სერია A-ს მეშვიდე ტურში "ნაპოლი" სტუმრად "ლეჩეს" დაუპირისპირდა და 0:4 დაამარცხა. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა რუდი გარსიამ ასეთი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა გუნდი მოედანზე:
"უდინეზესთან" თამაშის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ "ნაპოლი" ძველ დიდებას იბრუნებს და ფეხბურთელებიც გაორმაგებული ძალებით თამაშობენ მოედანზე. პირველი ტამის ნეაპოლელების უპირატესობით გაიმართა, მასპინძლების კარში პირველი გორი მე-16 წუთზე ოსტიგერმა გაიტანა.
რაც შეეხება ხვიჩას, ქართველმა ფეხბურთელმა 33-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, კარში დარტყმული 2 ბურთი დაუბლოკეს, ერთი დარტყმა კი კარის ჩარჩოს აცდა. საბოლოოდ პირველი ტაიმი 0:1 დამთავრდა.
მეორე ტაიმზე გარსიამ მოედანზე ოსიმენიც შემოიყვანა, რომლისთვისაც პირველივე წუთები იღბლიანი აღმოჩნდა. აფრიკელმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიას ჩაწოდებული გოლით მასპინძლების კარში გოლი შეაგდო და ანგარიში 0:2 გახდა.
"კვარაცხელიას პასი, რომელიც გოლზე მეტია", - თქვა კომენტატორმა ხვიჩას საგოლე გადაცემის შემდეგ.
57-ე წუთზე რუდი გარსიამ კვარაცხელიას მოედნიდან გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო.
ცვლილებაზე შემოსულმა ჯანლუკა გაეტანომ მასპინძელთა კარი მესამედ აიღო, საბოლოო ანგარიში კი მატეო პოლიტანომ პენალტის ნიშნულიდან დააფიქსირა.