მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს
პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 1-ელ ოქ­ტომ­ბერს, პარ­ლა­მენ­ტის შუ­ა­ლე­დუ­რი და მე­რის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. გორი-კას­პის ოლ­ქში შუ­ა­ლე­დუ­რი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ტარ­დე­ბა, ხოლო გურ­ჯა­ან­ში მერს ირ­ჩე­ვენ.

გორი-კას­პის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში ორი კან­დი­და­ტია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი: გი­ორ­გი სო­სი­აშ­ვი­ლი ("ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლო“) და მა­მუ­კა ტუს­კა­ძე (პარ­ტია „სო­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის“).

№32 გო­რის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში 68 უბა­ნია გახ­სნი­ლი და 94 987 ამომ­რჩე­ვე­ლია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. 52 უბან­ზე არ­ჩევ­ნე­ბი ელექტრო­ნუ­ლი წე­სით ჩა­ტარ­დე­ბა, 16 უბან­ზე კი ტრა­დი­ცი­უ­ლად მოხ­დე­ბა ხმის მი­ცე­მა. ოლ­ქში სპე­ცი­ა­ლუ­რი უბა­ნი გახ­სნი­ლი არ არის, თუმ­ცა, შსს-ს გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის შიდა ქარ­თლის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რი სიის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­კუ­თარ არ­ჩე­ვანს გო­რის №12 უბან­ზე და­ა­ფიქ­სი­რე­ბენ.

"ამომ­რჩე­ველ­თა ვე­რი­ფი­კა­ცი­ის, ხმის მი­ცე­მის და დათ­ვლის აპა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კენ­ჭისყრა 52 სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ჩა­ტარ­დე­ბა (ამ უბ­ნებ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია ამომ­რჩე­ველ­თა 84 %), 16 უბან­ზე კი კენ­ჭისყრა აქამ­დე არ­სე­ბუ­ლი წე­სით გა­ი­მარ­თე­ბა, თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნულ უბ­ნებ­ზე სა­არ­ჩევ­ნო ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბი გა­ციფ­რულ­დე­ბა, შე­სა­ბა­მის უსაფრ­თხო პლატ­ფორ­მა­ზე აიტ­ვირ­თე­ბა და ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რის­თვის.რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რის მი­ხედ­ვით გა­ნი­სა­ზღვრა ტრა­დი­ცი­უ­ლი და ელექტრო­ნუ­ლი ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რე­ბი ამა თუ იმ უბან­ზე, ეს არის ცეს­კოს მიერ დად­გე­ნი­ლი წესი, რო­მელ­მაც გან­სა­ზღვრა, რომ სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ი­დან 20 კმ-ის რა­დი­უს­ში მდე­ბა­რე სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე ხმის მი­ცე­მა ელექტრო­ნუ­ლი წე­სით მოხ­დე­ბა, ხოლო და­ნარ­ჩენ უბ­ნებ­ზე ხმის მი­ცე­მის ტრა­დი­ცი­უ­ლი პრო­ცე­დუ­რა ჩა­ტარ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და #32 გო­რის ოლ­ქის თავ­მჯდო­მა­რემ მალ­ხაზ მი­რუ­აშ­ვილ­მა.

№30 კას­პის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში კი 39 079 ამომ­რჩე­ვე­ლია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი.

ოლ­ქის თავ­მჯდო­მა­რის, ნანა ნო­ნი­აშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 29 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნი­დან, გორი-კას­პის მა­ჟო­რი­ტა­რის შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი 23 უბან­ზე ელექტრო­ნუ­ლი, 6-ზე კი ტრა­დი­ცი­უ­ლი წე­სით ჩა­ტარ­დე­ბა. შე­გახ­სე­ნებთ, გო­რის და კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბა მას შემ­დეგ გახ­და სა­ჭი­რო, რაც გორი-კას­პის მა­ჟო­რი­ტარ­მა გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვილ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტი ვა­და­ზე ადრე და­ტო­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს

დღეს, 1-ელ ოქტომბერს, პარლამენტის შუალედური და მერის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. გორი-კასპის ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება, ხოლო გურჯაანში მერს ირჩევენ.

გორი-კასპის საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული: გიორგი სოსიაშვილი (,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“) და მამუკა ტუსკაძე (პარტია „სოციალური სამართლიანობისთვის“).

№32 გორის საარჩევნო ოლქში 68 უბანია გახსნილი და 94 987 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 52 უბანზე არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდება, 16 უბანზე კი ტრადიციულად მოხდება ხმის მიცემა. ოლქში სპეციალური უბანი გახსნილი არ არის, თუმცა, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს თანამშრომლები, სპეციალური სიის საფუძველზე, საკუთარ არჩევანს გორის №12 უბანზე დააფიქსირებენ.

"ამომრჩეველთა ვერიფიკაციის, ხმის მიცემის და დათვლის აპარატების გამოყენებით კენჭისყრა 52 საარჩევნო უბანზე ჩატარდება (ამ უბნებზე რეგისტრირებულია ამომრჩეველთა 84 %), 16 უბანზე კი კენჭისყრა აქამდე არსებული წესით გაიმართება, თუმცა, აღნიშნულ უბნებზე საარჩევნო ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე აიტვირთება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.რაც შეეხება იმას, თუ რის მიხედვით განისაზღვრა ტრადიციული და ელექტრონული ხმის მიცემის პროცედურები ამა თუ იმ უბანზე, ეს არის ცესკოს მიერ დადგენილი წესი, რომელმაც განსაზღვრა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიიდან 20 კმ-ის რადიუსში მდებარე საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა ელექტრონული წესით მოხდება, ხოლო დანარჩენ უბნებზე ხმის მიცემის ტრადიციული პროცედურა ჩატარდება“, - განაცხადა #32 გორის ოლქის თავმჯდომარემ მალხაზ მირუაშვილმა.

№30 კასპის საარჩევნო ოლქში კი 39 079 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ოლქის თავმჯდომარის, ნანა ნონიაშვილის ინფორმაციით, 29 საარჩევნო უბნიდან, გორი-კასპის მაჟორიტარის შუალედური არჩევნები 23 უბანზე ელექტრონული, 6-ზე კი ტრადიციული წესით ჩატარდება. შეგახსენებთ, გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გორი-კასპის მაჟორიტარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საპარლამენტო მანდატი ვადაზე ადრე დატოვა.