ვიქტორ ოსიმენსა და "ნაპოლის" შორის ვნებები არ ცხრება. დღეს სერია A-ს მე-7 ტურში "ნაპოლიმ" გასვლითი თამაში "ლეჩესთან“ ჩაატარა. რუდი გარსიას გადაწყვეტილებით ნიგერიელმა ფორვარდმა მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო. ის მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაერთო და სულ რაღაც 5 წუთში ხვიჩა კვარაცხელიას ასისტით გოლიც გაიტანა. ნიგერიელ გულშემატკივარს სასტიკად არ მოეწონა გარსიას გადაწყვეტილება, რომ მათ თანამემამულეს პირველი ტაიმი სათადარიგო სკამზე დააწყებინა.
გულშემატკივრები "ნაპოლის“ სოციალურ ქსელებს შეესივნენ და კომენტარებში ოსიმენს მხარს უჭერდნენ. ამას კი პოსტებზე უკმაყოფილობის ემოჯითა და #RespectVictorOsimhen-ის დაკომენტარებით გამოხატავდნენ.
ცნობისთვის, ოსიმენისა და "ნაპოლის“ უერთიერთობა "ტიკტოკში" გამოქვეყნებული ვიდეოთი დაიწყო. ვიდეო იმ აქცენტით იყო გაკეთებული, თითქოს ვიქტორი პენალტებზე მსაჯებთან წუწუნებს. ფეხბურთელს ეს ეწყინა და გუნდში განხეთქილება დაიწყო. მიმდინარე კვირას, ოსიმენმა თანაგუნდელებს ხელიც არ ჩამოართვა, ასევე "ინსტაგრამიდან" "ნაპოლის" მაისურით გადაღებული ყველა ფოტო წაშალა.
"ლეჩე" -"ნაპოლი" ცოტა ხნის წინ დასრულა. ნეაპოლელებმა მატჩი დამაჯერებლად, 0:4 მოიგეს.
ნახეთ ასევე:
ავტორი: ანრი კურტანიძე