომ­რჩევ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა. სწო­რედ ამი­ტომ, პირ­ველ რიგ­ში გვინ­და მო­ვუ­წო­დოთ ამომ­რჩევ­ლებს მი­ვიდ­ნენ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე და გა­ა­კე­თონ არ­ჩე­ვა­ნი. ერ­თად უნდა შე­ვუ­წყოთ ხელი ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით არ­ჩევ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ჩა­ტა­რე­ბას, რად­გან არ­ჩევ­ნე­ბი სა­ერ­თო საქ­მეა.

რაც შე­ე­ხე­ბა უშუ­ა­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­დუ­რებს, შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამომ­რჩე­ველ­მა სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მის­ვლი­სას, თან უნდა იქო­ნი­ოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა ან პას­პორ­ტი.

კენ­ჭისყრა სულ 133 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ამომ­რჩე­ველ­თა ვე­რი­ფი­კა­ცი­ის, ხმის დათ­ვლის აპა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კენ­ჭისყრა 103 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ტარ­დე­ბა. აქვე მინ­და ამომ­რჩევ­ლებს შე­ვახ­სე­ნო, რომ ასეთ უბ­ნებ­ზე გან­სხვა­ვე­ბუ­ლია სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნიც - ამ შემ­თხვე­ვა­ში ამომ­რჩე­ველ­მა კი არ უნდა შე­მო­ხა­ზოს სა­სურ­ვე­ლი კან­დი­და­ტის ნო­მე­რი, არა­მედ უნდა გა­ა­ფე­რა­დოს კან­დი­და­ტის წინ არ­სე­ბუ­ლი წრე.

და­ნარ­ჩენ, 30 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე კენ­ჭისყრა ამ დრომ­დე არ­სე­ბუ­ლი წე­სით ტარ­დე­ბა, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი გა­ციფ­რულ­დე­ბა, შე­სა­ბა­მის პლატ­ფორ­მა­ზე აიტ­ვირ­თე­ბა და ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის­თვის.

მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ ელექტრო­ნუ­ლი აპა­რა­ტე­ბი არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნე­ტის ქსელ­თან და შე­სა­ბა­მი­სად კი­ბერ­ჩა­რე­ვის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს. რა თქმა უნდა, და­ცუ­ლია ხმის მი­ცე­მის ფა­რუ­ლო­ბა.

ამას­თან, უნდა აღი­ნიშ­ნოს რომ გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და სან­დო­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის ხე­ლით დათ­ვლაც. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა ისიც, რომ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი პლან­შე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის გვერ­დის ავ­ლით, პირ­და­პირ ცეს­კო­ში გად­მო­იგ­ზავ­ნე­ბა, რაც კი­დევ უფრო ამ­ცი­რებს შე­დე­გე­ბის და­მუ­შა­ვე­ბი­სა და შემ­დგო­მი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის დროს.

პრო­ცე­სის გამჭვირ­ვა­ლო­ბის მიზ­ნით, ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლია ხმის მი­ცე­მის მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კა­ბი­ნე­ბი. გახ­სოვ­დეთ, რომ ხმის მი­ცე­მა ფა­რუ­ლია და კენ­ჭისყ­რის ფა­რუ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად აკ­რძა­ლუ­ლია კენ­ჭისყ­რის კა­ბი­ნა­ში ფოტო და ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბა.

სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, დღეს, კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში იკ­რძა­ლე­ბა აგი­ტა­ცია. და­უშ­ვე­ბე­ლია კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბის შე­სას­ვლე­ლი­დან 25 მეტ­რის მან­ძილ­ზე სა­ა­გი­ტა­ციო მა­სა­ლის გან­თავ­სე­ბა. დღეს ასე­ვე და­უშ­ვე­ბე­ლია კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბა­ში ან შე­ნო­ბი­დან 100 მეტ­რის მან­ძილ­ზე ამომ­რჩევ­ლის გა­და­ად­გი­ლე­ბის ფი­ზი­კუ­რად შე­ფერ­ხე­ბა. ასე­ვე კენ­ჭისყ­რის შე­ნო­ბი­დან 100 მეტ­რის მან­ძილ­ზე ადა­მი­ან­თა შეკ­რე­ბა ან ამომ­რჩე­ველ­თა აღ­რი­ცხვა.

დღეს, მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე, გა­ი­მარ­თე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო ბრი­ფინ­გე­ბი, ჩვენ მუდ­მი­ვად მო­გაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­გორც კენ­ჭისყ­რის დღის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის, ასე­ვე ამომ­რჩე­ველ­თა აქ­ტი­ვო­ბის შე­სა­ხებ“,- გა­ნა­ცხა­და ცეს­კოს პრეს-სპი­კერ­მა.

Qeto
4

რატომ, ვერ აპრავებთ თქვენს კანდიდატს?

ავტორი:

"გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი" - ცესკო

"გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი" - ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, გორსა და კასპში პარლამენტის შუალედური, გურჯაანში კი მერის რიგგარეშე არჩევნების მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები გაიხსნა სამივე მუნიციპალიტეტში, შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში. კენჭისყრა დაწყებულია.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა განაცხადა, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე გაუწიოს ადმინისტრირება პირველი ოქტომბრის არჩევნებს, რომელიც არჩევნების მოდერნიზების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

„დღეს გვაქვს შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებამდე კიდევ ერთხელ გამოვცადოთ ელექტრონული ტექნოლოგიები. არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება, თუ როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესი ტექნოლოგიების გამოყენებით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლების აქტიურობა. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში გვინდა მოვუწოდოთ ამომრჩევლებს მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გააკეთონ არჩევანი. ერთად უნდა შევუწყოთ ხელი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას, რადგან არჩევნები საერთო საქმეა.

რაც შეეხება უშუალოდ საარჩევნო პროცედურებს, შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

კენჭისყრა სულ 133 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 103 საარჩევნო უბანზე ტარდება. აქვე მინდა ამომრჩევლებს შევახსენო, რომ ასეთ უბნებზე განსხვავებულია საარჩევნო ბიულეტენიც - ამ შემთხვევაში ამომრჩეველმა კი არ უნდა შემოხაზოს სასურველი კანდიდატის ნომერი, არამედ უნდა გააფერადოს კანდიდატის წინ არსებული წრე.

დანარჩენ, 30 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ამ დრომდე არსებული წესით ტარდება, თუმცა ამ შემთხვევაში საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. რა თქმა უნდა, დაცულია ხმის მიცემის ფარულობა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლაც. მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით საოლქო საარჩევნო კომისიის გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს.

პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები. გახსოვდეთ, რომ ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.

საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია. დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. დღეს ასევე დაუშვებელია კენჭისყრის შენობაში ან შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება. ასევე კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

დღეს, მთელი დღის მანძილზე, გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები, ჩვენ მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ“,- განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.